კითხვა-პასუხი, საქართველოს ისტორიის საკითხებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვა-პასუხი, საქართველოს ისტორიის საკითხებზე |
Lenus |
Oct 9 2007, 03:02 PM
პოსტი
#1
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
ყველა შეკითხვაზე რომ ახალი თემა არ გაიხსნას, ვხსნით ერთ მიჭიკარტებულ თემას.
გინდათ ზოგადი ისტორიული შეკითხვებისთვის გამოვიყენოთ და გნებავთ ისტორიული ვიქტორინასავით განვავითაროთ. ერთი სიტყვით, ყველა შეკითხვა ამ თემაში. გთხოვთ გადაიკითხოთ ხოლმე წინა გვერდები სანამ ახალ შეკითხვებს დასვამდეთ. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
guest |
Dec 5 2007, 03:49 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მე ძალიან მაინტერესებს იოანე პეტრიწის შესახებ თუ რამე იცით, სანდო და არაკომუნისტური წყაროებიდან, რამეთუ მე მაქვს მხოლოდ კომუნისტების დროინდელი მასალები, სადაც იოანე პეტრიწი დახასიათებულია როგორც საზოგადო მოღვაწე , მეცნიერი და ფილოსოფოსი (იმ დროისათვის ბოლო ორი ერთიდა იგივე გაგება იყო თუ არ ვცდები).
მე რაც ვიცი, იოანე პეტრიწი (1055-1130 წწ.) მოღვაწეობდა ბულგარეთში ქართველთა პეტრიწონის მონასტერში (ამბობენ აგებულია გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ 1083 წელს ბულგალურ სოფელ პეტრიწონში - აქვე კითხვა: არრსებობს ეს მონასტერი დღეს კიდევ?), საიდანაც დევნილ იქნა ე.წ. თავისუფალი ფილოსოფიური აზროვნების გამო. XII საუკუნის პირველ ნახევარში იგი დავით აღმაშენებელმა მოიწვია გელათის აკადემიაში და ბოლომდე იქ მოღვაწეობდა. არსად არ არის ნახსენები "სასულიერო პირის" წოდება, იყო იოანე პეტრიწი ბერი? მან თარგმნა ნემესიოს ემესელის "ბუნებისათვის კაცისა" (* სირიელი მღვდელთმთავარი ნემესიოსი, რომელმაც გრიგოლ ღვთისმეტყველის (326-390 წწ.) გავლენით ქრისტიანობა მიიღო და ეპისკოპოსად ეკურთხა მომავალში). ეს ნაწარმოები საეკლესიო მწერლობას ეკუთვნის და წარმოადგენს საღმრთო წერილებზე დამყარებულ ტრაქტატს ადამიანის ბუნების შესახებ (?). იოანე პეტრიწმა კი თარგმნა ეს ნაშრომი, რომელიც თურმე საქართველოში მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაგრამ აღსანისნავი ის ყოფილა, რომ მთარგმნელი უკეთებდა სტატიას კომენტარებს, ანუ ბევრ რამეში არ ეთანხმებოდაო ავტორს და იძლეოდა თავისებურ განმარტება-შესწორებებს. მოკლედ, მისი თარგმანიც და კომენტარებიც, რისი ნაწილიც წაკითხული მაქვს, მეტად საინტერესოა (მაგ. გამყოფი ზედაპირები, ასევე მეხის მოვლენის თავისებური განმარტება, არის რაღაც "განუყოფელ ნაწილაკებზეც" და ა.შ.). თითქოს ნეოპლატონურ მიმართულებას მიეკუთვნებოდა. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე უფრო ზუსტი ინფორმაცია იოანე პეტრიწზე და მის შრომებზე, გთხოვთ მიმითითოთ. მადლობა წინასწარ. |
marine |
Dec 5 2007, 12:33 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
აქვე კითხვა: არრსებობს ეს მონასტერი დღეს კიდევ? ნანა, პეტრიწონის (იგივე ბაჩკოვოს) მონასტერი დღესაც არსებობს და საკმაოდ ცნიბილიცაა. შეგიძლია ამ საიტზე გაეცნო ინფორმაციას: http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/petritsoni/petritsoni2.htm ამ მონასტრის ულამაზესი ფრესკები: -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი