![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თათარაშვილი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
მინდა მოგილოცოთ წმ. ბარბარეს ხსენების დღე
![]() ![]() წმიდაო დიდებულო და ყოვლად-ქებულო დიდო მოწამეო ქრისტესო ბარბარე, შეკრებულნი დღეს საღმრთოსა ტაძარსა შინა შენსა ერნი, და ლარნაკისა ნაწილთა შენთასა პატივის-მცემელნი და სიყუარულითა ამბორის-მყოფელნი, ხოლო მოწამეობითთა ვნებათა შენთა და მათ შინა თვით ღუაწლთა დამდებისა ქრისტესა, რომელმანცა მოგცა შენ არა თუ ოდენ რწმენაჲ მისი, არამედ ვნებადცა მისთვის, ქებატა მიერ მნატვრელნი გევედრებით შენ, საცნაურისა საწადისისა ჩუენისა მეოხო, ევედრე ჩუენთვის, ვედრებულსა თვისისა კეთილმოწლეობისაგან ღმერთსა, რაჲთა მოწყალებითა შეგვისმინოს ჩუენ, მთხოველთა მადლისა მისისათა, და არა დაუტევოს ჩუენგან ყოველი საჭიროჲ თხოვაჲ მაცხოვარებისა და ცხორებისა მიმართ და მოანიჭოს ქრისტეანებრივი აღსასრული უსალმობოდ სიცოცხლესა ჩუენსა, ურცხუენელად, მშვიდობით, საღმრთოთა საიდუმლოთა ზიარად და ყოველთა ყოველსა ადგილსა ზედა, ყოველსა ჭირსა და გარემოდგომილებასა შინა, მთხოველთა მისისა კაცთმოყუარებისა და შეწევნისა, მოგვმადლოს ფრიად მოწყალებაჲ თვისი, რაჲთა მადლითა ღმრთისაჲთა და მხურვალითა შუამდგომელობითა შენითა, სულით და ხორცით მარად მშვიდობით მყოფნი, ვადიდებდეთ საკვირველსა წმიდათა შორის თვისთა, ღმერთსა ისრაელისასა, არ-მომაკლებელსა ჩუენგან თვისისა შეწევნისა მარად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |
![]() ![]() |
ირაკლი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ჩავლე... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 518 რეგისტრ.: 14-August 07 წევრი № 2,601 ![]() |
გილოცავთ ყველას
![]() -------------------- ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა არავინ და აღარაფერი გახსოვთ. მითუმეტეს , რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი რომელიც თვითონაა უზენაესი სიყვარული და თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 11:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი