თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
marine |
Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი
#341
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც
აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ. "...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა. იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“). ...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“ თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“ P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში: ტროპარი, ხმა 4. წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 12 2007, 02:06 PM
პოსტი
#342
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დედოფალთა დედოფალი
„მიხარის გიმზერ, ვწუხვარ და გიმზერ“... ეს ფრაზა ამეკვიატა არც თუ ისე შორეულ წარსულში, ვარძიის - ცამდე ლოცვად ატანილი ტაძრის ფრესკის დანახვისას, მაინც რამდენი შეძლო თექვსმეტი წლის მონარქმა ღვთისა და ერის წინაშე. განსაცდელში გამობრძმედილი ქალწულის ცხოვრება ვარდობისთვეს დაემსგავსა. მის სულში ბრწყინავდნენ ათასფერადი ვარსკვლავები და ამ ციალში ერთვებოდა კეთილმორწმუნის ხელთ უქმნელი დიადემა ნიშნად ღვთაებრივი მშვენიერებისა. იუდას მიმდევართა ინტერესების დაცვის მიზნით ვიღაც იურის მიათხოვეს. მერე კი გასალამაზებლად გიორგი დაარქვეს. მაგრამ პირად ნაკლს რა გამოასწორებდა. ასე გახდა გულნატკენი დედოფალი მეზობელ მუსულმან სახელმწიფოთა განსჯის საგანი. მაგრამ რუქნადინის მუქარით გაჟღენთილი წერილი, თამარისთვის საფრთხეს ვერ წარმოადგენდა. არც შიში იყო დიდი. მისი მზერა ცის უსასრულო ფონისაკენ იყო მიმართული. იქ, სადაც მას განსაკუთრებულ ადგილს უმზადებდნენ, იქ სადაც „შენ ხარ ვენახი“ უკვე წარმოუთქვამთ და „გალობანი სინანულისანი“ ზეციურ საქართველოს ჰიმნად ქცეულა. ვარძიის უკვდავებისფერ კედლებზე მარადიული იები ამოსულან და მდუმარედ განიცდიან იქაურობას. ეს ყვავილები ალბათ თამარის საფეხურებზე ან მარხვის დროს დაღვრილი ცრემლების კვალდაკვალ აიშალნენ. დიახ, „ოქროს ხანაში“ აღმოცენებული იები გვილამაზებს არც თუ ისე სახარბიელო აწმყოს და კიდევ დედოფლის ოთხი ფრესკა. ვერ ვიტყვი, რომელში უფრო ლამაზია თამარი. ან დიდოსტატებს რა ნიჭი ჰქონიათ, რომ ტაძრის ფრესკებად აენთოთ მისი დაუჯერებელი სახიერება. გლახათა მოწყალე, ქრისტეს შეწირული სრულქმნილება, იტანდა, იტევდა, ითმენდა, ლოცულობდა, რთავდა, ქსოვდა, ზრდიდა, ფეხშიშველა მიუღძღოდა ჯარს ვარძიამდე, დაუსრულებლად ლიტაინიობდა. უფალს შეჰღაღადებდა ვარძიიდან, ყინწვისიდან, ბეთანიიდან, ბერთუბნიდან იმ წაშლილი ფრესკებიდანაც კი ჟამთა სიავეს რომ წაუშლია მეხსიერებიდან. დღესაც გვანუგეშებს თქმულებიდან, მითებიდან, ლეგენდებიდან დღესაც გვასაზრდოებს მისი სილამაზით აღტაცებული რუსთაველის კალმით შექმნილი „ვეფხისტყაოსანით,“ „ისტორიანით და აზმანით“, ღვთისმშობლის იამბიკოთი და წარმოუდგენელი ტაძრების გრანდიოზულობით. „... და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე“... ეს ფრაზა კი ვარძიიდან მომყვებოდა ისევ თამარის ეპოქისაკენ.“ მღვდელი პეტრე კვარაცხელია ბოლნისის ეპარქიის გაზეთი „სიონი“ N 5, 2007 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი