![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Georg |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 ![]() |
თევზი - იესო ქრისტეს სიმბოლური სახე
(შეტყობინება უცხოეთში მცხოვრები პატარა ქართველთათვის) ბავშვებო, იცით, რომ თევზი იესო ქრისტეს სიმბოლური სახეა? ძველ დროში, როდესაც ქრისტიანებს დევნიდნენ, ისინი იძულებულები იყვნენ, ღვთისმსახურება ფარულად აღესრულებინათ. პირველი ქრისტიანები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ საგანგებოდ ღვთისმსახურებისთვის მოწყობილ გამოქვაბულებსა თუ სარდაფებში. ასეთ ადგილებს კატაკომბებს უწოდებდნენ. როდესაც ქრისტიანებს ხალხმრავალ ადგილებში სურდათ ერთმანეთისათვის მიენიშნებინათ, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ამისთვის თევზს დახატავდნენ ხოლმე. ბერძნულად თევზი არის „იხთის“. ამ სიტყვის თითოეული ასო-ბგერა ბერძნულად შემდეგნაირად განიმარტება: ი - „იისუს“ (იესო), ხ - „ხრისტოს“ (ქრისტე), თ - „თეოს“ (ღმერთი), ი - „იმონ“ (ჩვენი), ს - „სოტირ“ (მაცხოვარი). ანუ თუ ამ სიტყვებს შევაერთებთ, გამოვა „იესო ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი“. აი, რატომ გამოხატავს თევზი იესო ქრისტეს სიმბოლურ სახეს. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“ №4(20). 2004წ. 19 თებერვალი http://children.iatp.ge/main_blue.htm -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
![]() ![]() |
AnDaIn |
![]()
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
|
teo.. |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 ![]() |
ხო ის იცოდით რომ კალმახს შუბლის ძვალზე ახატია ჯვარი და ამიტომ მუსულმანები მას არ მიირთმევენ უფრო ჩეჩნები ![]() ![]() აი ესეც ჩემი დაჭერილი კალმახი 300 გრამი იყო ![]() მე პირველად 1992 წელს შევიტყვე პირველად ეს ამბავი და ისიც მაშინ როცა ქართული ცეკვის ფესტივალის გამო გავემგზავრეთ თურქეთში (ქალაქები - ბურსა და იზმირი) იქიდან კი გადავედით ერთ ღრმა თურქულ სოფელში (სამწუხაროდ სახელწოდება არ მახსოვს) სადაც კატეგორიულად მოგვთხოვეს ხევსურულის კაბების შეცვლა, მხოლოდ იმის გამო რომ მთლად ჯვრებით იყო მორთული, შეგვეძლო მთიულურის ფორმითაც გვეცეკვა, მაგრამ უარი განვაცხადეთ, ანსამბლი ამ სოფელში დაცვის თანხლებით შეგვიყვანეს და იქვე გვიამბეს რომ ამ სოფლის სათავეში წყვეტავდნენ ერთ-ერთი სახეობის თევზს რომელსაც შუბლის ძვალზე ჯვარი ქონია გამოსახული, ესეიგი ეს თევზი კალმახი ყოფილა... რა უცნაურია ბერძნულად სიტყვა თევზის ბგერების განმარტება და კალმახის თავზე არსებული ჯვარი... საოცარია ... ქრისტესშობამდეც ხომ არსებობდა კალმახი და არსებობდა ბერძნულად სიტყვა თევზი... ნუთუ რაიმე მისია იყო დაკისრებული ოდითგანვე?? საინტერესოა არავის არ შესწევს ძალა ჩასწვდეს ღვთის განგებულებას. ერთი კი ფაქტია "უბრალოდ"- "არაფერი" არ ხდება -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 11:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი