ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
თამარი_ცქნაფო |
Nov 18 2006, 09:22 PM
პოსტი
#1
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ამ თემის გახსნა კარგა ხანია მინდოდა. დიდი არც არაფერი, მაგრამ ეს ცოტათი მაინც დაგვეხმარება, ვწეროთ ასე თუ ისე გამართულად. დავსვათ კითხვები, ვუპასუხოთ, რატომ არის ერთი ფორმა მართებული და მეორე - გაუმართავი.... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაუბროთ გამართული ქართულით, თუნდაც სულ მცირედით შევეცადოთ....
და რადგანაც თემა მე გავხსენი, თავს უფელბას მივცემ, აქ შემჩნეული რამდენიმე მაგალითი გავასწორო 1. ხშირად იწერება რამოდენიმე, სინამდვილეში ო აქ არაფერ შუაშია: ფუძეა რამდენი+მე ნაწილაკი. ასე რომ, სწორი ფორმაა: რამდენიმე. 2. არასწორია: საქმე იმაშია. ეს რუსულის კალკია. ნუთუ შეიძლება, რომ საქმე რამე-ში იყოს? თუ საქმის არსის გაგება გვსურს, უნდა ვთქვათ: საქმე ისაა, რომ... 3. თითოეული ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი. ეს ნაცვალსახელები გან თანდებულის დართვისას აღარ ინარჩუნებს ბრუნვის ნიშანს და ვიღებთ მართებულ ფორმებს: ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი. ადრე მათთაგანი და მათგანი პარალელურ ფორმებად მიიჩნეოდა, დღეს ეს ფორმაც თა-ს გარეშე იხმარება. 4. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში გავრცელებულია ფორმა: მონოზონი და მიიჩნევენ, რომ ეს მოდის სიტყვა მონო-დან. თუმცა როგორც ძველი ტექსტების საკმაოდ ნორმალურმა მცოდნემ, შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ არსად გვხდება, არც ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ძველი და ახალი გამოცემები იზიარებენ ამ სიტყვის მართებულობას, ენათმეცნიერთა ვარაუდით, შეცდომა დიალექტური ფორმის აღრევით არის გამოწვეული. დიალექტური ფორმაა მოლოზონი, მოლაზონი. მოკლედ, მართებულია მონაზონი. თუ არ გჯერათ, სულ ცოტა, ხანძთელის ტექსტს ჩახედეთ. 5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი. დანარჩენს შემდეგ გავაგრძელებ. თქვენც დამეხმარეთ, დაწერეთ მართებული და გაუმართავი ფორმები. ან დავსავთ კითხვები და თუ ვიცით, ვუპასუხოთ. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თამარი |
Nov 25 2006, 12:44 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ფორუმზე ხშირია ასეთი მიმართვა - ხალხნო!
”ხალხი” თავისთავად კრებითი სახელია და მრავლობითის ფორმის ”ნ” აქ ზედმეტია. უნდა იყოს ხალხო. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ახლახანს წავიკითხე ბოლო გზავნილში - ძაან. რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს ძალიან. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი_ცქნაფო |
Nov 27 2006, 01:19 AM
პოსტი
#3
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ფორუმზე ხშირია ასეთი მიმართვა - ხალხნო! ”ხალხი” თავისთავად კრებითი სახელია და მრავლობითის ფორმის ”ნ” აქ ზედმეტია. უნდა იყოს ხალხო. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ახლახანს წავიკითხე ბოლო გზავნილში - ძაან. რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს ძალიან. თამარ, ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, თუმცა უნდა მაპატიო, ახლა შენს ნაწერს შეგისწორბ. 1. სავსებით გეთანხმები ყველაფერში, თუმცა ''ხალხში'' ნ-ს გაჩენა მაინც ნართანიანს გავლენაა და მთალდ უხეშ შეცდომად არ მიიჩნევა, განსაკუთრებით ლიტერატურაში: პოეზია-პროზაში 2. ახლახანს არ არის მართებული ფორმა, ვამბობთ ახლახან, ს-ს გარეშე 3. სადღაც აქვე დაწერე ''საქმე იმაშიოა'', რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და ეს ფრაზაც შეცდომათა რიგშია იმედია, არ მიწყენ, პირიქით, დიდი მადლობა მინდა გითხრა, რადგან შენმა ნაწერმა რამდენიმე შენიშვნის დამატების საშუალება მომცა, ეს კი სხვათა სასარგებლოდ გამოგვადგა -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თამარი |
Nov 27 2006, 05:19 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
თამარ, ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, თუმცა უნდა მაპატიო, ახლა შენს ნაწერს შეგისწორბ. 1. სავსებით გეთანხმები ყველაფერში, თუმცა ''ხალხში'' ნ-ს გაჩენა მაინც ნართანიანს გავლენაა და მთალდ უხეშ შეცდომად არ მიიჩნევა, განსაკუთრებით ლიტერატურაში: პოეზია-პროზაში 2. ახლახანს არ არის მართებული ფორმა, ვამბობთ ახლახან, ს-ს გარეშე 3. სადღაც აქვე დაწერე ''საქმე იმაშიოა'', რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და ეს ფრაზაც შეცდომათა რიგშია იმედია, არ მიწყენ, პირიქით, დიდი მადლობა მინდა გითხრა, რადგან შენმა ნაწერმა რამდენიმე შენიშვნის დამატების საშუალება მომცა, ეს კი სხვათა სასარგებლოდ გამოგვადგა გაიხარე! ეს თემაც ალბათ, იმისთვის გახსენი, რომ ნასწავლი და დაღეჭილი კი გვაქვს, მაგრამ მაინც ჩვევაში გვაქვს არასწორი ფორმების ხმარება. რა უნდა მეწყინოს, პირიქით, როგორც კი რამეს შემამჩნევ, დაუნდობლად მამხილე. ამ "ს"- ების ხმარებას მაინც ვერ ვიშლი. მაგალითად ძლივს გადავეჩვიე ჩვენსკენ, შენსკენ, ჩემსკენ - ფორმებს. განმარტებისთვის ვიყვი, რომ "კენ" არის ნათესაობითი ბრუნვის თანდებული. ნაცვალსახელების ბრუნებისას ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი "ს" არ გვაქვს. ამიტომ სწორი ფორმებია - ჩემკენ, შენკენ, ჩვენკენ. საქმე ისაა, რომ ეს ბოლო შეცდომაც, ალბათ, შეკითხვიდან გამომდინარეობს - "რაშია საქმე?" თუ კიდევ შევცოდე, იმედია, ძვირფასი სეხნია გამისწორებს. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი_ცქნაფო |
Nov 27 2006, 09:08 PM
პოსტი
#5
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
გაიხარე! ეს თემაც ალბათ, იმისთვის გახსენი, რომ ნასწავლი და დაღეჭილი კი გვაქვს, მაგრამ მაინც ჩვევაში გვაქვს არასწორი ფორმების ხმარება. რა უნდა მეწყინოს, პირიქით, როგორც კი რამეს შემამჩნევ, დაუნდობლად მამხილე. ამ "ს"- ების ხმარებას მაინც ვერ ვიშლი. მაგალითად ძლივს გადავეჩვიე ჩვენსკენ, შენსკენ, ჩემსკენ - ფორმებს. განმარტებისთვის ვიყვი, რომ "კენ" არის ნათესაობითი ბრუნვის თანდებული. ნაცვალსახელების ბრუნებისას ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი "ს" არ გვაქვს. ამიტომ სწორი ფორმებია - ჩემკენ, შენკენ, ჩვენკენ. საქმე ისაა, რომ ეს ბოლო შეცდომაც, ალბათ, შეკითხვიდან გამომდინარეობს - "რაშია საქმე?" თუ კიდევ შევცოდე, იმედია, ძვირფასი სეხნია გამისწორებს. მეც გამისწორეთ ხოლმე, თორემ ისე გამოდის, მე ვარ ყოვლისმცდონე, არადა ასე სულაც არ არის გაიხარე, თამარ, ასეთი დახმარებისთვის სიმართლე გითხრა, მე მხოლოდ ამ თემის გამო ვიჭყიტები უკვე აქ და გულს მიხარესბ ყოველი ახალი ნაწერი -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი