![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
tinatiniii |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,402 ![]() |
მამო მე და ჩემ მეუღლეს 7 წელი გვიყვარდა ერთმანეტი და წელიწად ნახევარია რაც დავქონწინდით, ჯვარი დავიწერეთ და გამომიცხადა რომ მემგონი სხვა მიყვარსო,თუ ხელს არ მკრავ და მაპატიებ მემგონი დავივიწყებო,გულში სულ ვპიქრობ იქნებ ჯობდა ტავი დამენებებინა,სიყვარული რომ არ დაგვიბრუნდეს მერე რა ვქნა როგორ ვიცხოვროთ ერთად თქო,მაინტერესებს ჩემგან რომ წავიდეს მათ ასეთ ბოროთებაზე აწყობილ სიყვარულს ექნება მომავალი? ან სწორედ მოვიქეცი რომ ვაპატიე და ველოდები რომ ყველაპერი ძველებურად იქნება
ჩვენ მამაოსტანაც ვიყავით და გვაზიარა რომ გავძლიერდეთ და გვტის მადლს ვგრძნობ მაგრამ მაინტერესებს ისევ ისე ვეყვარები როგორ წინა 8 წელი?მაინტერესებს რომელიმე ლიტერატურაში თუ არის ამის შესახებ რამე?წინასწარ გიხდიტ მადლობას |
![]() ![]() |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
არათუ ისევ ისე, არამედ უფრო მეტადაც ეყვარებით. ოღონდ სიყვარული ბრძოლით მოიპოვება, საკუთარ თავთან, საკუთარ ნაკლოვანებასთან, ემოციების გონებაზე ზეობასთან ბრძოლით. სწორად მოიქეცით, როცა პატიების გზა აირჩიეთ. მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ სიყვარულის დაბრუნება არ არის მოკლე გზა. უნდა დააფასოთ მეუღლის სიმამაცე და გულწრფელობა, როცა შეძლო გამოეთქვა თქვენთან თავისი გულისტკივილი. ვერაფერი ვერ აერთიანებს ადამიანებს ისე, როგორც სარწმუნოებრივი ერთაზროვნება, თნამოღვაწეობა, თანამლოცველობა. ეცადეთ ამოუდგეთ მას, არ გაუუცხოვდეთ და არ დაარღვიოთ ის ნდობითი ურთიერთობა, რომელმაც შეაძლებინა მეუღლეს პირდაპირ ეთქვა სათქმელი. მიყევით მოძვრის დარიგებებს და თქვენი ოჯახი აუცილებლად გაუძლებს გამოცდას.
-------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 04:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი