![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#1
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა
უფალო, ღმერთო ჩვენო! როგორ ვერასოდეს ვიქცევით შენს მოსაწონად, რაც არ გსურს იმას ვაკეთებთ, დაგვჯაბნა ცოდვებმა და ვნებებმა, მოწყალეო, ყოვლის შემძლევ, შენი მადლით შეეხე ჩვენს გულებს, მოგვეცი ძალა ცოდვებთან ბრძოლისა, განგვაშორე მაცდური ეშმაკი, მფარველი ანგელოზი მოგვივლინე, მისივე ძალით გვიხსენი, შენ თვითონ თქვნი უფალო, რომ ცოდვილთა საცხოვნებლად მოხვედი; შენ, შენ თვითონ თქვი მოწყალეო, რომ ცოდვილის სიკვდილი კი არ გსურს, არამედ მის სინანულს მოელი. თვითონვე ბრძანე შენი უწმინდესი ბაგეებით:"ჩემთან მოსულს არ განვაგდებ". და აი, მოგეახლენით, სასოო ჩვენო, შენს ფეხებთან დამხობილნი ვქვითინებთ, ღმერთო და მეუფეო ჩვენო, ნუ მოგვარიდებ სახეს შენს ქმნილებებს, თუმცა ცოდვილნი ვართ, მაგრამ მაინც შენ გეკუთვნით, მოგვანიჭე სიმტკიცე და ძალა, რათა დავძლიოთ ჩვენი ბოროტი, ცოდვიანი ჩვევები. ამინ! |
![]() ![]() |
Georg |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 ![]() |
აქ უნდა ყოფილიყო წმიდა გრიგოლის ქართული ხატი, ატვირთვისას ასეთი "შეტყობინება" მივიღე - "ფაილის ატვირთვა ვერ განხორციელდა, რადგანაც საქაღალდეს 'uploads' არ აქვს მინიჭებული შესაბამისი უფლებები. გთხოვთ დაუკავშირდით ფორუმის ადმინისტრატორს და აცნობეთ ამ შეცდომის შესახებ."
ფორუმის ადმინისტრატორო! რა ხდება? წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე) ტროპარი: უღელი იგი ქრისტესი მოიღე გრიგოლი, და მხართა შენთა ზედა უტვირთე ჯვარი მისი, ვინაცა უცხოთა აღმსარებლობათა შორის მართლმადიდებლობისა სიტყვასა ასწავებდი და უკანასკნელი სულიცა თვისი დასდევ მოყვასისათვის. დაუცხრომლად ევედრე მხოლოსა ღმერთსა ჩვენ ყოველთათვის. კონდაკი: რომელმან ღმერთი დაუსაბამო მართლმადიდებლობით ისიბრძნისმეტყველე და მსხვერპლად სუნად სუნნელად თავი თვისი შესწირენ ქრისტესა და გვირგვინი უხრწნელი მოიგე გრიგოლ, მას ევედრე ჩვენთვის ღვაწლით შემოსილო. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 05:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი