პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
marine |
Dec 12 2007, 05:02 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.
ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა. საქართველო ქარს მოჰქონდა სახეები შორეული, მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს. საქართველო თვით სამოთხის ორეული, წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს. სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული, სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას, იყო ჟამი ქართველისთვის წამებული, სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს. იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა, იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი, და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა, წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული, ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება, ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული, ასე იყო ცათა შინა უფლის ნება. მღვდელი პეტრე კვარაცხელია (მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც) საქართველოსკენ რა ხანია, ჩემი მთების სურნელი არ მცემია, სხივისიც თუა საქართველო ჩემ წილად ხომ ჩემია! როდის ვნახავ, რომ ვიჯერო გული მთების ცქერითა, მინდორ ველებს რომ ამშვენებს ნოხი ათას ფერითა. ფრინველებიც რომ გალობენ სულ სხვანაირ ხმაზედა, არწივი რომ გადაიფრენს მიუწვდომელ მთაზედა... რა იქნება, არ მიმტყუნოს გულმა მშობელ მიწამდე... მისი ეშხის, როცა შორს ვარ უფრო ძლიერ ვიწამე!... ვანო ინაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიამი |
Dec 18 2007, 02:27 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ტიციან ტაბიძე
მაშ გამარჯვება თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე და დავუჩოქებ მიწას მუხლებით. – მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი. ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს, ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს, სანამდე უნდა, რომ მზედ ედინოს გავარვარებულ ოქროს თაველებს! სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი: წავა, გაქრება, როგორც სიზმარი, მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს, რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს. ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო, ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი. სჯობს აღარ გვქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი! – სხვა საქართველო მაინც სად არი? რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა? ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი, ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა? დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი; – მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!.. მურმან ლებანიძე * * * უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის – დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა... არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი, თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია... არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი და კითხვა: „ვინ ვის?!“ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია... არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია! -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი