![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ილია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 ![]() |
დამლოცეთ
ესთი კითხვა მაქ: ადმა და ევამ ორი ვაჟი შვეს, და მერე როგორ მოხდა ადამინების გამრავლება? ანუ კანმა შეიცნო თავის ცოლიო, და საიდან მოვიდა ცოლი? 1. ხოლო ადამმა შეიცნო ევა, თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა კაინი, და თქვა: შევიძინეთ კაცი ღვთის მიერ. 2. და შემატა და შვა მისი ძმა აბელი. და გახდა აბელი ცხვრების მწყემსი, ხოლო კაინი იყო მიწათმოქმედი. 3. და იყო, გავიდა დღეები და მიართვა კაინმა მიწის ნაყოფთაგან მსხვერპლი უფალს, 4. და აბელმაც მიართვა თავისი ცხვრების პირმშოთაგან და მათი ცმელიდან. და გადმოხედა ღმერთმა აბელს და მის ძღვენს, 5. ხოლო კაინს და მის მსხვერპლს არ მიხედა. და დაღონდა კაინი ძლიერ და შეეჭმუხნა სახე. 6. და უთხრა უფალმა ღმერთმა კაინს: რად შეწუხდი და რად შეგეჭმუხნა სახე? 7. არც სწორედ შემოსწირე, არც სწორად გაყავი, შესცოდე? გაჩუმდი; შენკენ მობრუნდება იგი და შენ იბატონებ მასზე. 8. და უთხრა კაინმა აბელს, თავის ძმას: გავიდეთ ველზე. და იყო, მათი ველზე ყოფნისას აღდგა კაინი აბელის, თავისი ძმის, წინააღმდეგ და მოკლა იგი. 9. და უთხრა ღმერთმა კაინს: სად არის აბელი, შენი ძმა? ხოლო მან თქვა: არ ვიცი. განა ჩემი ძმის მცველი ვარ მე? 10. და თქვა ღმერთმა: რა ქენი? შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მე მიწიდან. 11. და ახლა წყეული იყავ მიწისგან, რომელმაც გახსნა თავისი პირი, რომ მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან; 12. რადგან დაამუშავენ მიწას, და არ შეგმატებს თავის ძალას, და არ მოგცემს შენ; შევიწროებული და შეძრწუნებული იქნები ქვეყანაზე. 13. და უთხრა კაინმა უფალს: უფრო დიდია ჩემი დანაშაული, ვიდრე მომეტევება მე. 14. თუ განმდევნი მე დღეს მიწის პირიდან და შენს პირს მივეფარები, ვიქნები შევიწროებული და შეძრწუნებული ქვეყანაზე; და იქნება, ყოველი ჩემი მპოვნელი მომკლავს მე. 15. და უთხრა მას უფალმა ღმერთმა: არ იქნება ასე; ყველა, კაინის ყოველი მკვლელი, შვიდგზის შურისგებული იქნება. და დაადო უფალმა ღმერთმა ნიშანი კაინს, რომ არ მოეკლა იგი ყოველ მის მპოვნელს. 16. და გამოვიდა კაინი ღვთის პირისაგან და დასახლდა ნაიდის ქვეყანაში, ედემის პირდაპირ. 17. და შეიცნო კაინმა თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა ენოქი, და ააშენა ქალაქი და დაარქვა ქალაქს თავისი ძის სახელის მიხედვით - ენოქი. -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
![]() ![]() |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
კაცობრიობა ადამიდან მოდის და სხვა ადამიანური საწყისი, ანუ სხვა ადამიანი ღმრთის მიერ ქმნილი არ ყოფილა. კაენის ცოლი იყო იმავე ადამის შვილი. ან ვინ უნდა ყოფილიყო სხვა? დღევანდელი ზნეობრივი ნორმის გადასახედიდან შემაძრწუნებელია, მაგრამ, გავიხსენოთ, რომ სადაც არ არის სჯული, აკრძალვა, იქ არც დანაშაულია. სჯული კი მოგვიანებით მიეცა ადამიანებს.
-------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი