ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
judi |
Dec 18 2007, 12:45 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 |
მარტოსულ მთვარის სანთლის შუქზე მეფობს წყვდიადი,
სევდიანი და ნაღვლიანი შევყურებ ზეცას.. და ვარსკვლავების ზურმუხტის და ფირუზის თვლები, ლანდების ქსელით ჩახვეულნი დამსხდარან ზეცას.. მყუდროა ირგვლივ ყველაფერი, ვუსმენ სიჩუმეს... მესმის ფოთლების, ყვავილების და მიწის სუნთქვა, ვყნოსავ ტკბილ სურნელს, შეჯერებულს ვარდის სურნელით და წამის ყოფით ოცნებებში ვაფარებ მათ თავს: თითქოს ია ვარ, თავმდაბალი, ნაზი, უმანკო, მაგრამ ამაყი, უწმიდესი გრძნობით აღვსილი, თითქოს მაცვია ფარატინა ქაღალდის კაბა, ცის ლაბირინთში გაშუქებულ პირიმზის ფერი. და მბერავ სიოს ფრთების კალთით ატატებული, დავყავარ მინდვრად, მიწნავს გვირგვინს ცისარტყელისას, მაცნობს იდუმალ სამყაროს და სამოთხის ნაწილს, მასწავლის ფრენას და ჩიტების ჭიკჭიკა ენას.. და, წამის ყოფით, სულ ერთი წამით ვპოვე მე შვება, გადაფრენილმა ყვავილების სამფლობელოში, სევდა და დარდი შემიცვალა იმედის შუქმა და კვლავ ვესწრაფვი ხილვას წმიდა ოცნების სიზმრის, სადაც ვიხილე ჭეშმარიტი სულის ზეობა, ლაღ სიყვარულის და სიკეთის დღესასწაული... -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი