გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი |
Georg |
Nov 3 2006, 12:31 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
გრიგოლ ბაკურიანი - პეტრიწონში არც ერთი ბერძენი ბერად!
პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი - შედგენილია ბიზანტიის სამსახურში მყოფი ქართველი დიდებულის, დასავლეთის დიდი დომესტიკოსის გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ 1083 წელს. პეტრიწონში დაარსებული ქართველთა მონასტრის ტიპიკონი შედგენილი იყო ქართულ და ბერძნულ ენებზე. ჩვენამდე მოაღწია ორივე ტექსტმა. ისინი გამოცემულია მაღალ მეცნიერულ დონეზე. ივანე ჯავახიშვილის დროს გამოცემული იყო ტიპიკონის მხოლოდ ბერძნული ტექსტი, განხორციელებული ბელგიელი ორიენტალისტის ლუი პეტის მიერ (1904 წელს). ივანე ჯავახიშვილი როდესაც აღწერს "საქართველოს სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას გაერთიანების ხანაში", ერთგან აღნიშნავს, რომ "ქართველთა ამ გრძნობის (მოძალადე ბიზანტიელთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების) გამომხატველია გამოჩენილი ქართველი მოღვაწის გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, რომელიც მან თავის მიერ დაარსებულს პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონში შეიტანა, რომ მონასტერში ბერძენი არასდროს არ შეეშვათ ბერად, შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ბერძენი ყოფილიყო, ისიც მხოლოდ ბერძნულის მწერლად". ივანე ჯავახიშვილი ენციკლოპედიური ლექსიკონი, თსუ-ს გამომცემლობა, 2002 წელი, გვ. 525; -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
ვეშაპო |
Nov 25 2006, 09:41 AM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
Sotiris
ციტატა რას გუობთ ბერძენი წმიდანების ხატებს თქვენს ეკლესიაში, მიადექით და გადაყარეთ. ზემოთ დავწერე უკვე, რომ ზოგიერთი "იშვიათი გამონაკლისების" გარდა, ეგ წმინდანები სწორედ ასეთი "იშვიათი გამონაკლისები" არიან. მართალია წმინდანები ბევრი ყავთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ბერძნების რაოდენობას (თუ არ ვცდები 12-13 000 000 უნდა იყვნენ), მაშინ სწორედაც რომ "იშვიათი გამონაკლისები გამოდის". Sotiris ყოველივე ზემოთჩამოთვლილი მიზეზების შემდეგ. რატომაა გასაკვირი პეტრიწონის ტიბიკონში ანტიბერძნული მუხლის არსებობა? გუჯა ციტატა მაინტერესებს მაგ მონასტერში ქართულად გალობდნენ თუ "ბიზანტიურად"... გუჯა, როგორ არა გრცხვენია? რა თქმა უნდა ბიზანტიურად (ბრჭყალების გარეშე). -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 08:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი