მართლმადიდებლობა და მედიცინა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლობა და მედიცინა |
ნათია |
Jun 23 2007, 08:31 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
სერაფიმე საროველი ამბობს: იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც და მის ხელშია შენი
გამოჯანმრთელება. რელიგიას უცხოელ ფსიქიატრთაგან მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო დოქტორმა ლ.ა. კოხმა თავის შესანიშნავ წიგნში „ადამიანის ნერვული ცხოვრება“, თავში „ნერვულ დაავადებათა მიზეზები“ (გვ. 163) ვკითხულობთ: „სულის ღმრთისაგან გაუცხოებაა უდიდესი ბოროტება. მასში, როგორც ცალკეულ პირთათვის, ისე საზოგადოებისათვის მწიფდება ყველაზე შხამიანი და მწარე ნივთიერება, რომელიც ნერვებს ანადგურებს“. მომდევნო თავში: „ნერვულ დაავადებათა მკურნალობა“ (გვ.204) დოქტორი კოხი წერს: „სად პოულობს სული ძალას, წინაღუდგეს იმას, რაც მას თავს ატყდება და ნერვებს ემუქრება? საიდან იღებს იგი იარაღს, თავისი ძლევამოსილი თავდაცვისათვის? როცა მას უკვე მიაყენებენ ჭრილობას, რა ეხმარება, რომ არ დაეცეს და თავისი თავი და თავისი ნერვები დაიცვას და დაიფაროს? ერთადერთი პასუხი ის არის, რომ ვერაფერს ვერ მიაღწევ, ვერაფერს ვერ შეძლებ რელიგიის ანუ ღმრთისადმი პიროვნული დამოკიდებულების გარეშე. ჩვენი საუკეთესო ძალები სწორედ რელიგიის წიაღშია“. ასევე ვკითხულობთ: „მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელსაც სასოება აქვს უფლის მიმართ, მრავალი იმედგაცრუების გადატანას შეძლებს, შეძლებს მრავალი მძიმე შეგრძნებისა და განსაცდელის გამკლავებას, რომლებიც ჯერ მის ფსიქიკაში აღწევენ, შემდეგ კი ამ უკანასკნელიდან - ნერვებში; რომ რელიგიური ადამიანი არ ემონება და არ ემორჩილება იმას, რაც ურწმუნო ადამიანს ემუქრება და საფრთხეს უქადის. უკიდურეს შემთხვევაში, იგი ზურგს აქცევს იმას, რისკენაც ურწმუნო ადამიანი მიილტვის და მიისწრაფვის და რომ ამგვარად, რელიგიის მოქმედება მრავალი თვალსაზრისით, მრავალი მიმართებით პროფილაქტიკურია“. შემდეგ, 206-ე გვერდზე ვკითხულობთ: „დაე, სწამდეთ ან არ სწამდეთ, მაგრამ ის კი უდავოა, რომ რელიგიის ზემოქმედება, მისი ზეგავლენა არა მხოლოდ ცაკლეულ პირთათვის, საერთოდ ყველასათვის ნერვულ დაავადებათაგან საუკეთესო დამცავ საშუალებას წარმოადგენს“. მე ამ დასკვნამდე მივედი: როცა ამჩნევ რომ უძლურია მედიცინა შენს დაავადებაზე, მაშინ უფალს უნდა მიენდო და უფლისადმი რწმენას შეუძლია სასწაულიც კი მოახდინოს ვისაუბროთ ..... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
guest |
Dec 5 2007, 07:15 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ზოგადად ვერ ვიტყვით, რომ მედიცინა ცუდ დონეზეა ან ცუდი , თუნდაც გულგრილი ექიმები არიან დღეისათვის. ექიმობა ცოტა უმადური პროფესიაა, ადამიანური შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს, თუმცა ამ სფეროში ძლიერ არასახარბიელო შედეგები აქვს. ასე მარტო საქართველოსი არ არის, ჩვენი ექიმები ცოდნით ეგებ კიდეც ჯობიათ აქაურ ექიმებს, ამათ უმაღლესი ხარისხის ტექნიკური საშუალებები აქვთ, ჩვენები უფრო თავიტ და "შიშველი ხელებით" მუშაობენ,მიუხედავად ამისა, აქაც არის ფატალური შემთხვევები უხვად.
მე ერთი ოპერაციის დროს, დამიზიანეს ნერვი, რის შედეგადაც მარცხენა ფეხის ბარძაყიდან მუხლამდე გრძნობა აღარ მაქვს, თავიდან ძალიან აუტანელი შეგრძნება იყო, ცივი ყინული რომ გედოს კაცს და სიცივის ტკივილს გრძნობდე ისე, მერე შევეჩვიე, თუმცა ზამთარში მახსენებს თავს, ანუ არანაირი შეგრძნება არ მაქვს სხვა, რომ გავიჭრა აბ ავიჩეხო არ მეტკინება, გარდა იმ უსიამოვნო შეგრძნებისა, რაც ავღწერე ,თითქოს არაფერი. ნერვოპათოლოგმა მითხრა, ექიმის უგულისყურობის შედეგიაო, წესით ასეთი შეცდომა არ უნდა მოსვლოდაო.რა ვიცი აბა, ასე რომ ყველგან ხდება არასასიამოვნო ინციდენტები, რასაც ვერ მივაწერთ ვერც ქვეყანას და ვერც ხალხის ხასიათს. რაც შეეხება მედიცინის კავშირს ქრისტიანობასთან, ძალიან მაღელვებს ხელოვნური ჩასახვის ამბები, თითქოს არაფერი და უწყინარი,მარა გუშინწინ იყო სწორედ გადმოცემა, რომ ამ დროს "მზადდება" რამდენიმე ემბრიონი და "გამოუსადეგარნი" (ზედმეტები) კი ნაგვის ყუთში მიდის მე ვფიქრობ, რომ ეს (კლონირებაზე და სხვისი კვერცხუჯერედის მოპპოვების შედეგად ნაყოფის შექმნაზე არაფერი რომ არ ვთქვა) უხეში "ჩარევაა" უფლის საქმეში. არ ვიცი ეს თემა თუ არსებობს, იქ დავწერდი ბევრს რაც მოვისმინე ამ გადაცემაში. შემზარავია ჩემთვის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი