![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
m16 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
რომელია თქვენთვის საყვარელი წიგნი თუ პერსონაჟი?
გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე საყვარელი მომენტები და ფრაზები თქვენს მიერ წაკითხული წიგნებიდან... მე მაგალითად "მაგელანის ღრუბელი"დან გავიხსენებდი მომენტს როდესაც ამეტა უცხო ცივილიზაციის აღმოჩენას შეეწირება.....და კიდევ გოობარს რომელიც რობოტის მჟავაში ჩავარდება და რადიაციის დასხივებით მოკვდება ![]() ეხლა თქვენ ![]() -------------------- :)
|
![]() ![]() |
ქეთუ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ცრემლისფერი... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 ![]() |
ციტატა კონსტანტინეს მეფე გიორგის უარყოფითი თვისებები ხაზგასმით აქვს გამოკვეთილი (პრინციპში მოგონილი, რაც არ იცი, რას გამოკვეთ?) ძალად მეხოტბე ისტორიკოსების ჯინაზე თუ რა იყო. ადამიანია მეფეცო, კი ბატონო, მაგრამ ნამეტანი გახრწნილი გამოუვიდა თითქმის ყველა ასპექტში. თან ეკლესიას უპირისპირებს და ამით ხალისობს. ძალიან ვღიზიანდები მაგაზე. კონსტანტინეს ძალიან ძლიერად ყავს დახატული გიორგი I... კონსტანტინეს ბევრი რამ "ნამეტანი" მოსდიოდა თავის ნაწერებში, მაგრამ მეფე გიორგის პერსონაჟი გადასარევიააა... არ ვიცი ალბათ შემეკამათებით, არასდროს არავის ესმოდა როცა ვამბობდი რომ მეფე გიორგის უნდა გაეკეთებინა ის რაც არსაკიძეს გაუკეთა, მე ვფიქრობ სწორად მოიქცა როგორც მეფე, როგორც სტრატეგი და როგორც კაცი... ![]() თუ იმას გავითვალისწინებ რომ ყველა წიგნი (გარდა პროფესიულისა) მხოლოდ ერთხელ წავიკითხე, გამოდის რომ არცერთი არ მიყვარს ![]() მართალია, არ მიყვარს წიგნები, არ მიყვარს სხვა სამყაროებში, სხვაბის ემოციებით ცხოვრება, და არც ის რომ ეს სამყაროები თავისუფალ აზროვნებას ჩარჩოებს უკეთებენ... მდაა ![]() რა შუაშია სხვა სამყაროში სხვების ემოციებით ცხოვრება? მე მასე არ აღვიქვავ წიგნებს, წიგნში ვეძებ რაღაცას ახალს, საინტერესოს დამაფიქრებელს და ვიაზრებ, არის მომენტებიც როცა ეპიზოდს ვკითხულობ და საკმაოდ აბნეულ ფიქრებს, ემოციებს, ეჭვებს თავთავის ადგილას ალაგებს, მაგრამ არასოდეს არ ვაფანატებ პერსონაჟებს იმ დონეზე რომ მათი ემოციებით ვიცხოვრო და მიმსგავსება ვცადო... ვერ დაგეთანხმები რომ თავისუფალ აზროვნებას ჩარჩოს უკეთებს, პირიქით... ალბათ იმაზეცაა დამოკიდებული როგორ აღიქვავ და რა დანიშნულებას ანიჭებ მას... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#3
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
კონსტანტინეს ძალიან ძლიერად ყავს დახატული გიორგი I... კონსტანტინეს ბევრი რამ "ნამეტანი" მოსდიოდა თავის ნაწერებში, მაგრამ მეფე გიორგის პერსონაჟი გადასარევიააა... არ ვიცი ალბათ შემეკამათებით, არასდროს არავის ესმოდა როცა ვამბობდი რომ მეფე გიორგის უნდა გაეკეთებინა ის რაც არსაკიძეს გაუკეთა, მე ვფიქრობ სწორად მოიქცა როგორც მეფე, როგორც სტრატეგი და როგორც კაცი... სტრატეგია აქ არაფერ შუაშია, კაცობისგან კი ეს საქციელი შორს დგას. ამას ჰქვია ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. იქნებ შენ რაღაც სხვა კუთხით დაინახე? აგვიხსენი ჩვენც. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 09:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი