შუშანიკის წამება, ყველაფერი შუშანიკის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შუშანიკის წამება, ყველაფერი შუშანიკის შესახებ |
S!NDROM |
Feb 13 2007, 02:10 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 13-February 07 წევრი № 1,067 |
შუშანიკი იყო ადამიანი, რომელმაც თავი გასწირა საქართველოსთვის
|
m16 |
Dec 7 2007, 12:57 AM
პოსტი
#2
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
თამარი_ცქნაფო
კი ვიცი რატომაც"როდის ყოფილა დედათა და მამათ ერთად ეჭამათ პურიო" მაგრამ ჯოჯიკის ცოლს რო ურტყამ, მართმადიდებლობა შემწყნარებლობასა და პატიებას გვასწავლის და არა სახეში ჭიქების ლეწვას. -------------------- :)
|
თამარი_ცქნაფო |
Dec 7 2007, 01:15 AM
პოსტი
#3
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
თამარი_ცქნაფო კი ვიცი რატომაც"როდის ყოფილა დედათა და მამათ ერთად ეჭამათ პურიო" მაგრამ ჯოჯიკის ცოლს რო ურტყამ, მართმადიდებლობა შემწყნარებლობასა და პატიებას გვასწავლის და არა სახეში ჭიქების ლეწვას. აუუუფფფფფ აბა, ახლა დამიგდე ყური კარგად: 1. არავინ არავის არ ურტყამდა. ტექსტი გვეუბნება: ''ვითარცა მოიწია ჟამი პურისაჲ, შევიდეს ჯოჯიკ და ცოლი მისი წინაშე წმიდისა შუშანიკისა, რაითამცა მასცა აჭამეს პური, რამეთუ ყოველნი იგი დღენი უზმასა გარდაევლინეს. და ვითარცა მეტად აიძულეს და ძლით წარიყვანეს ტაძრად, ხოლო გემოჲ არარაჲსაჲ იხილა. ხოლო ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ რისხვით: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“ და განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია.'' მოდი, გავაშინაარსოთ: როცა დადგა პურობის ჟამი, ჯოჯიკი და მისი ცოლი შევიდნენ, რათა მასაც ეჭამა პური, რადგან მთელი ეს დღეები დედოფალს არაფერი ეგემა. მიაქციე ყურადღება: და ვითარცა მეტად აიძულეს, ანუ როცა ძალიან შეაწუხეს, დააძალეს და ძალით წაიყვანეს, შუშანიკიც მიჰყვება მათ. ახლა იწყება მთავარი: ''ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა'', მგონი აქ იგულისხმება, რომ შუშანიკს აიძულებდნენ და არა პირიქით. შემდეგ მოდის შენ მიერ ნახსენები მიზეზი, რომ „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“ აი, სწორედ ამის შემდეგ ბრაზდება შუშანიკი, ხელს აუკრავს სახეში შეალეწავს ჭიქას ჯოჯიკის ცოლს. მითხარი, სად ხედავ შენ აქ ჯოჯიკის ცოლის ცემას, სად ხელის არტყმა და ვიღაცისთვის ამ ხელის არტყმით ჭიქა მოხვდება? აი,ც ემა შენ სწორედ ამის მერე ნახე: ''მაშინ იყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნჳდა მას, და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა. და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა; ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ, ყიოდა და იზახდა, ვითაცა ცოფი. მაშინ შუელად აღდგა ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, და იბრძოდეს, ვიდრემდის გუემა იგიცა, და თავსა მისსა მოხეთქა, და ჭირით, ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ჴელთა მისთა. და ვითარცა მკუდარი, იდვა წმიდაჲ შუშანიკ ქუეყანასა ზედა, და აგინებდა ვარსქენ თესლ-ტომსა მისსა და სახლისა მაოჴრებელად სახელ-სდებდა მას. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ბორკილთა შესხმაჲ ფერჴთა მისთაჲ.'' მოკლდ, ახლა გამოიტანე დასკვნა, ვინ ცემა რეალურად და ვინ იყო რეალური მსხვერპლი. ამას გარდა, თუ იძულებაზე მიდგება საქმე, კარგად დავინახეთ, რომ შუსანიკი აიძულეს, აქამდ ემისულიყო. მოდი, ახლა განვიხილოთ, რამ განარისხა შუშანიკი. შენ ახსენე ის ტრადიცია, რომლის თანახმადაც ქალებსა და კაცებს ერთად ჭამა ეკრძალებოდათ. აქ საინტერესო ის ფაქტია, რომ მსგავსი ტრადიცია სპარსელებისთვის უფრო ნიშანდობლივი იყო და შესაბამისად, შუშანიკი ამას ახსენებს ვარსქენს. პიტიახშს, რომელიც მაზდეანობაზე, სპარსელთა რწმენაზე გადავიდა და უნდა დაეცვა კიდეც ეს ტრადიცია. თუმცა ვარსქენისთვის ცეცხლთაყვანისმცემლობაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ქრისტიანობა, ეს პიროვნება ზოგადად რწმენის განცდისგან დაცლილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რადგან როგორც იოაკობ ხუცესი თავში წერს - ''ამის უბადრუკისა და სამგზის საწყალობელისა ვარსქენისი ვითარმე ვინ თქუას ყოვლად განწირულისაჲ, ვითარ-იგი განაგდო სანატრელი სასოებაჲ ქრისტესი, ანუ ვინ არა სტიროდის მას, რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახჳლი, არცა პყრობილებაჲ ქრისტესთჳს''. და მეორე, მთავარი მიზეზი შუშანიკის განრისხებია. მას აიძულებენ პური განტეხოს ქრისტეს მოღალატესთან, ქრისტეს რწმენის გამყიდველთან, არადა შუშაბიკისთვის, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის, პური განასახიერებს უფლის ხორცს, ხოლო ღვინო - მის სისხლს. ასე რომ, დასკვნა, წმინდა შუშანიკმა არ ისურვა იმ ადამიანებთან პურობა, ვინც ამ პურობის შემბილწველია და პურსა და ღვინოს ოდენ ხორციელი მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებლად აღიქვამს. აბა, ახლა მითხარი, რას ხედავ არამართლმადიდებლურს წმინდა შუშანიკის ქმედებაში? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი