![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
daviti_23 |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,021 ![]() |
დამლოცეთ მამაო.გთხოვთ იქნებ დამრთოთ ნება გავხსნათ თემა ეკუმენიზმთან დაკავშირებით!გთხოვთ გაგვარკვიოთ რა საფრთხე იმალება ეკუმენიზმის უკან?
-------------------- ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
|
![]() ![]() |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
ეკუმენური მოძრაობის მიზანია სხვადასხვა სარწმუნოებრივ მიმდინარეობათა გაერთიანება. ერთი შეხედვით თითქოს კარგი იდეაა, – სარწმუნოებრივი გათიშულობის ნიადაგზე არაერთი ომი დაწყებულა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რა საფუძველზე შეიძლება გაერთიანდნენ რელიგიები. ჩვენთვის, მართლმადიდებელთათვის არსებობს ერთი ჭეშმარიტება – ქრისტე, ერთი წმიდა ეკლესია – მართლმადიდებელი ეკლესია, ერთი ჭეშმარიტი სწავლება – მართლმადიდებლობა. არ არსებობს სხვა ეკლესია, სხვა ჭეშმარიტება. მაშ, თუ შესაძლებელია მოხდეს ჩვენი ვინმესთან ერთობა, ეს უნდა იყოს მართლმადიდებლური დოგმატების ჭეშმარიტების აღიარებაზე, ერთ წმიდა ეკლესიაში გაერთიანებზე დამყარებული ერთობა. მაგრამ ეკუმენური მოძრაობა სულაც არ ისახავს მიზნად მართლმადიდებლობაში გაერთიანებას. ეკუმენიზმის გადასახედიდან ეკლესია არ შეიძლება ეწოდოს რომელიმე კონფესიას, არამედ არის კრებითი მცნება, ხოლო კონფესიები "და–ეკლესიები". ერეტიკული ეკლესიოლოგიის ჩამოყალიბებისაკენ სწრაფვა არის ის, რაც ეკუმენურ მოძრაობას აქცევს მიუღებელად მართლმადიდებელი ეკლესიის – ჭეშმარიტების ერთადერთ მატარებლად მცნობელთათვის. არა ჩვენ გამოვეყავით მათ, არამედ მწვალებლები გამოეყვნენ წმიდა ეკლესიას და გაერთიანება შეიძლება მხოლოდ მათ დაბრუნებაში გამოიხატოს.
ეკუმენიზმის მოტრფიალე მართმადიდებელთაგან ხშირად გავიგებთ, თითქოს ეს არის ქადაგების საშუალება. მაგრამ ჩვენ არ გვესმის მათ შეკრებებზე მართლმადიდებლობის ქადაგება. არის საუბრები საერთო ნიშან–თვისებებზე, სიყვარულზე, მშვიდობაზე, კეთილ ურთიერთობებზე, მაგრამ არა იმაზე, რა უნდა შეიცვალოს, რომ გავერთიანდეთ. რამდენიც არ უნდა ვეფეროთ ჩვენ მწვალებლებს, ეს ვერ მოგვიტანს მათთან სარწმუნოებრივ ერთობას, სანამ ისინი არ აღიარებენ თავიანთ ცდომილებას. მაგრამ მათ არც არავინ მოუწოდებს ამისკენ. თუ არ ვასწავლით მათ ჭეშმარიტებას, კი არ ვქადაგებთ, არამედ ვცოდავთ ღმრთის წინაშე. წმიდა ეკლესია გვიკრძალავს თანამლოცველობას მწვალებლებთან. ეკუმენიზმმა შექმნა ის გარემო, სადაც მწვალებლებთან ერთობლივ ლოცვაში გამოხატული "სიყვარული" ზოგიერთი მართლამადიდებლისათვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სიყვარული მართალი სწავლებისადმი. ძალიან ცუდად იმოქმედეს ეკუმენისტურმა იდეებმა ჭეშმარიტი სულიერების გააზრებაზე მართმადიდებელთა მიერ. უნდა ვეცადოთ ლმობიერი დამოკიდებულება გვქონდეს სარწმუნოებრივად დაბნეულთა მიმართ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ავუხსნათ მათ ცდომილების არსი. წმიდა თეოფანე დაყუდებული მოგვიწოდებს არ ვდევნოთ მწვალებლები, მაგრამ ამავდროულად არ გავუშვათ ხელიდან შემთხვევა, რომ სიყვარულით არ მივუთითოთ დაბნეულებს მათ ცდომილებაზე და მივცეთ მათ სინდისს უმჯობესის არჩევის საშუალება. ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ ეკუმენიზმზე, მაგრამ თვით საქმე მოწმობს მის არსს. ათწლეულების მანძილზე არ შეცვლილა არცერთი მწვალებლური სწავლება ისე, რომ დაახლოებოდა მართლმადიდებლობას, ვერ ვხედავთ ეკუმენურ კრებებზე "ქადაგებით" მოქცეულებს. მაშ, რად ღირს ხე, რომელიც მხოლოდ შხამიან ნაყოფს ისხამს! -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი