საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საეკლესიო სამართალი, კანონიკური საკითხები |
კანონისტი |
Oct 18 2006, 10:59 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით! ძალიან მოხარული ვარ რომ ამ საიტზე დავრეგისტრირდი და საშუალება მექნება გამოვიყენო იგი მართლმადიდებლებთან ურთიერთობისათვის, უფლის სადიდებლად!
მე დავით ჩიკვაიძე ვარ, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი (ამჟამად თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტი). შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მიცნობს კიდევაც ჩემი პუბლიკაციებით. სანამ შესაბამისი განყოფილება გაიხსნებოდეს, სურვილი მაქვს რომ ჩვენი მოსაზრებები კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქ დავწეროთ სიამოვნებით ვითანამშრომლებ თითოეულ თქვენგანთან ჩვენთან არს ღმერთი!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Eliko |
Dec 5 2007, 05:00 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 |
შესავალი: როგორ თანამშრომლობენ მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიები პროტესტანტულ ქვეყანაში ან კათოლიკურში? ითვლება იქ ვინმე მასპინძლად ან სტუმრად, თუ ყველას თანაბარი უფლებები აქვს?
ძირითადი კითხვა:ის მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია, რომელიც პირველი შევიდა ამ პროტესტანტულ ქვეყანაში, სარგებლობს თუ არა რაიმე პრივილეგიით? კონკრეტული კითხვა: უნდა სთხოვონ თუ არა პროტესტანტულ (ან საერთოდ არაქრისტიანულ) ქვეყანაში შესვლის ნებართვა დანარჩენმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა იმ ავტოკეფალურ ეკლესიას, ვინ პირველი შევიდა მისიონერული თვალსაზრისით ამ ქვეყანაში როდესაც აპირებენ ამ პროტესტანტულ (ან სხვა არამართლმადიდებლურ) ქვეყანაში თავიანთი სასულიერო პირი მიავლინონ? მაგალითი: დავუშვათ ავსტრალიაში პირველი შევიდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია და დაარსა თავისი ეპარქია. ამას მოჰყვა ავსტრალიაში საბერძნეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის.... ავტოკეფალური ეკლესიების ჩასვლა და სამრევლოების დაარსება. გავიდა დრო და ავსტრალიაში ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველთა რიცხვი გაიზარდა და მრევლი ითხოვს ქართველ მოძღვარს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აპირებს მიავლინოს იქ მღვდელმსახური. უნდა სთხოვოს თუ არა ნებართვა საქართველოს ეკლესიამ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას იმ მოტივით, რომ პირველად იქ რუსული შევიდა? თუ შეძლებთ, რომ კონკრეტული კანონები (წყაროს მითითებით) მოიყვანოთ დასაბუთებისას? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი