![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
m16 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
რომელია თქვენთვის საყვარელი წიგნი თუ პერსონაჟი?
გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე საყვარელი მომენტები და ფრაზები თქვენს მიერ წაკითხული წიგნებიდან... მე მაგალითად "მაგელანის ღრუბელი"დან გავიხსენებდი მომენტს როდესაც ამეტა უცხო ცივილიზაციის აღმოჩენას შეეწირება.....და კიდევ გოობარს რომელიც რობოტის მჟავაში ჩავარდება და რადიაციის დასხივებით მოკვდება ![]() ეხლა თქვენ ![]() -------------------- :)
|
![]() ![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
afxazi
ციტატა განსაკუთრებით ჩამრჩა გონებაში მეფის უკანასკნელი სიტყვები, რაც ძალიან ზუსტად ასახავს ჩვენს ყოფას: "ქართველები ისეთი ხალხია რომ თუკი ვინმე ღირსეული გამოერია მათ შორის უმალ მივცვივდებით, დავკორტნით და ძირს ჩამოვაგდებთო". შენიშვნა: ვაკოპირებ ჩემს პოსტს თემიდან "ნაწყვეტები კინო-ფილმებიდან" "ამ სახლში ხომ არავინაა შენს მეტი, პიპა?" "არავინაა, მეფევ ბატონო". "კარგია, პიპა, შენს მეტი რომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს". "რა დროს სიკვდილია, რასა ბრძანებთ, მეფევ ბატონო?!" "არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმ. გიორგის რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა, უამბე ჩემი ნათხრობი, ვინც მომიკითხოს, ბაგრატ უფლისწულსა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა. მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია, პიპა. ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი - სარკინოზებს. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას, პიპა. ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე. თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს. სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს. დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა. მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს. ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი. ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - "ბერძნულს" ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - "ბერძნულს". სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ. მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა. ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები". დიდოსტატის მარჯვენა! ამ სიტყვებზე "ვაფრენ" ბავშვობაში წავიკითხე და კარგად ჩამრჩა მეხსიერებაში მაინ რიდის უთავო მხედარი ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 10:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი