გავიხსენოთ მამა შიო... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გავიხსენოთ მამა შიო... |
mariami-k |
Feb 1 2007, 11:29 AM
პოსტი
#1
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი) 19 წლის ასაკში აღიკვეცა, 20 წლისა მღვდელ-მონაზონი და 21 წლის უკვე იღუმენი. 2006 წლის 10 ნოემბერს იგი არქიმანდრიტი გახდა. 19 ნოემბერს კი ავარიაში გარდაიცცვალა, 30 წლის ასაკში.
მან ბევრი მონასტერი ააშენა: ტბეთი, ქოზეფა და ა.შ. ბოლოს იგი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი იყო. თუ ვინმე იცნობდით, გთხოვთ არ დაიზაროთ და ერთად გავიხსენოთ მამა შიო. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
marine |
Dec 18 2007, 01:48 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნაწყვეტი ბოლნელ ეპისკოპოს ეფრემთან ინტერვიუდან:
მეუფე, ქოზიფას ხშირად მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეს უწოდებენ, რომლის აღდგენასშიც მამა შიოსთან ერთად დიდი წვლილი მიგიძღვით. იყავით გულწრფელი და თქვით, ოდნავ მაინც არ დაგენანათ იმ დიდებული მონასტრისა და შუაღამიანზე აღვლენილი ლოცვები მიტოვება? - ქოზიფა მართლაც განუმეორებელია. ვმადლობ უფალს, რომ რამდენიმე წელი ამ დიდებულ მონასტერში მომიწია ცხოვრებამ. ეს უდიდესი სულიერი სკოლა და გამოცდილება იყო ჩემთვის. მით უმეტეს, რომ მანამდე იქ ჩემთვის უსაყვარლესი აწ განსვენებული არქიმანდრიტი შიო მოღვაწეობდა. იქ მისი ლოცვისა და შრომის კვალი ატყვია ყველაფერს, იქ მისი სულის სუნთქვა იგრძნობა. მახსენდება... მამა შიოსთან ჩემი უკანასკნელი შეხვედრაც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ამ სავანეში მოხდა. ახლა რომ ვუკვირდები აბსოლუტურად განსვავებული განცდა იყო ქოზიფაში ჩემს მისვლასა და ბოლოს იქიდან წამოსვლას შორის. სიხარული სევდიანმა სინანულმა შეცვალა, თუმცა ის მადლი რაც თუნდაც ერთხელ აღიბეჭდება სულში აღარასოდეს მიეცემა დავიწყებას. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი