![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
m16 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
რომელია თქვენთვის საყვარელი წიგნი თუ პერსონაჟი?
გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე საყვარელი მომენტები და ფრაზები თქვენს მიერ წაკითხული წიგნებიდან... მე მაგალითად "მაგელანის ღრუბელი"დან გავიხსენებდი მომენტს როდესაც ამეტა უცხო ცივილიზაციის აღმოჩენას შეეწირება.....და კიდევ გოობარს რომელიც რობოტის მჟავაში ჩავარდება და რადიაციის დასხივებით მოკვდება ![]() ეხლა თქვენ ![]() -------------------- :)
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ქეთი.
ციტატა კაცი იყო, ქალი უყვარდა, მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებული იყო ამ შემთხვევაში... ჩემი აზრია, მე მიმაჩნია რომ სწორად მოიქცა, თქვენ შეგიძლიათ დამეთანხმოთ შეგიძლიათ არა დიდი პატივისცემის მიუხედავად ნება მომეცი არ დაგეთანხმო. მიზანი ნებისმიერ საშუალებას არ ამართლებს. ცხოვრებისეული მიზნის განსახორციელებლად ადამიანმა ნებისმიერი საშუალება უნდა გამოიყენოს, მაგრამ არა აკრძალული ისეთი რაც სხვას დააზარალებს. ასე ჩვენ შეიძლება ტარიელიც გავამართლოთ, რომელმაც სიყვარულის გამო ადამიანი მოკლა (ანალოგიური შემთხვევა). ძლიერი მაშინ ხარ ადამიანი, როცა შენი ქცევით, შენი სიტყვით, შენი ავტორიტეტით საზოგადოების სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებ. ძალადობა არცერთ შემთხვევაში არაა გამართლებული (მითუმეტეს სიყვარულის ძალით მოპოვებისას), მე მიმაჩნია რომ სიყვარულში ძალადობა კაცის ძალიან დიდი სისუსტეა, როცა ის სხვას ვერარაფერს იგონებს და ასეთ უკიდურეს საშუალებას მიმართავს. რაც შეეხება გიორგი პირველის პიროვნებას, ამ ადამიანს ვაფასებ თუნდაც მარტო იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მეფე იყო ძალიან რთულ პერიოდში, მარტო ცუდს ნუ დავინახავთ მის პიროვნებაში, მითუმეტეს არაა დანამდვილებით ცნობილი ნამდვილად ასე მოიქცა თუ არა მეფე, როგორც ამას კ. გამსახურდია გადმოგვცემს. განსაკუთრებით ჩამრჩა გონებაში მეფის უკანასკნელი სიტყვები, რაც ძალიან ზუსტად ასახავს ჩვენს ყოფას: "ქართველები ისეთი ხალხია რომ თუკი ვინმე ღირსეული გამოერია მათ შორის უმალ მივცვივდებით, დავკორტნით და ძირს ჩამოვაგდებთო". -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 10:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი