სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Nov 1 2007, 05:45 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
1. დემეტრე (დიმიტრი I), - დავით აღმაშენებლის ძე, მეფობდა 1125-1155 წწ. ბერად შედგა დანიელის სახელით, მონოზონობაში დაჰყო ერთი წელი, გარდაიცვალა 1156 წ.
წყაროები: ნიკორწმინდის სულთა მატიანეში იკითხება: "დიმიტრი მართლმადიდებელისა მეფისა, რომელმან მონაზონობისა ღვაწლთა შემოსვითა სრულყო საწუთო ესე. საუკუნოს იყავნ ხსენება." ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე: "წარვლო ცხოვრება და მიიწია სრულქმნილი სიბერესა, შეიმოსა ჩოხა და იკურთხა სქემითა, დაყო წელიწადი ერთი და მოკუდა." 2. თამარი, დავით აღმაშენებლის ასული, დაი კატაისი (ბიზანტიის იმპერატორის შვილის ბრიენის მეუღლე, და დიმიტრი I მეფისა, ცოლყოფილი აღსართან შირვან შაჰისა, ააშენა თიღვის ეკლესია. შემონოზონდა თომას სახელით, საფიქრებელია თიღვის მონასტერში. გარდაიცვალა 1156 წ. ნიკორწ. სულთა მატ.: "თამარ თომაი დასა დედოფლისა და მეფისა, მონაზონებისა ზეშთა განბრწყინვებულისა საუკუნოს იყავნ." ქართლის ცხოვრება: "ამასვე წელსა მეფე დემეტრე მოკუდა და დაი დემეტრესი თამარ, თიღვისა აღმშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა და დაი მისი კატაი დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო." 3. ალექსანდრე I დიდი, კონსტანტინე I-ის ძე, მეფობდა 1412 - 1443. ბერად შედგა 1443 წ. აბრაჰამის სახელით მცხეთას, სადაც ააშენა სადგომად სახლი მისი სამარხის, მთავარანგელოზის ეკვდერთან. ნიკორწ. სულთა მატ.: "ღვთივ გვირგვინოსნისა მეფეთ-მეფისა ალექსანდრე ყოფილისა აბრაამისი საუკუნოს იყავნ." ქართლის ცხ.: "ქორონიკონსა რლ (1443)... ხოლო თვით მეფემან ალექსანდრე სახე მონაზონებისა შეემოსა და უწოდეს სახელად ათანასე, და აღაშენა მისთვის სენაკნი და სახლნი დიდნი ქვიტკირისანი მცხეთას მისგან აშენებულს მთავარანგელოზის ეკუდერთან, და მუნ დადგა ვიდრემდის ცხოვრობდა სასოებით და მოღუაწებითა." ზემომოტანილ წყაროებში ალექსანდრეს მონოზნობის სახელი სხვადასხვაა: "აბრაჰამი და ათანასე, როგორც ექ. თაყაიშვილიც ფიქრობს, ნამდვილად უნდა მივიჩნიოთ აბრაჰამი. რადგან ეს ცნობა დოკუმენტური ხასიათისაა და უფრო ადრინდელიც, ვიდრე "ახალი ქართლის ცხოვრების" მეორე ტექსტი. (გაგრძელება იქნება) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Nov 2 2007, 01:04 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
6. დავითი, კონსტანტინე II-ის ძე, მეფობდა ქართლში 1505-1525. ბერად შედგა დამიანეს სახელით.
ნიკორწმ. სულთა მატ.: "ღვთივ გვირგვინოსნისა მეფეთ მეფისა დავით ყოფილისა დამიანესი საუკუნო იყავნ ხსენებაჲ". 7. გიორგი IX, კონსტანტინე II-ის ძე, მეფობდა ქართლში 1525-1527. ბერად შედგა გერასიმეს სახელით. ნიკროწმ. სულთა მატ.: "გიორგი ყოფილსა გერასიმესი საუკუნოს იყავნ ხსენებაჲ." 8. ბაგრატი, კონსტანტინე II-ის ძე (ქართლის მეფის ძე), მუხრანის მფლობელი ბაგრატიონი. ბაგრატი ბერად შედგა ბარნაბას სახელით. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Dec 7 2007, 05:02 PM
პოსტი
#3
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ციტატა 7. გიორგი IX, კონსტანტინე II-ის ძე, მეფობდა ქართლში 1525-1527. ბერად შედგა გერასიმეს სახელით. გიორგი IX ქართლის მეფე 1525-1527 წლებში. კონსტანტინე II-ის ძე. იგი ტახტზე ავიდა თავისი ძმის დავით X-ის ბერად შედგომის შემდეგ, ტახტის მემკვიდრეობის წესის მიხედვით. მეფობა დავითის შვილზე - ლუარსაბზე უნდა გადასულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მეფობა ხელთ უგდია მის ბიძას გიორგის. გიორგი IX-მ ილაშქრა იერუსალიმის წმიდა ადგილების უსჯულოთაგან გასათავისუფლებლად. ამ ლაშქრობაში მონაწილეობა მიუღიათ იმერეთისა და კახეთის მეფეებს - ბაგრატ III-სა (1510-1565 წწ.) და ლევანს (1518-1574 წწ.). ქართველებს სასტიკ ბრძოლაში გაუმარჯვიათ და გაუთავისუფლებიათ წმიდა ადგილები, რის შედეგადაც მიუღიათ "ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი, ჯვარის მონასტერი და სხვანი მონასტერნი ყოველნივე... სიგლითა მტკიცითა." გიორგი IX-ს ტახტისათვის ებრძოდა მისი ძმისწული, ტახტის კანონიერი მემკვიდრე ლუარსაბი. მალე ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. 1527 წლიდან საბუთებით მეფედ უკვე ლუარსაბ I იხსენიება. გიორგი IX კი 40-იანი წლების დასაწყისში საბოლოოდ ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს და აღიკვეცა ბერად გერასიმეს სახელით. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine ბერად აღკვეცილი ქართველი მეფეები და მათი ოჯახი წევრები Nov 1 2007, 05:45 PM
t.l. marine
ძალიან საინტერე... Nov 1 2007, 06:12 PM
solomony მეც მაინტერესებს ე... Nov 1 2007, 06:23 PM
ლილიანა ძალიან საინტერესო... Nov 1 2007, 06:31 PM
marine t.l.
solomony
ლილიანა
პირი... Nov 2 2007, 11:33 AM
ქავთარაძე ამათი დიდი ნაწილი ... Nov 2 2007, 11:37 AM
marine
ამათი დიდი ნაწილი ... Nov 2 2007, 11:42 AM
ქავთარაძე marine
არა მე ინფო არ მა... Nov 2 2007, 11:49 AM
ketino
მაინტერესებს სად ... Nov 2 2007, 04:52 PM
marine
ხოდა, თუ ვინმემ უფრ... Nov 2 2007, 05:07 PM
staywhite
marine
არა მე ინფო არ მ... Nov 2 2007, 07:01 PM
marine
მაინტერესებს ასეთ... Dec 7 2007, 03:57 PM
marine თეიმურაზ I იყო ფრია... Dec 12 2013, 10:40 AM
marine "ქორონიკონსა რლ, ... Apr 3 2015, 03:36 PM
marine "თავდაპირველად ა... Oct 10 2016, 01:00 PM
marine "ესოდენ დიდებული ... Oct 27 2016, 02:54 PM
marine "მწირ ცნობებზე და... Apr 17 2017, 04:50 PM
marine "ნიკოლოზ კათოლიკ... Aug 16 2017, 11:38 AM
marine "1603 წელს თინათინი... Sep 5 2017, 06:44 PM
marine "დიდებულთათვის უ... Sep 6 2017, 06:31 PM
marine "ბავშვობიდან მოყ... Sep 14 2017, 10:27 AM
marine 1615-1716 წლებში მეფობდნ... Sep 19 2017, 09:47 PM
marine სამცხის ათაბაგ-ჯაყ... Sep 30 2017, 10:40 AM
marine "ბაგრატიონი ბაგრ... Feb 6 2018, 12:40 PM
marine "ის, რომ "არა ხოლ... Jul 18 2018, 09:50 PM
marine "1525 წელს ქართლის მ... Aug 3 2019, 09:19 PM
marine "ალექსანდრე მეფე... Apr 5 2021, 08:48 PM
marine "[აშოთან მუხრანბა... Jun 20 2022, 07:05 PM
marine "თამარ ბაგრატიონ... Jun 20 2022, 07:30 PM
marine "ცნობილია რომ თინ... Jun 21 2022, 02:12 PM
marine "უკანასკნელი ანდ... Jun 22 2022, 11:50 AM
marine "მარიამი [ასული ა... Jun 23 2022, 12:56 PM
marine "წმიდა დედათა დას... Apr 5 2023, 09:47 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 05:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი