ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
nuciko-22 |
Dec 11 2007, 01:47 AM
პოსტი
#2
|
nino kobidZe ჯგუფი: Members პოსტები: 432 რეგისტრ.: 21-June 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,261 |
თენდება...ცივა...წვიმს... და ქარია...
მუხის ფოთლების კორიანტელში მარტო მივყვები ქუჩას...და მცივა... სად ხარ?...არ მოხვალ?...მე ხომ გელოდი!... მე ხომ უსაზღვრო ლოდინი ვიცი... ისევ მარტო ვარ...და ისევ მცივა. რა ხდება ჩემს თავს?...თვითონ არ ვიცი... მე მაინც გელი...ისევ არ ჩანხარ... დავრჩი სულ მარტო...არავის ველი, არავინ მინდა... ცხოვრება მიდის...გასულა კიდეც! ხსნა ერთადერთი შენ ხარ, უფალო, შენთან მოვედი, ჩამიკარ გულში! მომეალერსე და დამიყვავე! შენებრ ხომ არვის და არასდროს არ ვყვარებივარ, უფალო ჩემო! უფალო ჩემო, მიხსენ! მე ხომ მარტო ვარ...და ისევ მცივა... ისევ შენ გელი, ო, ღმერთო ჩემო! -------------------- დედიკო გენაცვალოთ,მიყვარხართ!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი