ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
თამარი_ცქნაფო |
Nov 18 2006, 09:22 PM
პოსტი
#1
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ამ თემის გახსნა კარგა ხანია მინდოდა. დიდი არც არაფერი, მაგრამ ეს ცოტათი მაინც დაგვეხმარება, ვწეროთ ასე თუ ისე გამართულად. დავსვათ კითხვები, ვუპასუხოთ, რატომ არის ერთი ფორმა მართებული და მეორე - გაუმართავი.... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაუბროთ გამართული ქართულით, თუნდაც სულ მცირედით შევეცადოთ....
და რადგანაც თემა მე გავხსენი, თავს უფელბას მივცემ, აქ შემჩნეული რამდენიმე მაგალითი გავასწორო 1. ხშირად იწერება რამოდენიმე, სინამდვილეში ო აქ არაფერ შუაშია: ფუძეა რამდენი+მე ნაწილაკი. ასე რომ, სწორი ფორმაა: რამდენიმე. 2. არასწორია: საქმე იმაშია. ეს რუსულის კალკია. ნუთუ შეიძლება, რომ საქმე რამე-ში იყოს? თუ საქმის არსის გაგება გვსურს, უნდა ვთქვათ: საქმე ისაა, რომ... 3. თითოეული ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი. ეს ნაცვალსახელები გან თანდებულის დართვისას აღარ ინარჩუნებს ბრუნვის ნიშანს და ვიღებთ მართებულ ფორმებს: ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი. ადრე მათთაგანი და მათგანი პარალელურ ფორმებად მიიჩნეოდა, დღეს ეს ფორმაც თა-ს გარეშე იხმარება. 4. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში გავრცელებულია ფორმა: მონოზონი და მიიჩნევენ, რომ ეს მოდის სიტყვა მონო-დან. თუმცა როგორც ძველი ტექსტების საკმაოდ ნორმალურმა მცოდნემ, შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ არსად გვხდება, არც ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ძველი და ახალი გამოცემები იზიარებენ ამ სიტყვის მართებულობას, ენათმეცნიერთა ვარაუდით, შეცდომა დიალექტური ფორმის აღრევით არის გამოწვეული. დიალექტური ფორმაა მოლოზონი, მოლაზონი. მოკლედ, მართებულია მონაზონი. თუ არ გჯერათ, სულ ცოტა, ხანძთელის ტექსტს ჩახედეთ. 5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი. დანარჩენს შემდეგ გავაგრძელებ. თქვენც დამეხმარეთ, დაწერეთ მართებული და გაუმართავი ფორმები. ან დავსავთ კითხვები და თუ ვიცით, ვუპასუხოთ. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თამარი |
Nov 22 2006, 07:43 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
მეც შევეხები ერთ ძალზე გავრცელებულ შეცდომას - ვიღაცეები, რაღაცეები.
ეს არის მრავლობითის ფორმა. მხოლობითში გვაქვს ”ვიღაცა”, ”რაღაცა”. შესაბამისად მრავლობითის ფორმის ნიშნის ”ების” დართვისას გვექნება ვიღაცები, რაღაცები. ასე რომ, ეს მეორე ”ე” ზედმეტია. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
zura.b.g. |
Nov 26 2006, 02:02 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 30-August 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 131 |
მეც შევეხები ერთ ძალზე გავრცელებულ შეცდომას - ვიღაცეები, რაღაცეები. ეს არის მრავლობითის ფორმა. მხოლობითში გვაქვს ”ვიღაცა”, ”რაღაცა”. შესაბამისად მრავლობითის ფორმის ნიშნის ”ების” დართვისას გვექნება ვიღაცები, რაღაცები. ასე რომ, ეს მეორე ”ე” ზედმეტია. მართლაა? თამარ თქვენც ამოწმებთ? -------------------- |
თამარი |
Nov 26 2006, 05:46 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
მართლაა? თამარ თქვენც ამოწმებთ? იცი, ეს შეცდომა იმდენადაა დამკვიდრებული, რომ ყველას უკვირს. სწორი ვარიანტი კი თითქოს უცხოდ ჟღერს. იმდენად მიჩვეული ვართ ამ შეცდომას, ასე გვესმის ტელევიზიიდანაც და ახალი ჟურნალ-გაზეთებშიდანაც უმეტესად ასე ვკითხულობთ. ჩემი დამოწმება გინდა თუ მეორე თამარის? დარწმუნებული ვარ, ისიც დამემოწმება. თუ მაინც არ დაიჯერებ, მე გამოგიგზავნი ქართული გრამატიკის და მართლწერის სახელმძღვანელოს თავისი პატარა ლექსიკონით. მაქვს ელექტრონული ვერსია. საქმე იმაშია, რომ როცა გვაქვს "ე"-ზე დაბოლოებული სახელი, მაგალითად ხე, მრავლობითში გვექნება ორი ე - ხეები. მაგრამ სხვა შემთხვევაში ორი ე შეცდომაა. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მანანა |
Nov 28 2006, 03:53 AM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 16-November 06 წევრი № 483 |
მეც შევეხები ერთ ძალზე გავრცელებულ შეცდომას - ვიღაცეები, რაღაცეები. ეს არის მრავლობითის ფორმა. მხოლობითში გვაქვს ”ვიღაცა”, ”რაღაცა”. შესაბამისად მრავლობითის ფორმის ნიშნის ”ების” დართვისას გვექნება ვიღაცები, რაღაცები. ასე რომ, ეს მეორე ”ე” ზედმეტია. ამავე ტიპის შეცდომას ვაწყდებით ფორმაში: რეებს ლაპარაკობ? სწორი ფორმაა რაებს. რა + მრავლობითის ნიშანი "ებ". გამოგიგზავნი ქართული გრამატიკის და მართლწერის სახელმძღვანელოს თავისი პატარა ლექსიკონით. მაქვს ელექტრონული ვერსია. თამარ, ეს სახელმძღვანელო რომ აგეტვირთა აქვე ფორუმზე მგონი ურიგო არ იქნებოდა, ყველას გამოგვადგება! წინასწარ მადლობა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 06:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი