IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რას იტყვით ამაზე მამაო, მაინტერესებს საპატრიარქოს პოზიცია
GABAONI
პოსტი Dec 5 2007, 06:48 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 110
რეგისტრ.: 13-November 07
წევრი № 3,167



დამლოცეთ მამაო
ერთ ერთ თემაში სადაც ეკუმენიზმზე ვკამათობდით genesis მა დადო ეს ლინკი
http://www.portal-credo.ru/site/?act=news&...=301&type=forum
ეს ლინკი ჩასწორებულია წეღან მემგონი შემეშალა!!
მაინტერესებს საპატრიარქოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით
იქ ეწერა რომ პატრიარქმა და რაბინმა ერთად შეასრულეს გალობა ასევე სურატია სანთლებით ხელში რაბინი და პატრიარქი


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 6 2007, 02:41 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ღმერთმა დაგლოცოთ

სამწუხაროა, რომ ზოგჯერ მზად ვართ გამოუძიებლად მივიღოთ ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პატრიარქის და ქართული ეკლესიის ერთგულებას მართლმადიდებლომისადმი. სანამ უშუალოდ თემას შევეხებოდეთ, მინდა შეგახსენოთ, რომ პორტალი www.portal-credo.ru ცნობილია თავისი ნეგატიური დამოკიდებულებით ეკლესიისადმი, რასაც ზოგჯერ მართლმადიდებლობის სიწმიდისათვის ზრუნვაში ნიღბავს, ზოჯერ კი რელიგიურ საკითხებში მიუკერძოებლობაში.

იმის თაობაზე, რასაც ღაღადებს ბმულზე მოთავსებული ინფორმაცია, თავის დროზე განმარტება გააკეთა საპატრიარქომ და მისი ინფორმაციის სიწორე დაადასტურა თავად რაბინმა მიხელაშვილმაც. შეხვედრა შედგა 29 დეკემბერს, თუმცა უნდა ყოფილიყო თითქმის ორი კვირით ადრე. ვერ შედგა თავის დროზე უწმიდესის მოუცლელობის გამო. შეხვედრის ინიციატორი იყო არა პატრიარქი, როგორც ამას პორტალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, არამედ რაბინი აბრაამ მიხელაშვილი. რაბინებს აქვთ ჩვეულება ხანუკის დღეებში აჩუქონ საპატიო ადამიანებს ხანუკია – სადღესასწაულო შანდალი. აჩუქა რაბინმა პატრიარქსაც. ხანუკის დღესასწაული დაწესებულია იუდა მაკაბელის თაოსნობით მეორე ტაძრის განახლების სახსოვრად. მაკაბელები – მართმადიდებელმა ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა და არაფერი უნდა ყოფილიყო მიუღბელი იმაში, რომ უწმინდესს მათ მიმართ პატივისცემის ნიშნად სანთელი აენთო (საპატრიარქოს სანთელი, როგორც ვხედავთ სურათზე, და არა რაბინის მიერ მოტანილი რიტუალური სანთელი). მაგრამ ესეც არ ყოფილა. სანთლის ანთება იყოს სტუმრისადმი პატიმისცემის გამოხატულება, – უწმიდესმა გამოიყენა ნაჩუქარი სასანთლე. ეს აქტი ვერ შეირაცხება თანადღესასწაულობად იმ მიზეზითაც, რომ ხანუკის სანთლების რიტუალური ანთება ხდება პირველი ვარსკვლავის გამოჩენისას და არა დღისით, როგორც ამას ვხედავთ სურათზე. შემდეგ უწმინდესი დაინტერესდა, როგორ გალობენ ებრაელები ფსალმუნს და მოისმინა რაბინის მიერ პირველი ფსალმუნის გალობა. ამის შემდეგ თვითონ აჩვენა, როგორ ვგალობთ იმავე ფსალმუნს მართლამდიდებლები. არამგონია, ვინმეს ეს ერთობლივ ლოცვად მოეჩვენოს.

უნდა აღინიშნოს, რომ რაბინი აბრაამი სულაც არ მიეკუთვნება იუდაიზმის ლიბერალურ ფრთას. მისი სწავლება, პირიქით გამოირჩევა სიმკაცრითა და ზედმიწევნითობით და მათი სჯული არანაკლებ მკაცრად სჯის უცხო სარწმუნოების პირთან ერთობლივად მლოცველს, ვიდრე სჯულისკანონი – მართლმადიდებელს. გაურკვეველია, პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არის შეგნებული დეზინფორმაცია, თუ უბრალოდ გაურკვევლობაში მყოფი ჟურნალისტის შეცდომა.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 12:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი