ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
თამარი_ცქნაფო |
Nov 18 2006, 09:22 PM
პოსტი
#1
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ამ თემის გახსნა კარგა ხანია მინდოდა. დიდი არც არაფერი, მაგრამ ეს ცოტათი მაინც დაგვეხმარება, ვწეროთ ასე თუ ისე გამართულად. დავსვათ კითხვები, ვუპასუხოთ, რატომ არის ერთი ფორმა მართებული და მეორე - გაუმართავი.... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაუბროთ გამართული ქართულით, თუნდაც სულ მცირედით შევეცადოთ....
და რადგანაც თემა მე გავხსენი, თავს უფელბას მივცემ, აქ შემჩნეული რამდენიმე მაგალითი გავასწორო 1. ხშირად იწერება რამოდენიმე, სინამდვილეში ო აქ არაფერ შუაშია: ფუძეა რამდენი+მე ნაწილაკი. ასე რომ, სწორი ფორმაა: რამდენიმე. 2. არასწორია: საქმე იმაშია. ეს რუსულის კალკია. ნუთუ შეიძლება, რომ საქმე რამე-ში იყოს? თუ საქმის არსის გაგება გვსურს, უნდა ვთქვათ: საქმე ისაა, რომ... 3. თითოეული ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი. ეს ნაცვალსახელები გან თანდებულის დართვისას აღარ ინარჩუნებს ბრუნვის ნიშანს და ვიღებთ მართებულ ფორმებს: ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი. ადრე მათთაგანი და მათგანი პარალელურ ფორმებად მიიჩნეოდა, დღეს ეს ფორმაც თა-ს გარეშე იხმარება. 4. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში გავრცელებულია ფორმა: მონოზონი და მიიჩნევენ, რომ ეს მოდის სიტყვა მონო-დან. თუმცა როგორც ძველი ტექსტების საკმაოდ ნორმალურმა მცოდნემ, შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ არსად გვხდება, არც ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ძველი და ახალი გამოცემები იზიარებენ ამ სიტყვის მართებულობას, ენათმეცნიერთა ვარაუდით, შეცდომა დიალექტური ფორმის აღრევით არის გამოწვეული. დიალექტური ფორმაა მოლოზონი, მოლაზონი. მოკლედ, მართებულია მონაზონი. თუ არ გჯერათ, სულ ცოტა, ხანძთელის ტექსტს ჩახედეთ. 5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი. დანარჩენს შემდეგ გავაგრძელებ. თქვენც დამეხმარეთ, დაწერეთ მართებული და გაუმართავი ფორმები. ან დავსავთ კითხვები და თუ ვიცით, ვუპასუხოთ. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ვალერი |
Nov 28 2006, 12:11 AM
პოსტი
#2
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
ძალიან გამიხარდა ასეთი თემის გახსნა. მემგონი არავის ეწყინება ერთმანეთსაც რომ გავუსწოროთ შეცდომები.
ზოგჯერ "მასწავლებლებს" თავადაც გვეშლება ხოლმე მეც დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს. მნათე "ზევითა პოსტს, რომ შევეხმიანო" მემგონი აქ "," არაა საჭირო, როგორც მე ვიცი "რომ" აკავშირებს ორ წინადადებას.წინადადება სრულყოფილი რომ იყოს აუცილებელია ის შეიცავდეს ზმნას.ხოლო ზემოთ ნახსენებ წინადადებაში მხოლოდ ერთი ზმნაა. ე.ი. აქ "," საჭირო არაა . ეს გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც "რომ"-ის წინ მძიმე არ იწერება. ძალიან ხშირად მესმის: "დახურე კარები." არადა საუბარი მხოლოდ ერთ კარზეა. სწორია: დახურე კარი. შეცდომაა: ხვალე. სწორია: ხვალ. შეცდომაა: აკვრია სწორია: აკრავს. შეცდომაა: მითქვია, მინახია. სწორია: მითქვამს, მინახავს. შეცდომაა: ავღწერო. სწორია: აღვწერო. შეცდომაა: ეხლა. სწორია: ახლა ჯერ ეს იყოს და მერე თუ გავიხსენე, კიდევ დავწერ. -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი