![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ძვირფასო ფორუმელებო, ვინაიდან წინა თემა ამ სათაურით წაიშალა, ნება მიბოძეთ გავხსნა კიდევ ერთ და იმედი მაქვს, რომ მას იგივე ბედი არ ეწევა, იმისდა მიუხედავად, რომ კამათი იქნება ცხარე და ერთმანეთის გამომრიცხავიც. თავად ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელი ადამიანები ამ საკითხისადმი არიან ძალიან დაინტერესებულნი, ზოგი პოზიტიურად, ხოლო ზოგი ნეგატიურად, მიანიშნებს, რომ ეკლესია ცოცხალია და მას აღელვებს საკუთარი რწმენის, ტრადიციის და ლიტურგიკული პრაქტიკის ძირეული საკითხები.
იმედი მაქვს არ იქნება დადანაშაულება იერარქიისა სხვადასხვა მწვალებლობაში, იმედი მაქვს რომ საუბარი კონსტრუქციული იქნება ცხარე კამათისდა მიუხედავად. დაივწყოთ.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
რადგან მეზობელ თემაში მოდერატორმა ბევრი პოსტინგი წაშალა, გადავწყვიტე ახლიდან დამეპოსტა ერთი დოკუმენტის შესახებ. ეს დოკუმენტი არის ამ წელს პორტუ-ალეგრიში გამართული ემს-ს მეცხრე ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია, რომლის ინგლისურ ტექსტსაც აგერ აქ შეგიძლიათ გაეცნოთ. ამ ტექსტში ყურადღებას გავამახვილებ შემდეგ მომენტებზე:
1) All who have been baptised into Christ are united with Christ in his body. ყველა, ვინც ქრისტეს სახელითაა ნათელღებული, ქრისტესთან არის გაერთიანებული მის სხეულშიო. ამრიგად მართლმადიდებელიც და პროტესტანტიც თურმე ყოფილან ქრისტეს სხეულის, ეკლესიის წევრები. კომენტარი ზედმეტია. 2) The catholicity of the Church expresses the fullness, integrity, and totality of its life in Christ through the Holy Spirit in all times and places. This mystery is expressed in each community of baptized believers in which the apostolic faith is confessed and lived, the gospel is proclaimed, and the sacraments are celebrated. Each church is the Church catholic and not simply a part of it. Each church is the Church catholic, but not the whole of it. მოკლედ ყველა ეკლესია (მართლმადიდებელი ეკლესიაც და პროტესტანტული "ეკლესიაც") ყოფილა კათოლიკე (მრწამსის ტერმინოლოგიაზეა აქ საუბარი, ლათინებზე არა) და არა მხოლოდ კათოლიკე ეკლესიის ნაწილი. თან არცერთი ეკლესია არ ყოფილა თურმე მთელი კათოლიკე ეკლესია (ე.ი. ვთქვათ მართლმადიდებელი ეკლესია არ ყოფილა მთელი კათოლიკე ეკლესია, პროტესტანტებიც გვჭირდება თურმე "სიმთელისთვის"). ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მრწამსს - "ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". კომენტარი ზედმეტია. 3) Each church fulfils its catholicity when it is in communion with the other churches. We affirm that the catholicity of the Church is expressed most visibly in sharing holy communion and in a mutually recognised and reconciled ministry. ყოველი ეკლესია კათოლიკე ხასიათს აღასრულებს, როდესაც სხვა ეკლესიებთან არის ევქარისტიულ კავშირში, ეს არის ეკლესიის კათოლიკე ხასიათის ყველაზე ნათელი გამოხატულებაო. მოკლედ დოკუმენტი მართლმადიდებლებს გვირჩევს ალბათ სასწრაფოდ შევიდეთ ევქარისტიულ კავშირში პროტესტანტებთან და ამით ჩვენი ეკლესიის კათოლიკე ხასიათი "ნათლად გამოვხატოთ". თუ სასწრაფოდ არ შევალთ ევქარისტიულ კავშირში, ეგეც არ ყოფილა პრობლემა, 1)-ის თანახმად ხომ პროტესტანტებთან ერთად ერთი ეკლესიის წევრები ვყოფილვართ მაინც. კომენტარი ზედმეტია. და კიდევ მრავალ ასეთ დებულებას შეიცავს ეს დოკუმენტი. ახლა რამდენიმე კითხვა: 1) ჩანს თუ არა ნათლად ამ დოკუმენტიდან რა უნდა ემს-ს პროტესტანტულ უმრავლესობას? 2) რატომ არ ავრცელებს იგივე რუსეთის საპატრიარქოს ინტერნეტ-გვერდი არაფერს იმის შესახებ, რომ მათმა წარმომადგენელმა ეპისკოპოსმა ილარიონ ალფეევმა ხელი არ მოაწერა ამ დოკუმენტს? რატომ არ არის ეს ცხადი ემს-ს ინტერნეტ-გვერდიდანაც? რა, ხელი წაუცდა და მოაწერა? ხელი თუ მოაწერა, ეპისკოპოს ილარიონს რუსეთში 2000 წ. გამართული მღვდელმთავართა კრების დადგენილებები არ წაუკითხავს, თუ რა არის? 3) რა გვინდა ასეთ პირობებში ემს-ში? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 06:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი