რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
Gio707 |
Oct 15 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,422 |
მხოლოდ და მხოლოდ სწავლის გამო
|
გიორგი |
Dec 14 2007, 01:54 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან? ეს საკმაოდ მძიმე, ძალიან რთული და უაღრესად სათუთი თემაა. გამოკითხვაში არსებული პასუხები ძალიან მწირი და მშრალია, მხოლოდ ზედაპირულად თუ გამოხატავს საქართველოდან წასვლის რეალურ მიზეზებს და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების პრობლემებს და სატკივარს. ციტატა სწავლის გამო ციტატა სამუშაოდ ციტატა სხვა მიზეზების გამო ციტატა წავიდოდი მხოლოდ სასწავლებლად ციტატა წავალ სამუშაოდ ეს ხუთივე პასუხი შესაძლოა იყოს საქართველოდან წასვლის მიზეზი, თუმცა საქმის არსი გაცილებით ღრმაა და მოიცავს უამრავ კონკრეტულ შემთხვევას, კონკრეტულ საჭიროებას ან კონკრეტულ უსიამოვნებას რის გამოც ადამიანებს მოუწიათ საქართველოდან წასვლა. ციტატა არ ვაპირებ წასვლას ცხადია არსებობენ ადამიანები, რომელებსაც კონკრეტული სიტუაციის გამო ურჩევნიათ ან არ საჭიროებენ საზღვარგარეთ წასვლას და ასეთ ადამიანებზე ლაპარაკი არ მაქვს, მაგრამ საზღვარგარეთ არ წასვლა რელიგიური და ნაციონალური მოსაზრებით, რომ თითქოს უკანასკნელი ჟამი იმდენად მოახლოებულია, რომ ქვეყნის აღსასრულს საქართველოში უნდა შევხვდეთ ანდა რომ თითქოს რაიმე საქმის ან პრობლემის გამო საქართველოდან წასვლა სამშობლოს ღალატის ტოლფასია, რბილად რომ ვთქვათ უმართებულო დამოკიდებულებაა, მომდინარეობს რელიგიური ფანატიზმისგან, ფსევდოპატრიოტიზმისგან ანდა შეიძლება კიდევ უფრო უარესი... ადამიანების გარკვეული კატეგორია ვერ მიდის საზღვარგარეთ, ცნობიერად ან ქვეცნობიერად მოქმედებს პრინციპით "მკვახე იყო ის ყურძენიო" და საზღვარგარეთ წასვლას მიუღებლად, ცუდ საქციელად აფასებს საკუთარი უუნარობის დასაფარავად და ამით უნებურად გულს ტკენს უცხოეთში მყოფ საკუთარ თანამემულეებს. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებაც არსებობს. ციტატა წავალ სამუდამოდ ძალიან ცუდია ასეთი დამოკიდებულება. ეს გაბოროტებული ადამიანის ლაპარაკს წააგავს, რაც ქრისტეანულად ვერ არის მოსაწონი. ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანი წინასწარ გეგმავს, რომ სამუდამოდ წავა საქართველოდან და აღარასოდეს დაბრუნდება უკან. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც... საქართველოდან წასულან და აღარასოდეს დაბრუნებულან უკან, ამას მრავალი ობიექტური მიზეზიც არსებობდა - პოლიტიკური ტრაგედია, საზღვარგარეთ სხვა ცხოვრების პოვნა, დაბრუნების შეუძლებლობა და ა.შ., მაგრამ ყველა მათგანი მუდმივად ფიქრობდა საქართველოში დაბრუნებაზე და სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ეჯერა რომ სამუდამოდ არ იყო წასული. საერთოდ, როდესაც საქართველოდან წასულ ადამიანებზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოსგან შორს ყოფნის უარყოფითი მხარეები მათ ჩვენზე კარგად იციან, რადგან ჩვენსგან განსხვავებით საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი . დიდი ხანია ვკითხულობ სხვადასხვა თემებს თუ მოსაზრებებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე და ერთადერთი, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ მათ მიმართ არის მხარდაჭერა, თანადგომა, მიმოწერა, ტელეფონზე დარეკვა, სხვა სახის კონტაქტი, რათა არ იგრძნონ სიმარტოვე, არ დაავიწყდეთ ქართულად ლაპარაკი, გული გადააყოლონ სხვასთან ლაპარაკს და სულიერად მაინც დარჩნენ საქართველოში და ამით მაინც შეუმსუბუქდეთ ის მონატრება, რაც გააჩნიათ თავისი ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების და საერთოდ საქართველოს მიმართ. ბევრი მათგანი ხანდახან საშინლად არის ხოლმე გაღიზიანებული და ასეთ დროს ბევრი რაიმე უნდა ვაპატიოთ, უაზროდ არ ვეკამათოთ და არ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, არ უნდა წასულიყავით აქედანო... ან მსგავსი შინაარსის დისკუსიები. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს, არადა საქართველოდან წასვლის მიზეზი მართლაც უამრავია... უნდა ვაღიაროთ რომ საქართველო, ქვეყანა რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს ძალიან დიდ ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, არის ტოტალური უმუშევრობა, ზოგიერთი ადამიანი არსებობისთვისაც კი იბრძვის, გარდა ამისა განათლების არც თუ სასურველი დონე, რსაც ემატება ზოგადქართული დამოკიდებულება ადამიანის დაჩაგვრისა, რომელმაც საქართველოში დაამთავრა უნივერსიტეტი, იმასთან შედარებით ვინც საზღვარგარეთ დაამთავრა. გარდა ამისა საქართველოში ჭირს საკუთარი ნიჭის წარმოჩინება, ერთის მხრივ "ნაცნობობით დაწინაურების" მაღალი მაჩვენებლების გამო, მეორეს მხრივ კი პატარა ქვეყანაში ზოგადად არსებული ნაკლები გასაქანის გამო. ეს ყველაფერი მოტივაციას უკარგავს ადამიანს. ზოგი უსამართლობას გაექცა აქ, უცხოეთში იპოვა სამართალი, აიწყო საქმე და ვეღარ ტოვებს მას. ზოგი თანდათანობით შემორჩა იქაურობას, დაიწყო მცირედით, შემდეგ მეტის საშუალება მიეცა და შუა გზაზე ვერ მიატოვა სწავლა ან საქმე და ამ მიზეზით გაუგრძელდა საზღვარგარეთ ყოფნა იმაზე მეტ ხანს ვიდრე წასვლისას წარმოედგინა და ეგონა. არიან ხალხი, რომელთა ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა უცხო სახელმწიფოში ცხოვრებისას და ნელ-ნელა მიეჯაჭვა მას. არსებობს კიდევ უფრო დეტალური, კონკრეტული სიტუაციიდან და პირადი მდგომარეობიდან მომდინარე მიზეზები თუ რატომ წავიდნენ ქართველები საქართველოდან და ასეთ ადამიანებს გარედან, "ზოგადპატრიოტული" იდეების საფუძველზე გული არ უნდა შევუწუხოთ, მთავარია მათ ახსოვდეთ ყველგან და ყოველთვის რომ ქართველები არიან, შინარჩუნონ მშობლიური ენა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, ილოცონ მშობლიურ ენაზე, იცხოვრონ დადებითი ქართული ტრადიციების მიხედვით და სადაც არ უნდა იყვნენ, როგორც შეეძლებათ ისე ცადონ, რომ დადებითად წარმოაჩინონ საქართველო და აკეთონ ქართული საქმე. ღმერთმა დალოცოს ყველა ქართველი ემიგრანტი და ვუსურვოთ ბედნიერ საქართველოში დაბრუნება! -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი