ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები... |
KAIROS |
Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!
... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია... იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Dec 10 2007, 06:18 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მაგრამ კარიერისკენ წრაფვა ხშირად ადამიანებს რაღაცნაირად გარდაქმნის მართალი ხარ, ისევე როგორც ნებისმიერ ბოროტებას მიზნად სიკეთე აქვს... კვლა ბედნიერებისთვის, ქურდობა წარმატებისთვის და ა.შ ყველა გზის მიზანი ონტოლოგიურად სიკეთეა, მაგრამ მნიშვნელოვანია არა თავად მიზანი ცხოვრებაში არამედ გზა და მიზნის საჭიროების ადეკვატურობა ჩვენი სულის ცხონებაში, გზა - მიზნამდე მისასვლელი.... ქრისტესმ სწორედ გზა, სინათლე და ჭეშმარიტება მოგვიტანა (საკუთარი პიროვნება) ქრისტემ დაგვანახა, რომ მთავარია ადამიანმა იმოქალაქეოს არა ამ სოფლის სიძლიერისთვის მხოლოდ და მხოლოდ, არამედ ამ ქვეყანაში ისეთი ადგილისთვის, რომელიც იდეალური პლაცტარმი იქნება იმ ნანატრ ქვეყანაში გადასასვლელად, რომლის ნაწილადაც თავს ვთვლით და რომელიც ასე წყურია ქრისტიანთა გულებს თუ ჩვენ გვექნება პიროვნების აწმყოური (გადავშმემანდი მთლად ) სიყვარული, თუ ჩვენ შევძლებთ ქრისტეს სიყვარულისა და მისდამი მსახურების პოვნას თითოეულ საქმეში, და ამ საქმესაც არსობრივად გავაქრისტიანებთ - მართალი დაგვერქმევა საშინელი სამსჯავროს დღეს კარიერა ქრისტეს საქადაგებლად, მიღწევები ქრისტესთვის, ძალმოსილება ქრისტეს შესატკბობად... ქრისტე ყველგან და ყველაფერში, ქრისტე დუქნებში, რესტორნებში, იმისთვის, რომ მან ამ ყველაფრიდან ადამიანთა გულებში - ჩვენში გადმოინაცვლოს ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ კეთილ საქმეზე, ანუ იმაზე რასაც ამ ქვეყნის მარილს ეძახის ქრისტე.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი