IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძველი საბრძოლო იარაღი, ქართული და არაქართულიც...
tamara
პოსტი Dec 12 2007, 05:59 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ეს თემა კოპირებულია - ამიტომ თუ ვინმე მას სხვა ფორუმზეც ნახავთ,
არ გაგიკვირდეთ...


საბრძოლო იარაღებიდან დავიწყოთ ხმლები აღწერით .
ხმალი უძველესი საბრძოლო იარაღია - ხმალი შედგება მახვილისგან და სახელურისგან, მახვილის სიგრძით განისაზღვრება ხმალია იარაღი თუ ხანჯალი, ხოლო სახელურით და მისი მოხატულობით დგინდება ამ ხმლის დამზადების ადგილი და ეპოქა. პირველი ხმალი მზადდება 2000 წელს ჩვ. წ.ა-ღმდე და იგი ბრინჯაოსი იყო, ხოლო პირველი რკინის ხმლები ჩნდება 1300 წელს - ტროას ომის დაწყებამდე.
პირველი ბრინჯაოს ხმლები ჰქონდათ ეგვიპტელებს - და მას ხოპეში, კჰოპეში ერქვა - რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს საქონლის წინა ფეხს - თავისი მოხაზულობის გამო. წააგავს იატაგანს. იგი შედგებოდა სახელურისგან და ნალის მსგავსი მახვილისაგან. ხშირად იყო ორპირი ალესილი, სახელური და მრგვალი. სახელური სიგრძე აღწევდა 50 სმ.

IPB-ს სურათი

ხოპეში იყო საუკეთესო - ელიტარული მებრძოლების იარაღი და იგი ძალზე საშიში იყო. მისი სიგრძე საშუალებას იძლეოდა ეხმარათ იგი ეტლიდან ბრძოლის დროს.


IPB-ს სურათი

http://www.bronze-age-craft.com/swords_for_sale.htm
* * *
აკინაკი - (греч. akinakes) იყო მოკლე ხმალი, (40—60 სმ), რომელიც ძირითადად ჰქონდათ სპარსელებს და სკვითებს პირველი ათასწლეულის მეორე ნახევრიდან.
მას ჰქონდა დამახასიათებელი მომრგვალებული სახელური ბრტყელი მახვილი
IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
ეს აკინაკი სკვითურია და მისი სიგრძე 44,5 სმ -ია.

ბერძნები ბრძოლაში იყენებდნენ კსიფოსებს - ეს იყო სწორი ხმალი- 75 სმ-სიგრძის, გოპლიტები მე-6 საუკუნიდან იყენებდნენ კოპისებს - ოდნავ მოხრილ ხმლებს, 50-70 სმ სიგრძის, სპარტელებს კიდევ უფრო მოკლე ხმლები ჰქონდათ, თუმცა ბერძნები ხმლებზე უფრო მეტად შუბებს იყენებდნენ. 4 საუკუნეში ათენელმა სტრატეგმა იფიკრატმა ჩაატარა სამხედრო რეფორმა და ორჯერ გაზარდა მეომრების ხმლების სიგრძე. ალექსანდრე მაკედონელის მეომრები ხმარობდნენ ასევე მოკლე ხმლებს.
რომაელებს ჰქონდათ ე.წ. გლადიუსები, რომელიც დაახლოებიტ 1 კგ იწონიდა. და 66 სმ სიგრძის იყო. კელტები იყენებდნენ 1 მეტრის სიგრძის ხმლებს.

ეს რომაული გლადიუსის რეკონსტრუქციაა
IPB-ს სურათი


კოპისი - (греч. κόπτω, лат. kopis) — ეს არის მოხრილი ხმალი ცალმხრივი ალესილი პირით - რომელსაც ძველი ბერძნები იყენებდნენ. თუმცა მოხრილ ხმლებს ბერძნებამდე მრავალი ხალხი იყენებდა - პირველი ასეთი მოხრილი ხმალი იყო ეგვიპტური ხოპეში - რომელიც ჩვენ უკვე აღვწერეთ - хопеш (англ. khopesh), - რომელიც ალბათ ნალისგან წარმოიშვა. კოპისი ბერძნულად ნიშნავს - ჭრას, ჩეხვას - ევრიპიდემ და პლუტარქემ ეს ტერმინი იხმარეს ხორცის მჭრელი დანის აღსანიშნავად, ხოლო ქსენოფონტე ასე უწოდებდა სპარსელების და ეგვიპტელების ხმლებს. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების აღმწერი კურციუსი ახსენებს მაკედონელებისათვის უცხო ხმლებს - კოპიდებს, რომლითაც კვეთავდნენ სპილოს ხორთუმებს - «Слегка изогнутые мечи, похожие на серпы, назывались копидами, ими рубили хоботы слонов.»
IPB-ს სურათი
არის კიდევ ერთი ასეთი მოხრილი ხმალი, რომელსაც მაჰაირა ეწოდება, махайра (греч. μάχαιρα, makhaira, machaera), რასაც ბერძნულად დანა ეწოდება. ამ ტერმინს იყენებდნენ ბერძნები უფრო ფართოდ - მათ შორის როგორც დანა, ხანჯალი. ქსენოფონტე ახსენებს კოპისს და მაჰაირას ერთი და იგივე ხმლის აღსანიშნავად - საუბარია მოხრილ - ცალმხრივ ალესილ ხმალზე - თუმცა მაჰაირას ქვეშ ალბათ მაინც გულისხმობდა დაჩნას, რომელიც ჩხვლეტის გარდა გამოიყენებოდა ასევე ჭრითი დანიშნულებისათვისაც ანუ იყო ალესილი. ამგვარად მაჰაირა უფრო ფართო გაგებით გამოიყენებოდა, ვიდრე კოპისი. მე-10 საუკუნის ბიზანტიურ ნაწერებში მაჰაირას უძახიან უბრალოდ ხმალს, იგი თავის მხრივ პოლიბიუსის ნაწერებს ეყრდნობოდა ხოლო პოლიბიუსი კელტ-იბერების და რომაელების ორმხრივ ალესილ ხმლებს მაჰაირას ეძახდა, ხოლო უფრო ადრეულ ნაწერებში ბერძნები ასეთ ხმლებს ქსიპოსებს უწოდებდნენ.
კოპისი როგორც ხმალი ეტყობა ბერძნებმა გადაიღეს სპარსელებისგან 6 საუკუნეში ჩვ.წ.აღმდე. ჰეროდოტე ახსენებს ასეთ იარაღს სპარსულ კავალერიის აღჭურვილობაში, (5 საუკ ჩვ/წ/ა-ღმდე). კოპისის მახვილის სიგრძე არის - 53 სმ-დან 70 სმ-მდე. ზოგჯერ საზურგე ნაწილი სწორია და ამით კოპისი წააგავს მაჩეტეს. საბერძნეთში კოპისებს შეზღუდულად იყენებდნენ, სამაგიეროდ იდი ნაციონალურ იარაღად იქცა (ესპანელ) იბერებში, სადაც იგი შეიტანეს ვაჭრებმა 6-5 საუკუნეებში ჩვ.წ.ა-ღმდე.

რომაელმა მეომრებმა გადაიღეს კოპისები იბერიელებისგან ჰანიბალთან ომის შემდეგ და მას დაარქვეს გლადიოლუსი - “gladius hispanicus” - ანუ ესპანური ხმალი. ესპანურმა ხმალმა უკვე XIX საუკუნეში მიიღო სახელი ფალკატა - фалката (falcata) - ასეთი უვნაური სახელი მას დაერქვა ერთ-ერთი მთარგმნლის გამო, რომელმაც ლათინურიდან არასწორედ თარგმნა სიტყვა falcatus, რაც ლათინურად ნიშნავს ნალივით მოხრილს. ესპანელი მჭედლები აწრთობდნენ სუკეთესო ფალკატებს. 2 საუკუნის იბერიელი მჭედლები ხმლის ხარისხს ამოწმებდნენ ასე - ხმალს იდებდნენ ტავზე და ბოლოებს ისე ხრიდნენ, რომ ეხებოდა მხრებს - ხელის უცებ გაშვებით ხმალი სწორდებოდა თავდაპირველი ფორმამდე.
5-4 საუკუნის ფალკატები წააგავს ბერძნულ კოპისებს - სახელურზე გამოსახავდნენ ცხოველის ან ფრინველის თავს. ფალკატას სიგრძე 60 სმ იყო. ესპანელები ატარებდნენ მას ზურგზე, ზოგჯერ ქამართან.
ფალკატების ფორმა ისე იყო გაკეთებული, რომ დარტყმისას უდიდესი ძალა წვერზე მოდიოდა. რომაელების თქმით, ვერანაირი მუზარადი ვერ უძლებდა ფალკატას დარტყმას. 3 საუკუნეში რომაული არმია იყო შეიარაღებულ იასეთი ესპანური ხმლებით - ლივიუსის აღწერით ამ ხმლებით რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს მაკედონელები.
«Филипп [македонский царь Филипп V] обратил особое внимание на похороны людей, павших в стычке кавалерии, и приказал их тела принести в лагерь... Зрелище похорон должно было пробудить в солдатах боевой пыл и готовность не щадить своей жизни, а вместо того преисполнило их страха и уныния. До сего времени приходилось им видеть лишь раны от дротиков или стрел, изредка — от пик, да и воевать привыкли они только с греками и иллирийцами; теперь, увидев тела, изуродованные испанскими мечами, руки, отсеченные одним ударом вместе с плечом, отрубленные головы, вывалившиеся наружу кишки и многое другое, столь же страшное и отвратительное, воины Филиппа ужаснулись тому, с какими людьми и против какого оружия придется им иметь дело.»

IPB-ს სურათი
Фалката из музея в Мадриде(IV в. до н. э.)


IPB-ს სურათი
Фалката с остатками ножен из музея в Мадриде(III в. до н. э.)
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamara
პოსტი Dec 17 2007, 11:30 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ახლა კიდევ ერთი საინტერესო იარაღი -

კუკრი, (კჰუკრი, კუკური )

IPB-ს სურათი


კუკრი ლეგენდარული იარაღია...
ეს ნეპალური ხანჯალია, რომელსაც რჩეული დანაყოფი - გურკჰები ატარებენ.
გურკჰები ერთგვარი სპაცნაზია, რომელთა შესახებ ლეგენდები დადიოდა. ისინი უძველესი დროიდან ფლობენ საბრძოლო ხელოვნებას, რომელსაც კუკრი შეარქვეს - ეს არის მთელი რიგი ილეთები, რომელშიც მთავარი როლი ნეპალულ ხანჯალს - კუკრის ეკუთვნის...
ინგლისელებმა კუკრის ძალა პირველად მაშინ შეიგრძნეს, როცა ნეპალის დაპყრობა გადაწყვიტეს, თუმცა კი უშედეგოდ.
ბოლოს იმით დამთვრდა, რომ ბრიტანელებმა გურკჰები თავის არმიაში მოიწვიეს...
ანუ -
ახლა უკვე გურკჰები ნეპალელი კომანდოსები არიან, რომლებიც 19 საუკუნიდან ბრიტანეთის რეგულარულ არმიაში ირიცხებიან - და მონაწილეობდნენ ბრიტანთის მიერ წარმოებულ ყველა ომში

IPB-ს სურათი
გურკჰები მეორე მსოფლიო ომშიც გამოირჩეოდნენ მამაცობით და სწორედ მათი დამსახურებაა რომ მეორე მსოფლიო ომში ინდლისელებმა ბირმაში და ტუნისში გაიმარჯვეს 1943 წელს. გურკჰებს იმდენად დიდი რეპუტაცია აქვთ, რომ 1982 წელს ინგლის-არგენტინის კონფლიქტის დროს ფოლკლენდის კუნძულებზე, როცა მოწინააღმდეგემ გაიგო, რომ ბრიტანეთმა გურკჰები ჩამოიყვანაო - მხოლოდ ეს ცნობა აღმოჩნდა საკმარისი, რომ მებრძოლეები ჯგუფ ჯგუფად ბარდებოდნენ ტყვედ ინგლისელებს.
სავარაუდოდ გურკჰებს ასეთი სახელი ამ იარაღის გამო დაექვათ.
გურკჰების ხასიათი მეტად სანტერესოა,
ისინი გამოირჩევიან ამაყობით და ძლიერ თავშეკავებული ხასიათით.
მათი გამოყვანა მწყობრიდან და გაბრაზება მეტად ძნელია, ისინი არასოდეს ამოიღებენ კუკრის უმიზნოდ, და თუ ამოიღეს - ვაი იმისი ბრალი, ვისაც გაუქანებენ. ერთი დარტყმით გურკჰი დათვს კლავს.
გარდა ამისა გურკჰები კამიკაძეებივით არიან - ან იმარჯვებენ ან კვდებიან. სხვა გზა მათთვის არ არსებობს.
ისინი გამოირჩევიან დიდი გამძლეობით და ისეთი ტკივილის ატანა შეუძლია, რომელიც სხვა ნებისმიერს შოკში ჩააგდებდა.
და რაც საინტერესოა - გურკჰები - ერთი შეხედვით არიან დაბლები - გამხდრები - პატარა ბიჭებს მოგაგონებენ...

IPB-ს სურათი

კუკრის დაშნას აქვს დამახასიათებელი და უნიკალური ფორმა - მას "შევარდენის ფრთებს" უწოდებენ - «крыла сокол - რომელსაც აქვს ნაჭდევი შიდა მხრიდან. მისი ასეთი ფრომა დარტყმის ძალას ისე ანაწილებს, რომ ამ წონის სხვა იარაღთან შედარებით დარტყმის ძალა 17-ჯერ იზრდება. ანუ ხანჯლის მახვილი უფრო მძიმეს სახელურზე - ეს კი სიმძიმის ცენტრს ანაწილებს მახვილისაკენ და დარტყმისას მთელი ძალა სიმძიმის გამო მახვილისკენ მიდის.
მეორე საიდუმლო - ეს რა თქმა უნდა თავად მახვილის მასალაა.
ცნობილია, რომ კუკრი ერთი დარტყმით ჭრის 20 დიამეტრის ხეს და იშვიათად ბლაგვდება.
ითვლება, რომ კუკრი წარმოიშვა ბერძნული კოპისიდან და ის მოხვდა ნეპალში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შედეგად. 4 საუკუნეში ჩვ. წ-ა-ღმდე. შემდგომ ის სიგრძეში დაპატარავდა და ხმლიდან ხანჯლად გადაიქცა. არსებობს მისი წარმოშობის მეორე ვერსიაც - ფიქრობენ, რომ ის აფრიკიდან საბერძნეთში მოხვდა 6 საუკუნეში ჩვ/წ/-აღმდე, იქიდან კი გავრცელდა ბალკანეთში და შუა აზიაში.
ყველაზე ძველი კუკრი ინახება ნეპალის ნაციონალურ მუზეუმში და თარიღდება 14-15 საუკუნით.
http://emigration.russie.ru/news/9/7352_1.html
http://russwords.narod.ru/RUS/kxukri.html

თავისი აგებულების წყალობით კჰუკრი შეიძლება უამრავი მიზნისთვის გამოვიყენოთ - იგი ძალზე პრაქტიკულია.
IPB-ს სურათი

კჰუკრი იაპონურ კატანას ჰგავს - იგი ფართოდ გამოიყენებოდა მეორემსოფლიო ომშიც და სამხედროების შეიარაღებაში შედიოდა

იგი დღესაც რჩება სამხედროების შეიარაღებაში.

IPB-ს სურათი
Длина кукри (мм): 323.9
Длина клинка (мм): 203.2
Длинна рукояти (мм):120.7
Толщина обуха (мм): 6.4
Сталь клинка: Carbon Steel, зонная закалка.
Материал рукояти: латунь, Рог.
Материал ножен: Кожа


არსებობს კჰუკრის რამდენიმე სახეობა - ანგ-კოლა, ჩიტლანგი, პანავალი, სირუპატი და სხვ. ნეპალში არსებობდა ცალკე მჭედლები - კამი, რომლების ამ იარაღს ა,ზადებდნენ და მისი დამზადების საიდუმლოს თაობებს გადასცემდნენ.
კჰურკი დაახლოებით 40 სმ სიგრძისაა, თავად დაშნა 30 სმ-ია. სისქე 1 სმ, მასა 750 გრამია, და სიმძიმის ცენტრი გადანაცვლებულია წინ რაც საშუალებას აძლევს, რომ დარტყმისთვის დიდი ძალა არაა საჭირო.

IPB-ს სურათი
უკან გურკჰების ემბლემაა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
tamara   ძველი საბრძოლო იარაღი   Dec 12 2007, 05:59 PM
marine   საქართველოში ძვლი...   Dec 12 2007, 05:59 PM
tamara   ისრისპირებზე ძალი...   Dec 12 2007, 06:54 PM
ketino   ნუთუ დავითფერულზე ...   Dec 12 2007, 07:42 PM
tamara   დავითფერული, სწორი...   Dec 12 2007, 10:07 PM
ქავთარაძე   tamara მე მქონდა რაღაც ...   Dec 12 2007, 10:09 PM
tamara   აი კიდევ აქაა საინ...   Dec 12 2007, 10:12 PM
ქავთარაძე   tamara კი კაი რამეა...   Dec 12 2007, 10:12 PM
tamara   სკანერი თუ საჭიროა...   Dec 12 2007, 10:16 PM
tamara   ლითონის დამუშავებ...   Dec 12 2007, 10:34 PM
xornabujeli   ლითონის დამუშავებ...   Dec 18 2007, 03:36 AM
tamara   ეს კოპისების სურათ...   Dec 15 2007, 04:34 PM
neo   http://i020.radikal.ru/0712/93/7e9f50d90d82.jpg h...   Dec 15 2007, 06:44 PM
tamara   ხანჯალი - არაბულად ...   Dec 17 2007, 10:19 PM
tamara   ახლა კიდევ ერთი სა...   Dec 17 2007, 11:30 PM
tamara   იარაღის დამზადები...   Dec 18 2007, 04:18 AM
staywhite   აქ მხოლოდ ძველ საბ...   Dec 18 2007, 09:26 AM
კოლხი   დიდი მადლობა ასეთი...   Dec 24 2007, 08:43 PM
Lenus   კოლხი ეს ქართული ხ...   Dec 26 2007, 09:35 AM
zura.bi   კოლხი ეს ქართული ხ...   Jul 8 2010, 09:25 PM
cibira   მართლა ძააან მაგრე...   Dec 31 2007, 01:36 PM
თემო   ქართულზე რა მოგახს...   Jan 29 2008, 03:46 PM
თემო   ასატვირთ საიტს ვიპ...   Jan 29 2008, 03:56 PM
თემო   http://i009.radikal.ru/0801/6a/a099e0345a77.jpg ...   Jan 29 2008, 04:53 PM
თემო   ტეკოკაგი http://i029.radikal.ru/0...   Jan 29 2008, 05:23 PM
marine   მჭრელ პირიანი მარ...   Jan 30 2008, 12:25 PM
თემო   არ ვიცოთ თუ მარაოც ...   Jan 31 2008, 06:58 PM
marine   მოგვიანებით კიდევ...   Feb 1 2008, 12:14 PM
თემო   ეს არის საბრძოლო ი...   Feb 1 2008, 03:20 PM
tamara   იაპონური ხმლები რო...   Feb 5 2008, 01:55 PM
marine   კატანა Катана (яп. 刀) - ო...   Feb 5 2008, 02:01 PM
tamara   წონა იყო 1,5 - კგ, ეს არ...   Feb 5 2008, 03:15 PM
marine   წონა იყო 1,5 - კგ, ეს ა...   Feb 5 2008, 03:17 PM
თემო   წონა იყო 1,5 - კგ, ეს ა...   Feb 5 2008, 05:09 PM
თემო   თამარ მადლობა, მარ...   Feb 5 2008, 06:22 PM
tamara   მოყვარული ვარ - ბოლ...   Feb 5 2008, 09:12 PM
თემო   ბევრი ვერსია ვცად...   Feb 6 2008, 11:23 AM
თემო   ს ა მ უ რ ა ი ი...   Feb 6 2008, 12:40 PM
tamara   http://i046.radikal.ru/0802/35/3199842621c9.jpg ...   Feb 6 2008, 04:18 PM
თემო   ყველაზე იდუმალ და ...   Feb 6 2008, 05:10 PM
tamara   ტორენტი გვქონია სა...   Feb 6 2008, 06:12 PM
თემო   ხვალ დავდებ თამარ ...   Feb 6 2008, 06:24 PM
თემო   http://kinozal.tv/details.php?id=36588 ოღო...   Feb 6 2008, 06:55 PM
tamara   მადლობა ხვალ გადმო...   Feb 6 2008, 07:01 PM
bekas   რასაც შენ გულისხმ...   Feb 6 2008, 10:28 PM
თემო   კადრები ზემოთ აღნი...   Feb 7 2008, 12:57 PM
თემო   http://i042.radikal.ru/0802/35/2168dd9f5653.jpg   Feb 7 2008, 03:39 PM
tamara   ეს რა არის თემო?   Feb 7 2008, 03:43 PM
თემო   ეს არის "მფრინავი...   Feb 7 2008, 03:50 PM
თემო   ნაგინატა? ეს იარაღ...   Feb 7 2008, 04:03 PM
თემო   http://i014.radikal.ru/0802/10/d72b63b89e71.jpg   Feb 7 2008, 05:12 PM
თემო   http://i038.radikal.ru/0802/64/bc1339f8df35.jpg   Feb 8 2008, 11:41 AM
თემო   http://i048.radikal.ru/0802/ca/759980eb7ef3.jpg h...   Feb 8 2008, 12:48 PM
tamara   სეტტო - Сэтто (яп. 節刀, сэ...   Feb 8 2008, 12:49 PM
თემო   როგორც ზემოთ პოსტშ...   Feb 8 2008, 12:52 PM
tamara   ნინძების იარაღი იყ...   Feb 8 2008, 12:53 PM
თემო   http://i018.radikal.ru/0802/5e/11cc98113272.jpg ...   Feb 8 2008, 01:02 PM
tamara   კი ამაზე მეც ბევრი ...   Feb 8 2008, 01:42 PM
zura.bi   http://i047.radikal.ru/1007/02/cc30cd58862b.jpg   Jul 10 2010, 01:06 PM
marine   "XVII-XVIII საუკუნეებიდ...   Mar 31 2022, 10:22 PM
marine   "ლახვარი უძველეს ...   Apr 23 2022, 08:17 PM
marine   "ლითონის დამმუშა...   Apr 24 2022, 02:48 PM
marine   "სასროლი იარაღებ...   Apr 25 2022, 07:34 PM
marine   "საბრძოლო იარაღი ...   Apr 28 2022, 02:20 PM
marine   "კეჭნაობაში წარმ...   Apr 29 2022, 12:26 PM
marine   "ძველ დროში ყველა...   Apr 30 2022, 06:04 PM
marine   "ქართული ყოფისთვ...   May 1 2022, 03:58 PM
marine   "მხედრული უნარებ...   May 1 2022, 04:20 PM
marine   "ხევსურები ჩვეულ...   May 1 2022, 04:40 PM
marine   "საფლავის ქვებზე ...   May 2 2022, 02:27 PM
marine   "აბდულ-ბეგი, როგო...   May 31 2022, 09:39 PM
marine   "მაშინ გუდამაყრე...   Jul 17 2022, 09:50 PM
marine   "თეთრჩოხიანი კედ...   Jul 26 2022, 06:39 PM
marine   "დავითის [აღმაშე...   Apr 26 2023, 04:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2024 - 03:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი