გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი |
Georg |
Nov 3 2006, 12:31 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
გრიგოლ ბაკურიანი - პეტრიწონში არც ერთი ბერძენი ბერად!
პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი - შედგენილია ბიზანტიის სამსახურში მყოფი ქართველი დიდებულის, დასავლეთის დიდი დომესტიკოსის გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ 1083 წელს. პეტრიწონში დაარსებული ქართველთა მონასტრის ტიპიკონი შედგენილი იყო ქართულ და ბერძნულ ენებზე. ჩვენამდე მოაღწია ორივე ტექსტმა. ისინი გამოცემულია მაღალ მეცნიერულ დონეზე. ივანე ჯავახიშვილის დროს გამოცემული იყო ტიპიკონის მხოლოდ ბერძნული ტექსტი, განხორციელებული ბელგიელი ორიენტალისტის ლუი პეტის მიერ (1904 წელს). ივანე ჯავახიშვილი როდესაც აღწერს "საქართველოს სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას გაერთიანების ხანაში", ერთგან აღნიშნავს, რომ "ქართველთა ამ გრძნობის (მოძალადე ბიზანტიელთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების) გამომხატველია გამოჩენილი ქართველი მოღვაწის გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, რომელიც მან თავის მიერ დაარსებულს პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონში შეიტანა, რომ მონასტერში ბერძენი არასდროს არ შეეშვათ ბერად, შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ბერძენი ყოფილიყო, ისიც მხოლოდ ბერძნულის მწერლად". ივანე ჯავახიშვილი ენციკლოპედიური ლექსიკონი, თსუ-ს გამომცემლობა, 2002 წელი, გვ. 525; -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
ვეშაპო |
Nov 25 2006, 02:31 AM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
Georg
ციტატა ვეშაპო გეთანხმები! ამგვარი ისტორიანი მოვყევი და მას მერე "გადამეკიდა" ეს Sotiris-ი. ჰე ჰე ჰე შენ აზრზე არა ხარ რაში გაყავი თავი. ეგ ნახე რა დღეში ჩავარდეს. აწი ნახე მაგის წიგნების ჯიჯგნა. მაგარი მწარე ელინოფილია (ჩემებურად "ბერძენოიდი"). ჯერ მასალა წაკითხული არ ექნება, მარა მალე ამოჩიჩქნის და გაეცნობა. ასე იქცეოდა "ბიზანტიური" გალობის ქართულ ენაზე შესრულების თემაში. თავიდან ცდილობდა რომ მის არგუმენტებზე გვეპასუხა მეცნიერული ანალიზით. ე.ი. რაღაც წყაროები ამოჩიჩქნა და ამ წყაროების მიხედვით დაასკვნა, რომ არაა არსად მითითებული ქართული გალობის სამხმიანობა X საუკუნეში და დაიწყო კამათი. მერე, მე და ჯამბაკურამ სხვანაირად დავუსვით საკითხი, ანუ მისი ე.წ. არგუმენტების გაბათილებას კი არ ვცდილობდით, როგორც თანამედროვე მუსიკისმცოდნეები აკეთებენ, არამედ მოვთხოვეთ, მიეთითებია ის ადგილები, რომლებიც ამტკიცებდა ქართული სიტყვების ბიზანტიურ მელოდიებზე შესრულების ფაქტს. აი მანდ უკვე მაგრად გაიჭედა და დაიწყო - მე ასე მგონია, ჩემეული ანალიზით, ჩემი ვერსიით და ა.შ. ასე რომ, მაგრად დაუდექი. სამწუხაროდ ის თემა გუჯამ წაშალა, მაგრამ აქაც გველის მასთან ლიცლიცი . . . -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
Georg |
Nov 25 2006, 02:56 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
Georg ჰე ჰე ჰე შენ აზრზე არა ხარ რაში გაყავი თავი. ეგ ნახე რა დღეში ჩავარდეს. აწი ნახე მაგის წიგნების ჯიჯგნა. მაგარი მწარე ელინოფილია (ჩემებურად "ბერძენოიდი"). ჯერ მასალა წაკითხული არ ექნება, მარა მალე ამოჩიჩქნის და გაეცნობა. ასე იქცეოდა "ბიზანტიური" გალობის ქართულ ენაზე შესრულების თემაში. თავიდან ცდილობდა რომ მის არგუმენტებზე გვეპასუხა მეცნიერული ანალიზით. ე.ი. რაღაც წყაროები ამოჩიჩქნა და ამ წყაროების მიხედვით დაასკვნა, რომ არაა არსად მითითებული ქართული გალობის სამხმიანობა და დაიწყო კამათი. მერე მე და ჯამბაკურამ სხვანაირად დავსვით საკითხი, ანუ მისი ე.წ. არგუმენტების გაბათილებას კი არ ვცდილობდით, როგორც თანამედროვე მუსიკისმცოდნეები აკეთებენ, არამედ მოვთხოვეთ, მიეთითებია ის ადგილები, რომლებიც ამტკიცებდა ქართული სიტყვების ბიზანტიურ მელოდიებზე შესრულების ფაქტს. აი მანდ უკვე მაგრად გაიჭედა და დაიწყო - მე ასე მგონია, ჩემეული ანალიზით, ჩემი ვერსიით, შესაძლოა, შეიძლება და ა.შ. ასე რომ, მაგრად დაუდექი. სამწუხაროდ ის თემა გუჯამ წაშალა, მაგრამ აქაც გველის მასთან ლიცლიცი . . . ვეშაპო აგაშენა ღმერთმა! დროის სიმცირის გამო ვეღარ აუდივარ მრავალ "ოპონენტთან" როჭიკს, უფლის იმედი მაქვს, ახლა საბოლოოდ მინდა შევკრა მასალა სადაც ჩანს ქართული კულტურის ელინურზე მადომინირებელი გავლენა, ანუ როგორც ყოველთვის, ჩვენგან წაღებულს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობად აცხადებენ ჯერ ბერძნები და შემდგომ მათგან ამგვარი ქმედება "ისწავლეს" სომხებმა და რუსებმა, სხა "წვრილფეხობაზე", მსოფლიო კულტუროლოგიური თვალსაზრისით, ახლა არაფერს ვიტყვი! უფალი მფარველობდეს საქართველოს! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი