![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
XI ს.ის მეორე ნახევრიდან ვიდრე XV ს.ის საუკუნის მეორე ნახევარამდე, დროის ამ არცთუისე დიდ პერიოდში ქრისტიანულმა ეკლესიამ უზარმაზარი დანაკლისი განიცადა, მოხდა პირველი დიდი განხეთქილება, და შემდეგ უკვე განხეთქილებაში მოხდა ისევ ახალი განხეთქილება, ეს მოვლენები, ასეთუისე ყველასათვის ცნობილია, მაგრამ თემის დანიშნულება არის ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, მოვძებნოთ და შევაგროვოთ ლიტერატურა ამ თემაზე, ობიექტურად ვნახოთ, მაინც რა ხდებოდა იმ შავბნელ საუკუნეებში, აღმოსავლეთს პოლიტიკური პრობლემა აქვს, აქ ბიზანტია ეცემა, იქ ქრისტიანობა ქუცმაცდება, რას ფიქრობენ თავად განხეთქილების ავტორები? ვინ იყვნენ ისინი? ვინ იყო ვიკლიფი, ჰუსი, სავონაროლა, ლუთერი, კალვინი? რა ბულები გამოსცა პაპურმა რომმა, მოკლედ საინტერესო საკითხია და თქვენს აქტიურ მონაწილეობას ველი
![]() იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
Lenus |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
კაიროს,
კარგი თემაა ნამდვილად. დოგმატიკიდან გარდა ფილიოკვესი, სხვა კიდევ რა შემოიტანეს ახალი? მე როგორც მახსოვს, ღვთისმშობლის სამებასთან დაახლოვებაზე აქვთ საუბარი, ანუ ე.წ."ნახევრად იპოსტასურ" მდგომარეობაზე. კანონიკიდან: გაპარსული წვერი, ღია საკურთხეველი, მხოლოდ ხორცით ზოარება და არა სისხლით, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რატომ და რა მიზეზებით შეცვალეს მანამდელი ეკლესიური კანონები? მე პირადად მაინტერესებს წვერის გაპარსვაზე რა ლოგიკა და მზეზი მოიშველიეს? რაღაც გაგებული მაქვს მტრედზე და წვერის ამოკენკვაზე და არ ვიცი მართალია თუ არა... და მთავარი - მღვდელი ვერ ქორწინდება! რატომ? ეს ვინ სად დაუდგინა და როდის მოხდა, რა მზეზით? კიდევ ერთი - ორდენები რას ნიშნავს და რა საჭირო იყო? წმ. ავგუსტუსის ორდენი, და წმ. ბონიფაცის და ა.შ. პ.ს. ვინაიდან არც მსოფლიო ისტორიის განყოფილება გვაქვს ჯერეჯერობით და არც მსოფლიო ეკლესიის ისტორიისა, იყოს ეს თემა აქ, არავის შეგვიშლის ხელს... -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ღია საკურთხეველი ეს არ გახლავთ კათოლიკური სიახლე, უფრო ზუსტი იქნებოდა რომ გვეთქვა, რომ მართლმადიდებლობაში დახურული საკურთხეველია სიახლე. პირველი ტრაპეზი და პირველი საკურთხეველი ისევე, როგორც ლიტურგისტი მღვდლის ლოცვები არ იყო დამალული მრევლისგან, ითქმოდა გასაგებად მთელი მრევლისთვის და მრევლიც ხედავდა ყოველივეს. ზოგი თეოლოგი ამ სიახლეს თვლის მცირე შეცდომადაც, მაგალითად: შმემანი, მეიენდორფი და ლიტურგიკის მეტრი რობ ტაFტი... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 07:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი