ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
teo.. |
Dec 13 2007, 07:57 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
არაჩვეულებრივად ლამაზი ლექსები გაქვთ ჩემო კარგებო, ძალიან მომეწონა
მეც მოგართმევთ ჩემს ერთ-ერთ ლექსს: მარადიულობა თუ გონთა სამეფო მარადიულობა და გონთა სმეფო, რა არის უკვდავი??. რა უნდა დაემხოს??. ფიქრები ერთმანეთს უქმნიან ლაბირინთს უაზრო აზრები - აზრებთან პაექრობს. რა არის -უაზრო, ან, აზრი -გენია?? თვით თეთრი ფერიც კი - ათასი ფერია. ჩრდილები თან სდევენ საგნებს ცის ქვეშეთში, ყველაფერს, რასაც ღვთის ხელი ურევია. ამიტომ - დიადი, მთლად შეუცნობია. ვინ არის -იუდა?? ვინ არის - ბერია?? რა ფერის ბალახი ამოდის მდელოზე, იქ, სადაც ათონის წმიდანი ბერია... გინახავთ?? ოდესმე ხრიოკი უდაბნო, ან ლომის ბოკვერი - პაწია, უმანკო, ჯერ არ მოვლენილა ამ წუთის სოფელში მთლად წყალ -წაღებული, ანდა მთლად უნაკლო. დრო მიჰქრის... კულისებს კვლავ ფარავს ფარდები. სად მრავლობს ეკალი?? სად ხარობს ვარდები?? ბრმის დარად თუ დახვალ, რას ერჩი სუფლიორს, პასუხს არვინ აგებს ასეთი ბრალდებით. კვლავ ათას ფერებით ირევა სამყარო, ვიღაცა ამეფებს გონებით ავადმყოფს. მთლად მძიმე თავთავი გართხმულა მიწაზე, შტერი კი, ყველასთან უტიფრად ამაყობს. ჩემს თავზე კვლავ ბრუნავს დრო-ჟამის უღელი, სიხარულს დარდი სცვლის... საქმეა ულევი. წლები წლებს მისდევს და ძველსა სცვლის ახალი, სამყარო ბრუნავს და კვლავ რჩება უცვლელი. დღე ერთი, ვითარცა - წელია ათასი. ვის როგორ აბრუნებს -წესი და ადათი, ვიღაც ამოსუნთქვას ვერ ასწრებს ამქვეყნად, ვიღაცას შემოაქვს - სიცოცხლე ხალასი. სამყაროს შემოქმედი - მართლაც რომ გენია! ყველა ინდივიდი თავისთვის - ერთია. სხვა არის - მადლი და სხვა - ნიჭთა მარაგი, გიჟი და ჭკვიანი უფლისთვის ერთია. ვისთვის, ცოდვა-მადლის გარჩევაც ძნელია. გლახაკის შველა და კაცთაკვლაც ერთია. ვისთვის, შეუცნობი გამხდარა უფალი, ბიბლია, თორა და ყორანიც ერთია. გზა,კი, სავანისკენ ვიწრო და თეთრია. სიცოცხლე - ნათEლი დიდების სვეტია. შორს, ჩემგან სიკვდილი! დე გარდავიცვალო! უფალთა-უფალი იესოც ერთია! უფალი - ერთია!..უფალი - ერთია! 12.03.2007 ნიუ-იორკი თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი