კითხვები, და პასუხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები, და პასუხები |
ნათია |
Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი.. იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ... იმედია არ გაოფდება თემა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
KAIROS |
Dec 4 2007, 11:13 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა დაშვებულია თუ არა (ანუ ჯერ კიდევ) ჯვარდაწერილ წყვილს შორის თანაცხოვრება, თუ ეს წყვილი წლების განმავლობაში ერთად აღარ ცხოვრობს, მაგრამ ჯვარწერა არ არის გაუქმებული ეს უფრო სამართლის თემაა, თუ წყვილი ცოლ-ქმარია კანონიერად, და ამავდროულად არის ჯვარდაწერილიც, მაშინ არ არსებობს მიზეზი, რომ მათ თანაცხოვრება აუკრძალოს, მითუმეტეს თუ არც გაყრილები არიან და არც ჯვარი აქვთ აყრილი, მაგრამ შენს კითხვაში ვფიქრობ სხვა რამ ჩანს ამ "ჯერ კიდევ" და "წლების განმავლობაში განშორებაში" შეიძლება რაიმე პრობლემა იდგეს უკან, ამიტომ დასაზუსტებელია და მოძღვარს უნდა კითხოს, ვინც პირადად იცნობს ამ წყვილს, მანამ კი უბრალოდ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ წყვილს შორის, რომლებიც არიან კანონიერი მეუღლეები და ჯვარდაწერილები თანაცხოვრება არის ნაკურთხი, მაგრამ არის სხვადასხვა პრობლემები, როცა კავშირი ფორმალობაა ( ანუ ფორმალურად არიან ჯვარდაწერილები და არც გაყრაა ფორმალურად დაფიქსირებული ), მაგრამ ორივეს თავისი ცხოვრება აქვს, თავისი "ახალი " ოჯახები და მეუღლეები ( ან ერთერთს, ამას არა აქვს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ), მაშინ მათი თანაცხოვრება, მანამ სანამ გაარკვევენ, რომელ ოჯახში უნდათ ცხოვრება და ვინაა მათი ნამდვილი მეუღლე, ვფიქრობ დაუშვებელია. თუმცა მაინც დასაკონკრეტებელია და უკეთესია თუ მოძღვარს კითხავს, ვინც მათ იცნობს. იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი