![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
წინასწარ ვიცი რომ ეს თემა ცხარე იქნება.
იყოს უბრალოდ შეურაცყოფის გარეშე. დღეს ერთ მეგობართან საუბრისას დამებადა აზრად ამ თემის გახსნის იდეა: დღეს ადამიანები დაუფიქრებლად ენდობიან სასულიერო პირებს (პასტორებს, მღვდლებს, პადრეებს და ა.შ) ჰგონიათ რომ მისი სულიერი ლიდერის სიტყვა ღმერთის ნებაა მის ცხოვრებაში. კითხვას არც კი დასვამენ: ხომ არ ცდება?-ო და ნელ ნელა ადამიანთათვის ადამიანი ხდება უფრო ავტორიტეტული ვიდრე ღმერთი და მისი სიტყვა ... |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
მოკლედ საჭირბოროტო საკითხია... ადამიანებს ადამიანების გაღმერთება უყვართ ერშიც და ბერშიც... ნებისმიერი ღვთისმსახური არის ადამიანი ისევე როგორც მრევლის ნებისმიერი წევრი... მე მგონი არსებობს პრობლემა იმისა, რომ ადამიანები თავიანთ მოძღვრებს და მასწავლებელს ისე დაჰფოფინებენ (რაც ერთის მხრივ ცუდი არა რის) რომ ცივ ნიავს არ აკარებენ... გამიგონია: აი იმ მოზღვარმა ეს თქვა, იმან ისთქვა...და რახან იმან თქვა ესეიგი სწორია...არადა მრევლის სხვა წევრმა იგივე რომ დაარიგოს არ დაუჯერებს, რადგან ის მღვდელი არ არის.... ჩემს შემთხვევაში პირიქითაა, სერჟ ![]() ![]() რომ გიწერია : რაც ერთი მხრივ ცუდი არ არისო, მაგაში მეც გეთანხმები ცხადია, მაგრამ მომიტევოს უფალმა და ყველამ ამის წამკითხავმა, ვიცი ბევრი ქართველი მრევლი, მათ შორის ჩემი ახლობლებიც, რომ მოძღვრის გარეშე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გზიდან მდინარის პირას ვერ ჩადის. მარკო და მლადენკა რომ იყვნენ მანდ, ჩემებთან, მოატარეს მთელი საქართველო (აღფრთოვანებული დაბრუნდა ყველასგან, განსაკუთრებით კი მეუფე სერგის იხსენებს ძალიან ხშირად და მასთან სასიამოვნო, იუმორისტულ სიტუაციებსაც), ხოდა გზა და მდინარე იმიტომ ვახსენე, ჩემი უახლოესი ქალი ახლდათ ყაზბეგში მიდიოდნენ და გაჩერდნენ გზაზე, ფოფოდია მლადენკამ კი იმ ქალს სთხოვა მდინარის პირას ჩავიდეთო,სანამ კაცები ერთმანეთში საუბრობდნენ და პასუხი ეს იყო,მამაოს შევეკითხები თუ გამომიშვებსო, მომიტევეთ და ყბაჩამოუვარდა მლადენკას, უხერხულში ჩავარდა. ძალიან გთხოვთ განკითხვაში არ ჩამითვალოთ ეს პოსტი, გულით ვამბობ რომ არაა ეს შემთხვევა, უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე. თუ ოფფტოპიკია წაიშლება ისედაც. ამ პოსტის მიზანი კი ის იყო, რომ მეთქვა: რათქმაუნდა ასეთი შემთხვევები "კაი გაგებით" ხდება და ყველას შემტხვევა არ არის, თორემ აბა ახლა მოძღვარი რომ განსაკუთრებულად გვიყვარს, იქ ბაასს აზრი არ აქვს. პ.ს. ისე, საერო საკითხებს მეც მეკითხება ჩემი მოძღვარი ხშირად ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 04:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი