IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოძღვრის შეცვლა
ქავთარაძე
პოსტი Jun 5 2007, 07:56 PM
პოსტი #1


დაურეგისტრირებელი









დამლოცეთ მამაო
ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანი ხვდება, რომ მის მიერ შერჩეული მოძღვარი არ შეეფერება და უნდა რომ შეიცვალოს ის, მაგრამ ამას მორიდების გამო ვერ აკეთებს, როგორ უნდა მოახერხოს ამ ბარიერის დაძლევა?


მოძღვრის შეცვლა შეიძლება ადამიანს აიძულოს მასთან ზედმეტად ახლო ურთიერთობამ (ოჯახთან ან ამისდაგვარი) ამას ვგულისხმობ...
დიდი მადლობა წინასწარ.
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 7 2007, 03:20 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



თუ ატყობთ, რომ თქვენი სულიერი ცხოვრება უარესობისაკენ მიდის, ე.ი. მართალაც აუცილებელია გადახედოთ მოძღვართან ურთიერთობას. რაკი გყავთ მოძღვარი ბორჯომში, რომელიც ხელმძღვანელობს თქვენს სულიერ ცხოვრებას, უმჯობესია უშუალოდ მასთან განიხილოთ თქვენი სულიერი მდგომარეობა და მისი დარიგებით იხელმძღვანელოთ. დაუშვებელი არ არის სხვა მოძღვართან მისვლა. ოღონდ საშიშია, როცა ამას სხვათა დაუკითხვავად, მხოლოდ საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. ვერავინ ვერ იტყვის, რომ შეძლებთ ახალ მოძღვართან გაიხსნას და დარჩეს. მთავარი კი, რისკენაც მინდა მოგიწოდოთ, არის ვედრება ღმრთისადმი. მოძღვრის პოვნა ძალიან დიდი ნაბიჯია ცხოვრებაში და ღმრთის შეწევნის გარეშე ვერაფერს გავხდებით. ასე რომ, ითხოვეთ ლოცვით უფლისაგან შეწევნა.სხვა ტაძარში გადასვლას არ გირჩევთ.
და კიდევ, ნუ ეძებთ მოფერებას; ნურც ახალი მოძღვრის შეყვარების ფიცს დადებთ, - "ყოველი კაცი ცრუ არს" და არ ვიცით, რას შევძლებთ.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 04:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი