IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება
შოთაძე
პოსტი Dec 14 2007, 03:21 AM
პოსტი #1


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება


2007-12-10

ბოლო დროს თბილისში გამოჩნდა ანონიმური ხასიათის პლაკატები სახელწოდებით "მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია (UPF) გიწვევთ თანამშრომლობისათვის დაინტერესებულ პირებს", რომელშიც ადამიანებს ლექციებზე დასწრებას სთავაზობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი მკითხველის ნდობის მოპოვების მიზნით პლაკატის ფოტოზე ერთ-ერთი ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირის ფოტოცაა წარმოდგენილი (ბუნებრივია მისი თანხმობის გარეშე). პლაკატის ბოლოს მითითებულია აღნიშნული ორგანიზაციის კოორდინატები, თუმცა არაფერია ნატქვამი ამ ორგანიზაციის რელიგიური ხასიათის შესახებ.

"მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის" სრული სახელწოდებაა "მსოფლიო სამშვიდობო სარწმუნოებრივი და საერთაშორისო ფედერაცია"(IIFW) და იგი ერთ-ერთი კორეული ტოტალიტარული სექტის "უნიფიკაციის ეკლესიის" (ე.წ. მუნისტები) ორგანიზაციას წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ "მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია" საქართველოში 2005 წლის ოქტომბერში დაფუძნდა და მის პრეზენტაციას თბილისში თვით ამ სექტის ლიდერი სან მიუნგ მუნიც ესწრებოდა (ეს სექტა საქართველოში 1999 წლიდან მოქმედებს).

საპატრიარქოს პრესცენტრი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ აღნიშნულ ორგანიზაციასთან ურთიერთობისაგან.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ქავთარაძე
პოსტი Dec 14 2007, 05:56 PM
პოსტი #2


დაურეგისტრირებელი









ციტატა
მუნისტები

ოო ეს მუნი დიდი მამაძაღლი ვინმეა. მართლმადიდებელმა ადამიანმა , რომც მივიდეს მაგათ ყრილობაზე , უნდა გაანალიზოს რომ ატყუებენ,თორე იქ არავინ არ დაგაკავებს ძალით biggrin.gif
ამან შარშან 1000 კაცი და 1000 ქალი დააჯახა (დააქორწინა) ისე რომ არც იცოდნენ biggrin.gif biggrin.gif

ნათია
უფრო სოციალურად დაუცველ ფენებს იყენებენ ვიდრე ეროვნულ უმცირესობებს.
ანუ ფიქრობს გაჭირვებული კაცი, მოდი აბა მივალ, ცოდვაც არ იქნება აგერ მღვდლის სურატი აქვთ ჩასმულიო, მივალ ეგება რამე სარგებელი მოუტანოს ჩემს ოჯახსო მაგრამ მისულს ისეთი სიტუაცია ხვდება რომ გამოსვლაც უკვე ცდუნების დაძლევის ტოლფასია... ანუ ხვდებიან მისნაირი ფენის ადამიანები და უყვებიან თუ როგორ გაუუმჯობესდა ცხოვრება მას მერე რაც ამ ორგანიზაციაში შემოვიდა, შემდეგ "აწინაურებენ" და მის გულს საბოლოოდ იგებენ, მხოლოდ ამის შემდეგ უმხელენ რომ სექტაში მოხვდა და არა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში რომელიც თითქოს თავიდან სულს სხვა რამეს პირდებოდა.
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Dec 17 2007, 03:03 AM
პოსტი #3


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(ქავთარაძე @ Dec 14 2007, 04:56 PM) *


უფრო სოციალურად დაუცველ ფენებს იყენებენ ვიდრე ეროვნულ უმცირესობებს.
ანუ ფიქრობს გაჭირვებული კაცი, მოდი აბა მივალ, ცოდვაც არ იქნება აგერ მღვდლის სურატი აქვთ ჩასმულიო, მივალ ეგება რამე სარგებელი მოუტანოს ჩემს ოჯახსო მაგრამ მისულს ისეთი სიტუაცია ხვდება რომ გამოსვლაც უკვე ცდუნების დაძლევის ტოლფასია... ანუ ხვდებიან მისნაირი ფენის ადამიანები და უყვებიან თუ როგორ გაუუმჯობესდა ცხოვრება მას მერე რაც ამ ორგანიზაციაში შემოვიდა, შემდეგ "აწინაურებენ" და მის გულს საბოლოოდ იგებენ, მხოლოდ ამის შემდეგ უმხელენ რომ სექტაში მოხვდა და არა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში რომელიც თითქოს თავიდან სულს სხვა რამეს პირდებოდა.



თუ კარიერას აძლევენ მაშინ ღირს მისვლა tongue.gif

მარა მგონი მაგასაც იტყუებიან rolleyes.gif



პ.ს. ჩვეულებრვი გრანტიჭამიები არიან ეგენი... დამფინანსებლისთვის რამოდენიმე ფოტო სჭირდებათ საკითხზე ვისაუბრეთ და კონფერენცია ჩავატარეთო... და ა.შ.

გრანტიჭამიებს რა დალევს, აქ ფორუმზეც მეგულება 1 cool.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 02:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი