![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
guri777 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 06 წევრი № 475 ![]() |
თვალშისაცემია სიმდაბლე და უსუსურობა დამწყებ მწეველთა მოტივებისა - სურვილი მოიქცნენ ისე, როგორც ყველა, დაცინვის შიში, სხვის თვალში ამაღლების სურვილი. ეს ერთდროულად ლაჩრისა და გაიძვერას ფსიქოლოგიაა. ამას მოჰყვება გაუცხოება ოჯახთან და მეგობრებთან. ესთეტიკური თვალსაზრისით ეს უმსგავსობაა, განსაკუთრებით აუტანელი ქალიშვილებში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი - თამბაქოს წევა კარს უხსნის ყველაფერს აკრძალულს, მანკიერს.
თამბაქოს წევა და ყოველგვარი ნარკოზი ახშობენ ჩვენს გრძნობას სიწმინდისა და უბიწოებისადმი. პირველი სიგარეტი - ეს პირველი დაცემაა, უმანკოების დაკარგვა. არა ცრუ პურიტანობა, არამედ უშუალო გრძნობა და ღრმა რწმენა მიბიძგებენ ეს ვთქვა. ჰკითხეთ ნებისმიერ მწეველს და დარწმუნდებით, რომ თამბაქოს წევის დაწყება მისთვის რაღაც თვალსაზრისით დაცემა იყო. თამბაქოს წევა გატაცებაა თუ მიჩვევა? უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ |
![]() ![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
glaxa
ციტატა შეიძლება რომ წმიდანად სერაცხონ მწეველი და ბანქოს მოთამაშე? ეგ მე მგონი არა სწორი რამ გიწერია. ილიას ბანქო მე ნამდვილად არ ვიცი, მარა ჩიბუხს მგონი მართლაც ეწეოდა. ეს არაა მთავარი. მთავარია, ზოგადად მან როგორი ცხოვრება განვლო, როგორ წაადგა თავის სამშობლოს და ხალხს და როგორ აღესრულა. მე ნანახი მაქვს მისი სახიდან აღებული თაბაშირის ნიღაბი, რომელიც მას აუღეს მკვლელობის ადგილზე (ალბათ გამოძიების მიზნით), თუ სწორად მახსოვს, მეუფე დიმიტრისთან ინახება. ყოველი ნაკვთი, წამწამი და წარბის გაბურძგნილი ღეროებიც კი ეტყობა. ე.ი. მოკვლა ხო არ აკმარეს, ადგნენ და კონდახი ურტყეს სახეში, ისეთი ჩალეწილი ქონდა სახე. ამ ადამიანის დამსახურებასთან, თამბაქოს მოწევა არაფერს არ ნიშნავს. მასე, ჩვენ ვიცით რამდენიც გინდა, იმდენი მაგალითები, როცა კაცის მკვლელებს, მრუშებს და მეძავებს ცათა სასუფეველი დაუმკვიდრებიათ. მარტო მარიამ ეგვიპტელი და მარიამ მაგდალინელი რად ღირს, ან ჯვარცმული ავაზაკი. მე ეხლა იმას კი არ ვქადაგებ, რომ თამბაქოს მოწევა კარგია, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს ჩვევა ადამიანის ცხონების საკითხში გადამწყვეტი არ არის. შეიძლება ვცდები. შეიძლება სულაც არ ეწეოდა ილია ჩიბუხს. შენდობას ვითხოვ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
iako |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
glaxa მე ეხლა იმას კი არ ვქადაგებ, რომ თამბაქოს მოწევა კარგია, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს ჩვევა ადამიანის ცხონების საკითხში გადამწყვეტი არ არის. შეიძლება ვცდები. და როგორ გგონია უფლის მიერ ნაჩუქარ ჯანმრთელობას რომ აზიანებ ეს უმნიშვნელოა. მის წყალობას რომ უარყობ გადამწყვეტი არ არის. და მერე ღმერთმა დაგიფაროს ავადმყოფობის დროს ისევ მასთან გარბიხარ მიშველეო. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი