![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თათარაშვილი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
მინდა მოგილოცოთ წმ. ბარბარეს ხსენების დღე
![]() ![]() წმიდაო დიდებულო და ყოვლად-ქებულო დიდო მოწამეო ქრისტესო ბარბარე, შეკრებულნი დღეს საღმრთოსა ტაძარსა შინა შენსა ერნი, და ლარნაკისა ნაწილთა შენთასა პატივის-მცემელნი და სიყუარულითა ამბორის-მყოფელნი, ხოლო მოწამეობითთა ვნებათა შენთა და მათ შინა თვით ღუაწლთა დამდებისა ქრისტესა, რომელმანცა მოგცა შენ არა თუ ოდენ რწმენაჲ მისი, არამედ ვნებადცა მისთვის, ქებატა მიერ მნატვრელნი გევედრებით შენ, საცნაურისა საწადისისა ჩუენისა მეოხო, ევედრე ჩუენთვის, ვედრებულსა თვისისა კეთილმოწლეობისაგან ღმერთსა, რაჲთა მოწყალებითა შეგვისმინოს ჩუენ, მთხოველთა მადლისა მისისათა, და არა დაუტევოს ჩუენგან ყოველი საჭიროჲ თხოვაჲ მაცხოვარებისა და ცხორებისა მიმართ და მოანიჭოს ქრისტეანებრივი აღსასრული უსალმობოდ სიცოცხლესა ჩუენსა, ურცხუენელად, მშვიდობით, საღმრთოთა საიდუმლოთა ზიარად და ყოველთა ყოველსა ადგილსა ზედა, ყოველსა ჭირსა და გარემოდგომილებასა შინა, მთხოველთა მისისა კაცთმოყუარებისა და შეწევნისა, მოგვმადლოს ფრიად მოწყალებაჲ თვისი, რაჲთა მადლითა ღმრთისაჲთა და მხურვალითა შუამდგომელობითა შენითა, სულით და ხორცით მარად მშვიდობით მყოფნი, ვადიდებდეთ საკვირველსა წმიდათა შორის თვისთა, ღმერთსა ისრაელისასა, არ-მომაკლებელსა ჩუენგან თვისისა შეწევნისა მარად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |
![]() ![]() |
maikona |
![]()
პოსტი
#2
|
![]() † ჩვენთან არს ღმერთი! † ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 963 რეგისტრ.: 30-April 07 მდებარ.: წავალ - არ ვიცი სად... ვნახავ - არ ვიცი ვის... ვეტყვი - არ ვიცი რას... გავყვები მარტო გზას... ხომ სადმე მივალ?! ხომ დამხვდებიან იქ?! ჰოდა, სულ ერთია... სად... ვის... რას... გავყვები მარტო გზას... წევრი № 1,798 ![]() |
ყველას გილოცავთ!
-------------------- † მშვიდობა ყოველთა... † /ილია II / † † დავიღალე... მოდი ჩემთან უფალო... † † † ცაში ღმერთს, ღრუბლებში ანგელოზებს და დედამიწაზე ჩვენ გაგვიმარჯოს... † † † თუკი ჩვენთან არს ღმერთი, მაშინ ძალაც ჩვენთანაა, მადლიც, სიყვარულიც, სასოებაც და ყოველივე სიკეთეც! † /ილია II / |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 11:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი