![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
m16 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
რომელია თქვენთვის საყვარელი წიგნი თუ პერსონაჟი?
გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე საყვარელი მომენტები და ფრაზები თქვენს მიერ წაკითხული წიგნებიდან... მე მაგალითად "მაგელანის ღრუბელი"დან გავიხსენებდი მომენტს როდესაც ამეტა უცხო ცივილიზაციის აღმოჩენას შეეწირება.....და კიდევ გოობარს რომელიც რობოტის მჟავაში ჩავარდება და რადიაციის დასხივებით მოკვდება ![]() ეხლა თქვენ ![]() -------------------- :)
|
![]() ![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
პერსონაჟი კი ალუდა ქეთელაურიიიიი აუ, ალუდა არ მევასება. ძალიან ხისთავიანი ვინმეა, სუფთა სიჯიუტის გამო გადაუდგა მთელ სოფელს და სარწმუნოების თვალსაზრისითაც მაგრად მიჰქარა. 1.მეფე გიორგი(დიდოსტატის მარჯვენა) კონსტანტინეს მეფე გიორგის უარყოფითი თვისებები ხაზგასმით აქვს გამოკვეთილი (პრინციპში მოგონილი, რაც არ იცი, რას გამოკვეთ?) ძალად მეხოტბე ისტორიკოსების ჯინაზე თუ რა იყო. ადამიანია მეფეცო, კი ბატონო, მაგრამ ნამეტანი გახრწნილი გამოუვიდა თითქმის ყველა ასპექტში. თან ეკლესიას უპირისპირებს და ამით ხალისობს. ძალიან ვღიზიანდები მაგაზე. ხოო, "ულისე" ძლიერი და ძალიან რთულად აღსაქმელი წიგნია, ![]() ![]() ![]() შთამბეჭდავია... "ულისე" არ წამიკითხავს, მაგრამ აღწერამ დოჩანაშვილის "იქამდე" მომაგონა. იქაც მითოლოგია ურევია და თან ისე წერს, ტვინი მაგრად ხურდება, აღსაქმლად ძნელია. არადა ალბათ საეთოდ არ გავს "ულისე". წერის ოსტატობით, საინტერესო შინაარსით, სიღრმით თუ სილაღით ბევრი მწერალი მომწონს, მაგრამ სიყვარული და კაიადამინაობა დოჩანაშვილს და დუმბაძეს რომ აქვთ, იმასთან მონაგონია. "იქამდე" ძალიან ძლიერია მაგ კუთხითაც. ![]() თუ იმას გავითვალისწინებ რომ ყველა წიგნი (გარდა პროფესიულისა) მხოლოდ ერთხელ წავიკითხე, გამოდის რომ არცერთი არ მიყვარს ![]() მართალია, არ მიყვარს წიგნები, არ მიყვარს სხვა სამყაროებში, სხვაბის ემოციებით ცხოვრება, და არც ის რომ ეს სამყაროები თავისუფალ აზროვნებას ჩარჩოებს უკეთებენ... ვა, საინტერესო მოსაზრებაა. ისე, რაც ეკლესიაში მოვედი, საერო წიგნები ისეთ შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენს, თან ალბათ ასაკის მომატებამაც იმოქმედა, მოზარდი სულ სხვაა. ადრე შემეძლო გადაბმულად მთელი დღე მეკითხა და სხვა არაფერი მახსოვდა. სამეცნიერო ლიტერატურა მხატვრულზე ნაკლებად არ მიზიდავდა. მახსოვს, გლინკას "Общая химия" რა სულმოუთქმელად წავიკითხე საკმაოდ პატარა ასაკში. ნახევარი არ მესმოდა, მაგრამ ვჭამდი. ოთხი თითის სისქე წიგნი იყო... :მოგონებებში წასული სახე: პერსონაჟი? ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ავარდნილობის ასაკში ბნელო მომწონდა "მექანიკური ფორთოხლიდან" ![]() ''დუბლინელები'' ისე მიყვარდა, ახლა რეჟისორი ვიყო, ერთ ფილმს გადავიღებდი-მეთქი, სულ ვფიქრობდი... ![]() უანმუნოს ''ბურუსიც'' მიყვარს ![]() ფილმი ალბათ ყოველთვის ჩამოუვარდება წიგნს. საყვარელ ნაწარმოებს გადაღებისთვის არ გავიმეტებდი. მულტფილმი შეიძლება გადამეღო, ოღონდ ერთ სიტყვასაც არ შევცვლიდი. ყველა ტიპაჟის ზუსტად შესაფერ მსახიობს ვერ ნახავ, დახატვა კი შეიძლება. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 09:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი