პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
marine |
Dec 12 2007, 05:02 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.
ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა. საქართველო ქარს მოჰქონდა სახეები შორეული, მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს. საქართველო თვით სამოთხის ორეული, წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს. სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული, სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას, იყო ჟამი ქართველისთვის წამებული, სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს. იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა, იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი, და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა, წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული, ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება, ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული, ასე იყო ცათა შინა უფლის ნება. მღვდელი პეტრე კვარაცხელია (მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც) საქართველოსკენ რა ხანია, ჩემი მთების სურნელი არ მცემია, სხივისიც თუა საქართველო ჩემ წილად ხომ ჩემია! როდის ვნახავ, რომ ვიჯერო გული მთების ცქერითა, მინდორ ველებს რომ ამშვენებს ნოხი ათას ფერითა. ფრინველებიც რომ გალობენ სულ სხვანაირ ხმაზედა, არწივი რომ გადაიფრენს მიუწვდომელ მთაზედა... რა იქნება, არ მიმტყუნოს გულმა მშობელ მიწამდე... მისი ეშხის, როცა შორს ვარ უფრო ძლიერ ვიწამე!... ვანო ინაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
k@the |
Dec 18 2007, 03:31 PM
პოსტი
#42
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ცხრა ძმა ხერხეულიძე
ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები, რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?! მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭირვინებს, ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე! იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა, აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ! ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების? მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ, ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს, ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ: ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ! ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა, იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა! ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? – დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით... მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?! 1942 ლადო ასათიანი -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი