ქართველი ქალი ჯარში, თუნდაც უცხოელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველი ქალი ჯარში, თუნდაც უცხოელი |
შოთაძე |
Oct 28 2007, 09:50 PM
პოსტი
#1
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
მემგონი კარგი თემა უნდა იყოს და ვისაუბროთ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრიც
ჩემთვის ქალის ყოფნას ჯარში, ძაან არ ვეწინააღმდეგები შეილება მისასალმებელიც იყოს მაგრამ ძირითადად მე მამაცების სირცხვილად უფრო აღვიქვამ ვიდრე ქალის იმიტო რომ ყველა მამაკაცი რომ წავიდეს ჯარში ქალი აღარც იქნება საჭირო. მამაო გთხოვთ თქვენი მოსაზრებაც დაწეროთ მადლობთ და ახლა თქვენი აზრიც დააფიქსირეთ ფორუმელებო -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
guest |
Dec 10 2007, 12:22 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
M.M.
გეთანხმები ძირითადად რასაც ამბობ, კარგად თქვი თან. მაგრამ მე-20 საუკუნემდე არცერთ ჯარში არ უმსახურია ქალს, არამარტო ქართველს. თუ მსახურად არ ჩავთვლით აუცილებლობას, რომელიც ისტორიამ მოიტანა, ქალებსაც ებრძოლათ, თუმცა სამხედრო განათლების გარეშე. ქალის ფიზიოლოგია ისეთია, რომ ბუნებრივად მაინც სუსტია კაცზე, როგორც ზედა პოსტში ავღწერე, ერთნაირად ნავარჯიშები ქალი და კაცი რომ შევადაროთ, რაღაცით კაცი უფრო ძლიერია (თუ გონებით არ ჩამოუვარდება ამ ქალს ). მაგრამ არის ჯარში სამუშაოები, რასაც ქალები უკეთ აკეთებენ, თუმცა არც ბრძოლის ველზე ჩამოუვარდებიან თუ საჭირო გახდა. რა თქმა უნდა, ქალის ანატომია ბევრად "რთულია" კაცისაზე, ამას მნიშვნელობა აქვს ჯარში, უფრო სწორად იქ ჩნდება ხოლმე ამ განსხვავების მკაფიურობა (ელემენტარული მაგალითი, რომ საჭირო ხდება ბუსჰალტერის ტარება, რამაც შეიძლება მძაფრ შემთხვევებში დააზიანოს კიდეც მაგ. ღილებმა, სივიწროვემ სუნთქვა შეუკრას, ან მეტალის შესაკვრელები, რა ვიცი... ასევე უმისოდ კი უარესი შედეგებიც იქნება გამოიწვიოს, არ ვლაპარაკობ დედათა წესზე, რომლის დროსაც ქალთა 99% დეპრესიულია, ნერვიული და უმრავლესად ტკივილს და უძლურებას განიცდის). მაგრამ ეს არ ნიშნავს , რომ აუცილებელ შემთხვევაში ქალი უსუსურია კაცზე, განსაკუთრებით სროლაში არიან წარმატებულები. სამხედრო ქალები არ არიან ისე დატვირთული ფიზიკურად ხშირად, როგორც კაცები (იქნება ჯარისკაცი თუ ოფიცერი), ერთნაირი სამუშაოს შესრულებისას, კაცები ყოველთვის "ეხმარებიან" მდედრობითი სქესის კოლეგებს, მაგალითად სიმძიმეების აწევა, გატანა და ასე შემდეგ, ანუ ვაჯკაცურ ან ჯენტლმენურ მანერებს ჯარშიც არ კარგავენ მამაკაცები (რამდენადაც შესაძლებელია). ძირითადად ქალები შტაბებში მუშაობენ და აქვთ სამხედრო განათლება, იშვიათად რიგითი ანუ ჯარში გაწვეული ქალი რომ იყოს, მხოლოდ შესაბამისი აკადემიების კურსდამთავრებულები. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი