სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| :_მარიამი_: |
Jul 28 2006, 01:59 PM
პოსტი
#1
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 |
სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა
უფალო, ღმერთო ჩვენო! როგორ ვერასოდეს ვიქცევით შენს მოსაწონად, რაც არ გსურს იმას ვაკეთებთ, დაგვჯაბნა ცოდვებმა და ვნებებმა, მოწყალეო, ყოვლის შემძლევ, შენი მადლით შეეხე ჩვენს გულებს, მოგვეცი ძალა ცოდვებთან ბრძოლისა, განგვაშორე მაცდური ეშმაკი, მფარველი ანგელოზი მოგვივლინე, მისივე ძალით გვიხსენი, შენ თვითონ თქვნი უფალო, რომ ცოდვილთა საცხოვნებლად მოხვედი; შენ, შენ თვითონ თქვი მოწყალეო, რომ ცოდვილის სიკვდილი კი არ გსურს, არამედ მის სინანულს მოელი. თვითონვე ბრძანე შენი უწმინდესი ბაგეებით:"ჩემთან მოსულს არ განვაგდებ". და აი, მოგეახლენით, სასოო ჩვენო, შენს ფეხებთან დამხობილნი ვქვითინებთ, ღმერთო და მეუფეო ჩვენო, ნუ მოგვარიდებ სახეს შენს ქმნილებებს, თუმცა ცოდვილნი ვართ, მაგრამ მაინც შენ გეკუთვნით, მოგვანიჭე სიმტკიცე და ძალა, რათა დავძლიოთ ჩვენი ბოროტი, ცოდვიანი ჩვევები. ამინ! |
![]() ![]() |
| Georg |
Nov 25 2006, 06:44 PM
პოსტი
#2
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
"წმიდამღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ცნობით, კონსტანტინოპოლში ყოფილა ქართული თარგმანი ე. წ. «დიდაქესი» ანუ «ათორმეტთა მოციქულთა მოძღვრებისა», რომელიც კანონიკური მწერლობის ერთ-ერთ ადრინდელ (IV ს.) ძეგლად ითვლება". . .
კანონიკა ნომოკანონი ან სჯულისკანონი. ქართული კანონიკური მწერლობა მეათე საუკუნემდე (გაგრძელება) აქ მოხსენებული არიან მცხეთისა და აფხაზეთის კათოლიკოსი და ეპისკოპოსები: ქუთათელი, ბედიელი, იშხნელი, მაწყვერელი, ანჩელი და გოლგოთელი, და არათუ უბრალოდ არიან მოხსენებული, მათი იერარქიული უპირატესობაც არის აღნიშნული; მათ შორის ყველაზე მეტი პატივი იშხნელსა და ქუთათელს აქვს. ამ მუხლში ეს ძეგლი შესამჩნევად განსხვავდება იმ დოკუმენტისაგან, რომელსაც ეწოდება «წესი და განგება კურთხევისათჳს მეფისა თუ ვითარ დასხდენ მღუდელმთავარნი სრულიად საქართველოჲსანი» ან «აღსავალთათჳს სამღუდელთმთავართა საყდართა», რომელიც «კარის გარიგების» შემდეგ უნდა იყოს შედგენილი. საკმაოდ ვრცლადაა «კარის გარიგებაში» ლაპარაკი «მოძღუართმოძღურის» შესახებ. ის ყოველთვის პირველად იხსენიება ოთხ დიდხარისხოვან ბერთა ან მონაზონთა შორის, რომლებიც არიან: მოძღვართმოძღვარი, ჭყონდიდელი და კათოლიკოსნი ქართლისა და აფხაზეთისა, მას მეტი პატივი აქვს, თუმცა ის უბრალო ეპისკოპოსია, ვიდრე კათოლიკოსებს, პატივი მისი ზოგჯერ ჭყონდიდელის პატივსაც აჭარბებს. მეფე დარბაზობისას მას განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა[23]. «კარის გარიგებაში» ამასთანავე აღწერილია განცხადებისა და აღდგომის დარბაზობის წესი, აგრეთვე ზოგიერთი მონასტრიდან, კერძოდ, დავითგარეჯიდან, მეფისათვის ძღვნის მირთმევა. საზოგადოდ, აქ საყურადღებო მასალაა წარმოდგენილი საეკლესიო და სამოქალაქო-სახელმწიფო ხელისუფალთა ურთიერთ დამოკიდებულებისა. ჩვენი საეკლესიო სამართლის გასათვალისწინებლად, რასაკვირველია, მეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ადგილობრივ ქართულ საეკლესიო კრებათა დადგენილებებს. ჩვენს ისტორიაში ხშირია მაგალითები საეკლესიო კრებათა მოწვევისა სხვადასხვა საჭიროების გამო. ამ კრებებზე გამოჰქონდათ დადგენილებანი, რომელნიც სავალდებულო იურიდიული ნორმების ხასიათს ღებულობდნენ ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ყველა კრების დადგენილებანი ჩვენამდე არ შენახულა. ჩვენ ხელთა გვაქვს დღესდღეობით ორი ამგვარი დოკუმენტი: რუის-ურბნისის კრების (1103 წ.) «ძეგლის-წერა» და ეგრეთ წოდებული «საკათოლიკოზო კანონები»; უკანასკნელნი შეუდგენია მეთექვსმეტე საუკუნეში მოწვეულ კრებას იმერეთში. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ასე აგვიწერს რუის-ურბნისის კრების მოწვევის საბაბს და მის კანონმდებლობითს მოქმედებას: «წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნულ იყვნეს, და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროჲს, ვიდრე ღირსებით, დაეპყრნეს უფროჲსნი საეპისკოპოსონი, არა კარით მწყემსებრ, ერდოთ შესრულნი, და მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი ნაცვლად სჯულთა ღმრთისათა პყრობისა უსჯულოებასა აწურთიდეს მათ ქუეშეთა, და თჳთ სახლით უფლისაჲთ და მღდელთაგან გამოვიდოდა უსჯულოებაჲ, რომლითა თუალი ღმრთისაჲ, მხედველი ყოველთაჲ, ესეოდნად რისხუად აღზრულ იყო. ამათ უკუე დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა კრება ერმრავალი, რამეთუ სამეფოჲსა თჳსისა კათოლიკოსნი, მღდელთმთავარნი, მეუდაბნოენი, მოძღუარნი და მეცნიერნი შემოკრიბნა წინაშე მათსა, ჟამსა და ადგილსა ჯეროვანსა, და მრავალდღე გამოწულილვითა ფრიადითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომილი განმართეს და კეთილწესიერებაჲ ყოვლითურთ დაამტკიცეს, უღირსად გამოჩინებულნი გარდამოსთხივნეს საყდართაგან. დაღათუ არა ადვილ იყო ესე ნათესავთა მათთა ძლიერებითა, და მათ წილ ჭეშმარიტნი მწყემსნი დაადგინნეს და ძეგლი შუენიერი [ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაჲ] აღწერეს, მიმდგომი და მოწამე წმიდათა ათორმეტთა კრებათაჲ»[24]. ამ კრების დადგენილებებს ეწოდება «ძეგლისწერა წმიდისა და ღმრთივშეკრებულისა კრებისაჲ»[25]. «ძეგლისწერა», როგორც თავის ადგილას აღვნიშნეთ კიდეც, შედგენილი უნდა იყოს არსენ ბერის მიერ და შეიცავს სამ ნაწილს: 1) პროლოგს ან შესავალს, რომელშიაც გათვალისწინებულია ეკლესიის დაარსება საზოგადოდ და საქართველოში კერძოდ, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა საკანონმდებლო მოქმედება და მათ მსგავსად ამ, რუის-ურბნისის, კრების მოწვევა; 2) რუის-ურბნისის კრების კანონმდებლობას და 3) სინოდიკონს, რომელშიც რედაქტორი ეუბნება ცოცხლებს (მეფე-დედოფლებს, კათოლიკოს-მღვდელმთავრებს და ცნობილ სასულიერო მოღვაწეთ) «მრავალჟამიერს», ხოლო მიცვალებულებს - «საუკუნო ხსენებას». კრებას «დაუსხამს» და დაუდგენია 15 კანონი: 1) უღირს მღვდელმთავართა განკვეთის აუცილებლობა; 2) ასაკი ხელდასხმათა და დრო მათი ხელდასხმისა; 3) გიორგი მთაწმიდლის «კურთხევის» სანქცია; 4) ეგრეთ წოდებული სიმონია ან ხელდასხმისათვის ქრთამის მიღება; 5) სამღვდელოთა ჭურჭელთა და ეკლესიისადმი შეწირულთა სიწმიდეთა, თვინიერ მათი დანიშნულებისა, მოხმარების დაუშვებლობა; 6) გვირგვინის კურთხევა; 7) ასაკი დასაქორწინებელთა; 8) იერარქიულ პირთა ჯეროვანი მომზადება; 9) მონასტრების მოძღვართათვის, მათი რიცხვი და ხარისხი; 10) მონასტერში ვაჭრობის უადგილობა; 11) სად, როგორ და როდის უნდა სრულდებოდეს მიცვალებულთა და ცოცხალთა მოსახსენებელი ჟამისწირვა და ლოცვა? 12) მართლმადიდებლობად მომავალნი სომხნი უნდა ნათელღებულ იქმნენ, ვითარცა წარმართნი; 13) მართლმადიდებელთა და წარმართთა შეუღლება აკრძალულია; 14) კიდისკიდე და არა ერთგან კურთხევა გვირგვინისა დაუშვებელია; 15) სოდომის ცოდვის შესახებ. «ძეგლის წერა» მეტად საყურადღებო ნაშთია იურიდიული მწერლობისა და არა მარტო ქართულის, არამედ საზოგადოისაც, რამდენადაც იმაში აღიბეჭდა საზოგადო საეკლესიო-იურიდიული ნორმები[26]. «საკათალიკოსო კანონები» ან «სამართალი კათოლიკოსისა» არის ძეგლი მეთექვსმეტე საუკუნისა. 1543 – 1549 წლებში ქართლის კათოლიკოსის მალაქიასა (1531 –1549) და აფხაზეთის კათოლიკოსის ევდემონ I ჩხეტიძის (1543 –1578) დროს, იმერეთში მომხდარა საეკლესიო კრება, რომელსაც დასწრებიან, აღნიშნულ კათოლიკოსთა გარდა, ქუთათელი სიმეონი, გენათელი ანტონი, ჭყონდიდელი, ბედიელი, დრანდელი ფილიპე, ცანარელი კოსმანი, ხონელი ზაქარია, ნიკოწმიდელი იოაკიმე და წაიშელი კირილე. მათ გაუთვალისწინებიათ ის უწესობანი და არანორმალური მოვლენანი, რომელთაც ფესვი გაედგათ მაშინდელ საზოგადოებაში, როგორც, მაგალითად, მკვლელობა, ტყვეთა ყიდვა-გაყიდვა, ეკლესიათა ძარცვა-გლეჯა, არაკანონიერი ქორწინებანი და სხვ., და «დაუსხამთ» 22 კანონი, რომელშიაც ყველა ამ უჯერო მოქმედებათათვის შესაფერისი სასჯელია დადებული[27]. კანონები, როგორც ისინი ამბობდნენ და როგორც მართლა მათი შინაარსიდანაც ჩანს, დამყარებულია «სჯულის კანონზე», - დიდსა და არა ექვთიმეს მიერ ნათარგმნ «მცირე სჯულის კანონზე», როგორც ბაქრაძე-ფრენკელსა ჰგონიათ[28]. ამ ძეგლიდან ჩანს, რომ საეკლესიო სამართლის იურისდიქციას ექვემდებარებოდა ჩვენში ამ დროს არა მარტო სასულიერო-საეკლესიო დანაშაულებანიც[29]. საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ კრებათა დადგენილებებს, რომელნიც მეთვრამეტე საუკუნის ორმოციან-სამოციან წლებში მოუწვევიათ აღმოსავლეთ-საქართველოში. ესენია: ა) საეკლესიო კრება 1748 წლისა[30], ბ) 1755 წლის 16 დეკემბრისა და 1756 წლის 4 აპრილისა ანტონ I საქმესთან და პიროვნებასთან დაკავშირებით, გ) 1762 წლისა ირაკლი II და კათოლიკოზის იოსების მიერ მოწვეული. როდესაც ჩვენ ვითვალისწინებთ ქართული საეკლესიო მართვა-გამგეობისა და კანონმდებლობის ძეგლებს, არ შეგვიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ იმ დოკუმენტთა შესახებ, რომელთაც სიგელი და გუჯარი ეწოდება. ამ სახელებით აღინიშნებიან სხვადასხვაგვარი ხასიათისა და შინაარსის აქტები, როგორიცაა მეფე-დიდებულთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, მღვდელმთავართა და სხვა კერძო პირთა მიერ გაცემული წყალობის, ნასყიდობისა თუ შეწირულობის დოკუმენტი. შემოვიდა თუ არა ქრისტიანობა ჩვენში და ჩამოყალიბდა თუ არა საეკლესიო ორგანიზაცია, მეფეებმა ეკლესიის უზრუნველსაყოფად დაიწყეს შეწირვა მამულებისა და სხვადასხვა ღირებულებისა, ანდა მინიჭება ეკლესიისა და მის მსახურთათვის სხვადასხვა უფლება-პრივილეგიებისა. ასეთი აქტების გამომხატველია ის იურიდიული ძეგლები, რასაც სიგელ-გუჯარი ეწოდება. სიგელ-გუჯრებს დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთშორის დამოკიდებულების გაშუქებისათვის, საეკლესიო სამართლის, მფლობელობისა და ბატონ-პატრონობის გასათვალისწინებლად. ისინი ხშირად შეიცავენ მთელ კანონმდებლობითს კოდექსს ეკლესიის საქმეთა გამო, მაგალითად, ბიჭვინთის გუჯარი[31]. მათი დაწვრილებითი, მეცნიერული შესწავლა ჩვენ წარმოგვიდგენს საეკლესიო-სამოქალაქო კანონმდებლობის მთლიან სურათს. ასეთი შესწავლა ჯერ არც კი დაწყებულა, ვინაიდან ამ მხრივ ჯერჯერობით მხოლოდ შემკრებლობითს ხანაში ვიმყოფებით[32]. -------------------------------------------------------------------------------- [1] ამ იერემიას შესახებ იხ. კ. კეკედიძე, იერემია იბერიელი, ანტინესტორიანი მოღვაწე მეხუთე საუკუნისა, «თბილ. უნივერ. მოამბე», IX, 1928 წ., 187 –198. [2] Zeitschrift f. d. neutestam. Wissenschaft, XXXI, 1932. S. 111 –116: Die «Lehre der zwölf Apostel» in der georgischen ჩberlieferung. [3] ამის შესახებ იხ. ი. კვაჭაძის «შენიშვნები «დიდაქეს» ქართული თარგმანის შესახებ» («ლიტერატურული ძიებანი»), III, 375 –377). [4] მისი ისტორიის გვ. 87 –88. [5] «საქართვ. სამოთხე», გვ. 394. [6] Грузинский Великий Номоканон по спискам Тифлисского церковного музея, « Христиан. Восток», т. II, стр. 350 –351. [7] К. Кекелидзе, Иерусалимский Канонарь VII в., Грузин. Версия. [8] წიგნი პირველი, თბილისი, 1928 წ., გვ. 19 –30.. [9] «Христианский Восток», V, 120 –122. [10] გამოცემა კართაგენის კრების ამ კანონისა დიდი მონაპოვარი იქნებოდა მეცნიერებისათვის. [11] Проф. Влад. Бенешевич, Ответы Петра Хартофилакса, конца XI в., «Записки Академии Наук», т. VIII, № 14, 1909 г. [12] A 1096, ფ. 46 в – 48 а. –3. [13] A 85, ფურც. 481 –484;№ 712, ფ. 43 –50; N 1096, ფ. 50в –56 а. [14] A 85, ფურც. 48в – 50а (ჩამატებული შემდეგ). [15] განხილულია Dr. Ign. Rücker-ის შრომაში: «Ephesinische Konzilsakten in armenisch-georgischer ჩberliferung». Munchen,1930. [16] პროფ. ლ. მელიქსეთ-ბეგი, სამართალი სომხური, ქართული ვერსია, შესრულებული ვახტანგ მეექვსის ბრძანებით, თბილისი, 1927. [17] «საქართველოს სამოთხე», გვ. 432 –436; თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, 83 –87. [18] პ. კარბელაშვილი, იერარქია საქართველოს ეკლესიისა, გვ. 179 –185; A 317, ფ. – 179 – 186. [19] იქვე, Ф. Жордания, Описание, I, стр. 315. [20] თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, 294 –297. [21] მანდატურთუხუცესი ბექა 1285 –1306, აღბუგა ათაბაგი, შვილიშვილი ბექასა, XVI საუკუნის მეორე ნახევრისა. ამათ შესახებ იხ. ი. დოლიძე, «ძველი ქართული სამართალი» და «გიორგი ბრწყინვალის სამართალი». [22] «Monumenta Georgica», IV, Leges, თბ., 1920 წ., გამოც. ე. თაყაიშვილისა. [23] ე. თაყაიშვილი, გვ. XXVII – XXX. [24] ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლის ვარიანტი გვ. 290 –292. [25] «საქართვ. სამოთხე». გვ. 518 –530; თ. ჟორდანია, ქრონიკები, II. 56 –72. [26] ნ. ურბნელი, საეკლესიო სჯულიმდებლობა, ძეგლის წერა, «ივერია», 1888 წ., №№ 38, 46, 75, 270, 271. [27] «Сборник законов грузии. Царя Вахтанга VI», изд. Френкеля, стр. 129 –133. [28] იქვე, გვ. 129. შენიშვნა მე-2. [29] იხ. ნ. ერბნელის გამოკვლევა: ჩვენი საეკლესიო ისტორიიდან, სამართალი კათოლიკოსისა. «მოამბე», 1898 წ., №№ 3, 4; ყურადღების ღირსია, როგორც მაჩვენებელი იმდროინდელი საეკლესიო ცხოვრების დეფექტებისა, აქტები იმ კრებისა, რომელიც მოუწვევიათ მეფე ერეკლეს და კათოლიკოს იოსებს 1762 წელს. აქტები შეიცავენ 11 მუხლს მღვდელმთავართა და მღვდელთა მოვალეობის შესახებ (პ. კარბელაშვილი, იერარქია საქართველოს ეკლესიისა, გვ. 157 –160). [30] ელ. მეტრეველი, 1748 წლის საეკლესიო კრების დადგენილება (საქარ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე, ტ. XIX-A და XXI-B, 1957, გვ. 413 –429). [31] ა. ხახანაშვილი, გუჯრები, ქუთაისი, 1891 წ., გვ. 130 –134; მისივე, Очерки по истории груз. Словесности, III, 358 –362. [32] Brosset. Voyage arch ologique p. 1 –50; Histoire de la Georgie. liv, 2, p. 450 –562; Д. Пурцеладзе, Грузинские церковные гуджары; Грузинские дворянские грамоты; თ. ჟორდანია, ქრონიკები, I და II წიგნი, «ქართლ-კახეთის მონასტრების და ეკლესიების ისტორიული საბუთები», «ისტორიული საბუთები შიო მღვიმის მონასტრისა»; ალ. ხახანაშვილის «გუჯრები», ს. კაკაბაძის «დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები», წიგნი I, II, თბილისი, 1921 წ., განსაკუთრებით «საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების» გამოცემანი. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
gvirila_mari სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა Jul 28 2006, 01:59 PM
mnate მამა ვიტალი მართლა... Jul 28 2006, 02:11 PM
guja სქიმ-არქიმანდრიტი ... Jul 28 2006, 07:04 PM
mnate
ნუ კანონიზებული ა... Jul 28 2006, 07:06 PM
guja
რა თქმა უნდა მე კ... Jul 28 2006, 07:22 PM
mnate
ეგაა მისი ცხოვრებ... Jul 28 2006, 07:25 PM
IOANA მამა ვიტალიზე წაკი... Jul 28 2006, 10:32 PM
Georg http://image.700up.com/uploads/9306549f08.jpg
... Aug 31 2006, 05:43 PM
tekla [url=http://image.700up.com][img]http://image.700... Sep 2 2006, 11:13 PM
Cotne
მეც წავიკითხე ეს წ... Sep 1 2006, 02:25 AM
mnate
გაიხარე :)
კეტილი ი... Sep 1 2006, 09:24 AM
david the iverian საერთოდ მე პირადად... Sep 1 2006, 10:50 AM
mnate
ნამდვილად :) ასეა ა... Sep 1 2006, 10:57 AM
david the iverian დიდმოწამეობა არის ... Sep 1 2006, 05:55 PM
IOANA
მიძღვნილი წიგნიტ...... Sep 1 2006, 06:42 PM
david the iverian http://orthodoxy.wanex.net/biografiebi/chumi_galob... Sep 1 2006, 07:15 PM
მარიამი რაც შეეხება ტერმინ... Sep 1 2006, 07:58 PM
salome დავით, გაიხარე ასე... Sep 1 2006, 08:01 PM
liliana
დავით, გაიხარე ასე... Sep 1 2006, 08:20 PM
salome
წიგნი იყიდება ხო ? :u... Sep 1 2006, 08:22 PM
salome მე ნამთხვევი ვარ ა... Sep 1 2006, 08:04 PM
mnate
მართლაა? მაგარია, ... Sep 1 2006, 08:11 PM
salome
მართლაა? მაგარია, ს... Sep 1 2006, 08:11 PM
mnate
"სადაც არის" ას... Sep 1 2006, 08:12 PM
salome
"სადაც არის" ას... Sep 1 2006, 08:14 PM
david the iverian salome
პირველად მამა ა... Sep 1 2006, 08:20 PM
mnate
ხო მე არასდროს მივ... Sep 1 2006, 08:21 PM
მარიამი
მეორე გამოცემა მე ... Sep 1 2006, 08:23 PM
david the iverian salome
მეც ძველი გამოც... Sep 1 2006, 08:30 PM
salome
salome
მეც ძველი გამოც... Sep 1 2006, 08:33 PM
salome http://e.foto.radikal.ru/0609/4a6ee3fe3543.jpg Sep 1 2006, 08:48 PM
mnate salome
ეს საკუთარი შემ... Sep 1 2006, 08:52 PM
salome
salome
ეს საკუთარი შემ... Sep 1 2006, 10:30 PM
david the iverian salome
ვინა მამა გაბრი... Sep 1 2006, 09:43 PM
salome
salome
ვინა მამა გაბრი... Sep 1 2006, 10:41 PM
mnate
შემოქმედებას საკ... Sep 1 2006, 10:33 PM
salome
შემოქმედებას საკუ... Sep 1 2006, 10:34 PM
david the iverian salome
რატომ? ^_^ Sep 1 2006, 11:05 PM
salome
salome
რატომ? ^_^
რავი, ს... Sep 1 2006, 11:17 PM
david the iverian ^_^ ^_^ ^_^ სტიქაროსნებ... Sep 1 2006, 11:19 PM
salome
^_^ ^_^ ^_^ სტიქაროსნებ... Sep 2 2006, 12:21 AM
ალექსანდრე david the iverian
იმ განცდას ... Sep 2 2006, 02:59 AM
shota
ეს თემა ემიგრანტე... Sep 2 2006, 11:24 PM
Georg
tekla - გასაგებად გითა... Sep 4 2006, 08:07 PM
tekla
tekla - გასაგებად გითა... Sep 4 2006, 09:26 PM
david the iverian ერთ ერთი ჩემი საყვ... Sep 4 2006, 08:19 PM
liliana იცით ეს წუთია დავა... Sep 6 2006, 08:40 PM
ale მამა ანდრიას ძმა მ... Sep 6 2006, 08:52 PM
salome
მამა ანდრიას ძმა მ... Sep 6 2006, 10:54 PM
liliana
ერთხელ მარტყოფში ... Sep 6 2006, 11:03 PM
david the iverian დიდი მადლი დაიმსახ... Sep 6 2006, 11:50 PM
ალექსანდრე david the iverian
რომელი ხატი... Sep 7 2006, 01:21 AM
judi ale
მამა ანდრეას დაც ... Sep 7 2006, 11:15 AM
salome
ale
მამა ანდრეას დაც... Sep 7 2006, 11:17 AM
judi salome
რამდენადაც ვიც... Sep 7 2006, 12:11 PM
salome
salome
რამდენადაც ვიც... Sep 7 2006, 12:17 PM
leqso სტატია სქემარქიმა... Sep 14 2006, 12:33 AM
mnate leqso
გაიხარე, მე ქართ... Sep 14 2006, 10:50 AM
liliana
leqso
გაიხარე, მე ქართ... Sep 16 2006, 10:29 PM
gvirila_mari მინდა მეც მოგითხრო... Sep 15 2006, 05:59 PM
Georg სქიმ-არქიმანდრიტი ... Sep 16 2006, 10:21 PM
mnate
დზალიან მიყვარს მ... Sep 16 2006, 10:26 PM
mnate
ხომ წაიკიტხე რა გი... Sep 16 2006, 10:32 PM
Georg ღირსი დავით გარეჯე... Sep 16 2006, 10:57 PM
david the iverian ჩემი ანგელოზია მამ... Sep 16 2006, 11:10 PM
Georg წმიდა სალომე უჯარმ... Sep 16 2006, 11:37 PM
salome :wub: :wub: :wub: :wub:
ჩემი ან... Sep 16 2006, 11:47 PM
maeasi
:wub: :wub: :wub: :wub:
ჩემი ან... Sep 17 2006, 02:29 AM
liliana დავით გარეჯის ფერწ... Sep 18 2006, 11:40 AM
salome დავით გარეჯის მოხა... Sep 18 2006, 11:42 AM
liliana
დავით გარეჯის მოხ... Sep 18 2006, 11:44 AM
Georg
Liliana დიდი მადლობა ქ... Sep 18 2006, 01:52 PM
liliana
Liliana დიდი მადლობა ქა... Sep 18 2006, 02:34 PM
liliana თუ აბრაჰამ I კათოლი... Sep 18 2006, 07:46 PM
Georg
ივანე ჯავახიშვილ... Sep 19 2006, 12:54 AM
Georg
არ ვიცი! აღნიშნუ... Sep 19 2006, 10:37 AM
liliana კათალიკოს პატრიარ... Sep 19 2006, 10:46 AM
Georg
ეს ყველაფერი ძალზ... Sep 19 2006, 11:19 AM
_MATASI_ მე წავიკითხე მამა ... Nov 20 2006, 10:21 PM
usgar მადლობა თქვენ ეს კ... Nov 21 2006, 12:24 AM
დავით ივერიელი gvirila_mari
მარიამ რახელა... Nov 21 2006, 12:40 AM
Georg "წმიდამღვდელმოწ... Nov 24 2006, 12:41 PM
Georg აქ უნდა ყოფილიყო წ... Nov 28 2006, 01:00 AM
Georg 2006 წლის 6 და 7 დეკემბე... Dec 7 2006, 04:11 PM
Mesxi თქვე ის ინტერვიუ თ... Dec 17 2006, 10:14 PM
ქავთარაძე :_მარიამი_:
ვაიმეეეე... Dec 17 2006, 11:30 PM
zura.b.g. http://orthodoxy.wanex.net/khatebi/skhvadaskhva/gr... Dec 20 2006, 11:33 PM
solomony ცალკე რომ არ გავხს... Dec 25 2006, 02:44 AM
მარიამი დავამატებდი, რომ წ... Dec 25 2006, 10:41 AM
marine ლოცვა წმ. სპირიდონ ... Dec 25 2006, 12:19 PM
.:თამარი:.
ლოცვა წმ. სპირიდონ ... Dec 25 2006, 04:48 PM
marine ალბათ გეცოდინებათ,... Dec 25 2006, 05:56 PM
bagusa მამა ვიტალის სურათ... Oct 18 2007, 12:05 AM
:სამეფო:
კი მარიამ მართალი ... Dec 19 2007, 01:35 AM
marine
კი მარიამ მართალი ... Dec 19 2007, 04:41 PM
:სამეფო: http://i021.radikal.ru/0712/75/e637895bd45a.jpg
... Dec 19 2007, 03:11 PM
benediqt16 არქიმანდრიტი გაბრ... Dec 28 2007, 11:04 AM
თათარაშვილი
არქიმანდრიტი გაბრ... Dec 28 2007, 12:27 PM
m16 ვა რა საინტერესო ს... Dec 28 2007, 01:51 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 06:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი