IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> განუკვეთელი განჰკვეთა მოკვეთილმან, რას ნიშნავს?
მარიამი
პოსტი Jun 10 2007, 05:24 PM
პოსტი #1


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



დღეს წავაწყდი ლოცვანში ასეთი სძლისპირს:

განუკვეთელი განჰკვეთა მოკვეთილმან და მზის თვალმან იხილა ქვეყანა და მხდომი იგი მტერი დაანთქა ზღვასა ერითურთ და ისრაელი განვიდა ზღვასა მას დაულტოლველად და უგალობდა ღმერთსა მაცხოვარსა დიდებულსა.

რას ნიშნავს: "განუკვეთელი განჰკვეთა მოკვეთილმან"? მოსეზეა საუბარი თუ სხვა რამე იგულისხმება?

მოძღვრის გარდა, სხვის პასუხსაც მივიღებ, თუ კომპეტენტური პასუხი იქნება.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 9 2007, 10:07 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ეს ტროპარი ღმრთის სიდიადეს და მის სასწაულს უგალობს. აუცილებელი არ არის მასში ალეგორიები ვეძებოთ. თუმცა არც აკრძალულია. წმიდა თეოფანე დაყუდებული ბრძანებს, რომ ჩვენ გვაქვს წმიდა წერილის განმარტებაში გარკვეული თავისუფლება. მთავარია არ ვეწინააღდეგებოდეთ ზოგადად ეკლესიის მიერ მიღებულ სწავლებას. წინასწარმეტყველებები, სიმბოლური სახეები, ალეგორიები არ უნდა იქცნენ მართალ სწავლებაში ეჭვის შეტანის, მისი შეცვლის საბაბი.

აქაც გვაქვს თავისუფლება. უპირობოა, რომ მოკვეთილი არის კვერთხი მოსესი, ხოლო განუკვეთელი - ზღვა. ალეგორიებს რაც შეეხება, მიწაში შეგვიძლია ადამიანი გული ვიგულისხმოთ (როგორც ეს არის იგავში თესლსა და მთესველზე). ღმრთაებრივი ნათელი ვერ წვდება მას, ვერ ათბობს და ვერ ანათებს, სანამ ვნებათა და ცოდვათა ნადები ადევს. სულიწმიდის მადლის წინამძღოლობით და მოღვაწეობის ჯვარით განკვეთილი და ძლეული ვნებულობა საშუალებას აძლევს გულს გახდეს მიმღები ღმრთაებრივი ნათლისა, სარბიელი კეთილ გულისთქმათა. ასეთ დროს თვით ღმერთი მიმოიხილავს ადამიანის გულს, ათბობს, მას. გული, რომელსაც ზედ ეკვრება შეუნანებელი ცოდვები, უბრძოლველად დატოვებული ვნებები, ვერ შეიქმნება კეთილ ზრახვათა სარბიელად. ბოროტ გულისთქმათა მიღება კი აკლებს მადლმოსილებას და კვლავ ამთლიანებს ამ მეწამული ზღვის წყალივით მკვდარ ფენას.

სხვას შეუძლია პირადი შინაგანი ცხოვრებიდან სხვა სიმბოლო დაინახოს. როგორც არ უნდა იყოს, მთავარი მაინც ის არის, რომ ეს ტროპარი ღმრთის სიდიადის და სიყვარულის სადიდებელია.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th September 2025 - 09:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი