![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
m16 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
რომელია თქვენთვის საყვარელი წიგნი თუ პერსონაჟი?
გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე საყვარელი მომენტები და ფრაზები თქვენს მიერ წაკითხული წიგნებიდან... მე მაგალითად "მაგელანის ღრუბელი"დან გავიხსენებდი მომენტს როდესაც ამეტა უცხო ცივილიზაციის აღმოჩენას შეეწირება.....და კიდევ გოობარს რომელიც რობოტის მჟავაში ჩავარდება და რადიაციის დასხივებით მოკვდება ![]() ეხლა თქვენ ![]() -------------------- :)
|
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ქეთი.
ციტატა კაცი იყო, ქალი უყვარდა, მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებული იყო ამ შემთხვევაში... afxazi ციტატა ასე ჩვენ შეიძლება ტარიელიც გავამართლოთ, რომელმაც სიყვარულის გამო ადამიანი მოკლა (ანალოგიური შემთხვევა). ჩემი აზრით საქმე რაშია იცით... პერსონაჟის განხილვას ძალიან დიდი კონკრეტიკა და სამართლებრივი მიდგომა არ უყვარს, განსაკუთრებით როდესაც ის მეფეა. ცხადია თუ სუფთა ქრისტეანული სამართლით მიუდგები არც კონსტანტინესეული მეფე გიორგი I და სხვათა შორის არც ტარიელი ვეფხისტყაოსნიდან არანაირად არ არის დადებითი საქმის ჩამდენი და გასამართლებელი, მაგრამ როდესაც საუბარია მეფის ზოგად პერსონაჟზე ის უდავოდ ძლიერ პიროვნებად არის დახატული, რომლისთვისაც ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესები უმთავრესია. ამას მოწმობს მისი უკანასკნელი სიტყვებიც: "მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია, პიპა. ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი -სარკინოზებს. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას, პიპა." ეს ძალიან მძლავრი ეროვნული იდეოლოგიის მქონე პიროვნების სიტყვებია. ![]() ზოგადი მიდგომებია საჭირო, გიორგი უპირველეს ყოვლისა მეფეა და თანაც საკმაოდ ძლიერი მეფე. ![]() დაახლოებით იმის მსგავსად კი არ უნდა მოგვივიდეს, როდესაც ბათუმში "მედეას" ქანდაკების დადგმა გადაწყვიტეს, საზოგადოების გარკვეულმა კატეგორიამ რომ პროტესტი გამოთქვა, (ვითომ არც თუ უსაფუძვლო) რომ რად გვინდა "მედეას" ქანდაკება, ეგ ის მოღალატე არ არის ოქროს საწმისი რომ იასონს საბერძნეთში გაატაცებინაო... ![]() ![]() ![]() M.M. ციტატა ამას ჰქვია ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. თუ სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტება? ![]() ![]() ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 09:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი