ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
anuska |
Nov 25 2006, 01:43 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 367 |
ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა.
დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ". "ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.? თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი" იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა |
ვეშაპო |
Nov 27 2006, 10:16 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ზოგიერთი თანაფორუმელის თხოვნით გავიმეორებ იმ ისტორიას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჭიათურაში და მღვიმევის დედათა მონასტერში.
მანამდე მოვყვები წინა ისტორიას. მოგეხსენებათ, 2003 წლის 18 აგვისტოს სინოდის განჩინებით, საქართველოს ეკლესიაში დაკანონდა ქართული ტრადიციული გალობა და უკლებლივ ყველა ეკლესიას და მონასტერს დაევალა 6 თვის განმავლობაში ამ გალობის შესწავლა. მოკლედ, ცხუმ-აფხაზეთის და არგვეთის (რომელ ეპარქიასაც ეკუთვნის მღვიმევის დედათა მონასტერი) მთავარეპისკოპოსი დანიელი ამ განჩინებით ხელში მიადგა ამ მონასტერს, რათა მონაზვნებისთვის და წინამძღვრისთვის ეს განჩინება ეჩვენებია. ჰოოდა მოხდა ისეთი რამ, როგორი რამეც პირადად მე ნაღდად არასდროს არ გამიგია არც მანამდე და არც მას მერე. ამ ჩვენმა მონაზვნება მეუფეს ცხვირწინ ჩაუკეტეს კარი და შიგნიდან დაუწყეს ყვირილი, არ გვინდა ეგ შენი ქართული გალობაო და უკან გააბრუნეს. შემდგომში რა გაგრძელება მოყვა ამ ინციდენტს, არ ვიცი, მაგრამ ასეთი სამწუხარო და თავხედური აქტი ნამდვილად მოხდა. ხო, ეხლა რაც შეეხება ამ ამბავს. 2005 წლის სექტემბერში მეუფე დანიელის მიწვევით ჩავედით მღვიმევის დედათა მონასტერში, რათა მიგვეღო მონაწილეობა ლიტურგიაში. მოკლედ ეს წირვა ჩავატარეთ მეუფესთან ერთად მშვიდობიანად (მშვიდობიანად იმიტომ, რომ ჩვენ ქართულ საგალობლებს ვგალობდით). ჰოოდა, წირვის მერე მეუფე მიმართავს იქაურ მრევლს და მონაზვნებს, ხო ნახეთ, რა კარგია ქართული გალობით ჩატარებული ლოცვაო და რას იტყვით, ხომ გინდათ კაი გამართული გუნდი რომ გყავდეთ ქართული გალობისაო. ოოოოოოოოოოოო! სწორედ აი აქ დაიწყო "მშვიდობიანად" ჩატარებული წირვის ხაზის გადასმააა. ჯერ ატყდენ იქვე მდგომი მრევლის დედაკაცები (ისე საინტერესოა, მარტო ქალები აქტიურობდნენ) და მათ ფარდის უკან მდგომი დედები წამოეშველენ. მოკლედ ატყდა ერთი წივილ-კივილი. ვეღარ გავძელი და დაბლა ჩამოვედი მონასტრიდან. ამის შემდეგ წავედით ერთერთი "ბერძენოიდი" მრევლის სახლში სასადილოდ. ხოოდა რომ მივედით, იქ ერთი ფაშფაშა ქალი ჩვენს მგალობელს, გოჩა გიორგაძეს ეუბნება, შენო რომელ ხმას გალობდიო? გოჩამ უთხრა - მე პირველ ხმას ვამბობდიო. უცებ ამ ქალმა ვულკანივით იფეთქა, მერეო, შენ არ იცოდი, რომ დღეს მეხუთე ხმა უნდა გეგალობაო? ამაზე ჩვენ ვიხუვლეთ ერთად, მეუფეს ჩათვლით. ამ ქალმა გვიყურა, გვიყურა, გაკვირვებული სახით, შემდეგ მიტრიალდა და მოგვაძახა, ვაი თქვე საცოდავებოო. მოკლედ ამ სუფრის დროს, ეს "ბერძენოიდი" ქალები შემოდიან რიგრიგობით, შემოაქვთ საჭმელები და თან მეუფეს ეკამათებიან, მეუფე რად გინდა ამ ხალხური სიმღერების გალობა ეკლესიაშიო. უეცრად, მოიქუფრა საშინლად. მინდა გითხრათ, რომ მთელი დღე უსუფთავესი და მზიანი ამინდი იყო და სწორედ ჩვენი იქ ყოფნისას ჩამოიქუფრა და ატყდა საშინელი ამბავი. მე ეგეთი სეტყვა ცხოვრებაში არ მინახია, ტელევიზორშიც კი. არც მსმენია. ჩემი თვალები სასწაულს უყურებდა. 20 მეტრში მდგარი კორპუსი საერთოდ არ ჩანდა. ნამდვილი დელგმა იყო. ჰოოდა, ჩვენ ვსხედვართ სუფრასთან, გარეთ დელგმაა ჩვენ ვმღერივართ. უცებ შემოდის ერთერთი ეს "ბერძენოიდი" ქალი და მეუფეს უყვირის პირდაპირ: ადე, ილოცე შე უბედურო, რა გამღერებს, ხომ ხედავ გარეთ რა ხდებაო. ამაზე ყველა გავშრით და მეუფეს გადავხედეთ. მეუფე წყნარად ადგა, დაგვლოცა და წამოვიდა, ჩვენც გამოვყევით. შემდეგ შედგა ჩვენი შეხვედრა ამ "ბერძენოიდებთან". ამ შეხვედრას ჰქონდა ლექცია-კონცერტის სახე და ატარებდა შემეცნებით ხასიათს. მოკლედ ამ ჭიათურელმა ქალებმა დააყარეს შეკითხვები ჩვენს მუსიკისმცოდნეებს, რაზეც ისეთი ამომწურავი პასუხები მიიღეს, რომ იმათმა ვერაფერი ვერ გაიგეს. მოგეხსენებათ, ჭიათურა არის საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის ქალაქი და დასახლებულია ძირითადად მაღაროელებით და მათი შთამომავლებით. ნუ ეხლა, მაღაროელმა მადანი უნდა მოიპოვოს, კბილის ექიმმა კბილებს უნდა უმკურნალოს, გამყიდველმა უნდა გაყიდოს და მუსიკოსმა მუსიკას უნდა მიხედოს. რომ გქონდეთ წარმოდგენა დაახლოებით რა დონის შეკითხვები იყო, მაგალითად მოგიყვანთ ამ ფორუმის ერთერთი წევრის anuska-ს შეკითხვას ჩემი და ჯამბაკურისადმი (სხვათაშორის anuska-ც ჭიათურელი ყოფილა). შეკითხვა ასე ჟღერს: "მე აღსარებაზე მარტო მივდივარ. სულაც არ მჭირდება კიდევ ორი კაცის დახმარება და სამხმიანი გალობა რატომ უნდა იყოსო?" მერე მე მივუთითე, რომ ე.წ. "ბიზანტიური" გალობა (ჭიათურული ვერსიით "კანონიკური" გალობა) სულაც არაა ერთ ხმიანი, არამედ იგი ორხმიანია და თუ გინდა აღსარებაზე მე წამოგყვები დასახმარებლად თქო. ამაზე მიპასუხა, ეგო ასე მიმაჩნია რომ, მე რომ აღსარებაზე მივდივარო, იქო ხალხის ფუსფუსი რომ არისო, ეგ არის სწორედ ის მეორე ხმა, რომელიც ფონს უკეთებს პირველ ხმასო. ასეთი სისულელის მერე რაღა უნდა ილაპარაკო. მოკლედ ასეთი დონის შეკითხვები იყო რა და მაგრად გვაცინეს. დარბაზში ისხდნენ ნორმალური ჭიათურლებიც, თანაც აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც კონცერტის მოსასმენად მოვიდნენ. ეს "ბერძენოიდი" დედაკაცები წინა რიგებში ისხდნენ სცენიდან მარჯვენა მხარეს. ეხლა, იმ ნორმალურებმა ამათი თავხედობა და სამარცხვინო საქციელი, რომ დაინახეს, წამოუხტნენ და დაუწყეს ლანძღვა ამ დედაკაცებს. ესენი შეეცადენ, რომ რამენაირად ეპასუხათ, მაგრამ იმათმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ენა ჩააგდებინეს და ჩვენ მოგვიხადეს ბოდიში ამ პირზე დუჟმორეული "ბერძენოიდი" დედაკაცების გამო. აქვე მინდა დავდო ჭიათურაში იმ დელგმის მერე გადაღებული სურათი, მაგრად ვიცინე. დააკვირდით გარაჟის ფორმას, ეგეთი გარაჟი არსად არ მინახავს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი