წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamara |
Dec 15 2007, 01:08 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
რა თქმა უნდა გავაგრძელებ - ვაპირებ ნელ ნელა პოსტვას,
და ვფიქრობ ეს თემა 1 კვირაში არ დასრულდება, არის უამრავი საინტერესო მასალა წარმართულ საქართველოზე, რომელიც ჯერ კიდევ კვლევა ძიებას საჭიროებს... როგორც უკევ აღვნიშნე, წარმართულ საქართველოში არსებობდა ღვთაებების სამება ე.წ. წარმართული სამება, ეს იყო მამა-მთვარე - დედა - მზე და კვირია ასეთი წყობა იშვიათობაა მსოფლიოს მითოლოგიაში. როგორც წესი პირიქითაა. მზე არის ხოლმე მამაკაცი... ამას კიდევ დავუბრუნდები. ახლა კი მინდა ცოტაოდენი რამ ვთქვა კვირიაზე... აი რა ცნობებია ინეტში- კვირია — ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია ლოკალური სათემო ღვთაებების - ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას საპატივცემულოდ ეწყობოდა დღესასწაულები კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ. დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა. დღესასწაულთა დროს აშენებდნენ თოვლის კოშკს, აწყობდნენ მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცას და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო. კვირია (ქართული) ძველი წარმართული ღვთაების სახელია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით, კვირია ღვთისშვილთა წინამდგომია; სვანეთში ის ითვლებოდა ამინდის, მიწის ნაყოფიერებისა და შვილთა სიმრავლის ღვთაებად. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ ის გაიგივეული იქნა წმინდა კვირიკესთან, რომლის სახელობის ტაძარი (ლაგურკა – ზემო სვანეთის სოფელ კალაში) დღესაც განსაკუთრებული პატივით არის გარემოსილი. ი.ჯავახიშვილის მტკიცებით, კვირია შეიძლება წარმომდგარი იყოს კვირადღის სახელწოდებისაგან, ან ძველ საბერძნეთში გავრცელებული ვაჟის სახელისაგან კვირია ( " უფალი "), ან კიდევ კვირინე ღვთაების სახელისაგან. გიორგი მელიქიშვილის აზრით, იგი უკავშირდება ურარტულ ღვთაებას კუერას, ანდრო ლეკიაშვილის აზრით კი ქართველ მთიელებს კვირიას სახით იესო ქრისტე ჰყავდათ წარმოდგენილი. სავარაუდოდ კვირიასთან არის დაკავშირებული სახელი კვირიკეც - კვირიკე (ბერძნული) " უფლისა ". ქართულში ადრიდანვე გვხვდება არაერთი ისტორიული პირის სახელად. მისგან ნაწარმოებია გვარები: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკიძე, კვირიკეიშვილი, კვირკვაია, კვირკვეია. კვირიკეს ქართული შესატყვისია უფლისა (აქედან გვარი – უფლისაშვილი). სომხურში ეს სახელი დაცულია კირაკოს-ის ფორმით. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნული სიტყვა კვირიოს ( " უფალი ", " ბატონი "), საიდანაც ნაწარმოებია კვირიკე, საფუძვლად უძევს აგრეთვე არაერთ სახელსაც, როგორიცაა, მაგალითად, კაცის სახელები: კვირიონ (კირიონ), კვიროსი (კიროსი), კირიაკ, კირიან და ამათგან წამოქმნილი ქალის სახელები: კირა, კირიაკა, კირიანა, და სხვანი. http://www.geogen.ge/index.php?id_menu=52&...id_let=10&abc=1 მოგვიანებით ვნახოთ, მსოფლიოს ხალხების კიდევ რომელი მითოლოგიაში გვაქვს ასეთი ღვთაება... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 06:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი