წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamara |
Dec 19 2007, 11:55 PM
პოსტი
#62
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ხარი და ირემი უძველესი წარმართული ტოტემური ცხოველებია...
და მსოფლიო ცივილიზაციებში უხსოვარი დროიდან არსებობდა მათი კულტიც - - ის გვხვდება როგორც ანატოლიაში ასევე ეგვიპტეში, კრეტაზე, ბალკანეთში და ინდოეთში - ეს ცხოველი რელიგიური კულტების მთავარი ტოტემი იყო. ხარის კულტი უძველესი დროიდანაა ცნობილი საქართველოშიც - სხვათაშორის ეს ერთ-ერთი ტოტემური ცხოველია წარმართული ეპოქიდან, რომელმაც ქრისტიანობაშიც ჰპოვა ადგილი... ეს სვეტიცხოველია... ხარის კულტი მრავალი ქვეყნის მითოლოგიის მთავარი პერსონაჟია - შუამდინარეთში შუა აზიაში და ძველირანულ და ძველინდურ ტექსტებში 3-2 ათასი წლის წინ მითოლოგიაში ხარი არის მთვარის ღვთაების სიმბოლო. - ირანულ მითოლოგიაში თვეს ეწოდებოდა «имеющим семя Быка», რაც მიუთითებს კალენდარის კავშირზე ხარის კულტთან. - შუმერულ და აქადის მითოლოგიაში მთვარი ღმერთი სინი ხშირად გამოისახებოდა ლურჯწვერა ხარის სახით. ცნობილ შუმერულ მითში გილგამეშზე ნახსენებია ციური ხარი, რომელიც შექმნეს ღმერთებმა რათა ამ ხარის მეშვეობით ეძია შური ინანას გილგამეშზე, ციური ხარი ჩამოვიდა მიწაზე და მდინარე - ევფრატი დალია, მაგრამ გილგამეშმა დაამარცხა ციური ხარი დასცა მიწაზე და ადამიანების სამსახურში ჩააყენა... ხარის დამარცხების ეპიზოდი ფიგურირებს ირანულ მითოლოგიაშიც - აქრიმანი კლავს ხარს, თესევსი კლავს ხარ-კაცს მინოტავრს, უგარითული ბაალი ხვდება ხარისმაგვარ არსებას.. ხარის დამარცხების იდეაა გატარებული კორიდაში და სავარაუდოდ კრეტულ ტავრომახიაშიც, - საინტერესოა ხეთური მითოლოგიაც - სადაც ჭექა-ქუხილის და წვიმის ღმერთს ჰყავს ორი ხარი - ხური (დილა) და სერი(საღამო). - რომაელები მსხვერპლის სახით იუპიტერს ხარს სწირავდნენ.. - სლავები სწირავდნენ ხარს ღმერთ - "ელვის შემოქმედს" «творцу молний»; у восточных славян существовал обряд заклания быка в день Ильи-пророка, заменившего древнего бога-громовержца. ხარის კავშირი ჭექაქუხილთან სლავებში ალბათ კავშირშია ინდოევროპულ და ხეთურ მითოლოგიასთან... - ძალიან საინტერესოა ხარის კულტი ეგვიპტურ მითოლოგიაში - ცის ხარი არის პირმშო ცის ძროხისა ნუტის და მამა ხბოსი, რომელსაც შობს ნუტი... ეგვიპტური მითოლოგია წააგავს აფრიკული ტომების მითებსაც. აფრიკული მეცხოველეობის მიმდევარი ტომებში - ნუერი,შილუკები, რუანდა - ხარი გაიგივებულია მამაკაცურ საწყისთან. ბუშმენების მითოლოგიაში წვიმა წარმოდგენილია, როგორც "წყლის ხარი", რომელმაც ქალწული მოიტაცა (მსგავსია ზევსი-ხარის მიერ ევროპას მოტაცების მითი) . ეგვიპტეში იყო მთელი ტაძრები სადაც განსაკუთრებული გულმოდგინებით არჩევდნენ ღვთიურ ხარს - აპისს, რომელიც მოგვიანებით დიდი პატივით კრძალავდნენ და მუმიფიკაციას უტარებდნენ. ცნობილია ხარის კულტის ცენტრი მემფისში. - ინდოეთში ხარის კულტი უძველესია - იქ არიელების გამოჩენამდე მოჰენჯო-დაროს და ჰარაფას კულტურაში ნაპოვნია უამრავი ბეჭედი ხარის გამოსახულებით. (3000-4000 წელი ჩვ წ.ა-ღმდე) ამ ფირფიტაზე მარჯვნივ კუთხეში ვხედავთ სამკაპასაც - ესეც საინტერესო სიმბოლოა... სავარაუდოდ ის სიცოცხლის ხეს ნიშნავდა... ხარის კულტი გრძელდება მაჰარაბჰატაში - იქ არის ღმერთ შივას ხარი ნანდინი. ხარს კლავს მითოლოგიური გმირი სკანდა და ვალინი (ისევ ხარის დამარცხების ეპიზოდი) (Сканда, убивающий духа буйвола в «Махабхарате», III 221, 66; Валин, убивающий буйвола Дундубхи в «Рамаяне» IV 11, 7—39) მაგრამ ხარის კულტის ყველაზე ადრეული გამოსახულება ნაპოვნია ჩათალ-ჰუიუკში - ანატოლიაში. ხარის გამოსახულებები იქ თარიღდება 7000-6000 წლით ჩვ წ-აღმდე. ეს აღმოჩენა მეტ ყურადღებას იმსახურებს და კიდევ დავუბრუნდები მას. - ხარის რქების გამოსახულებაა ნაპოვნი ტრიპოლის კულტურის ტაძარში (უკრაინაში) რომელიც თარიღდება 5000-4000 წლით ჩვ წ-აღმდე. ხარის კულტი მნიშვნელოვანი იყო მიწათმოქმედებით ქვეყნებში აი კიდევ საინტერესო ინფორმაცია - по поверьям сванов, бык Висхв, посвящённый богу Пусду, должен быть самым могучим и прекрасным из быков. * * * ხარის კულტს ვხვდებით ზოროასტრიზმშიც - ზოროასტრიზმის მთავარი ატრიბუტი ცეცხლია - ამ რელიგიის მიმდევრები ცეცხლთაყვანისმცემლები იყვნენ, მათ ტაძრებში მუდმივად ენთო წმინდა ცეცხლი - როგორც ღმერთის სიწმინდის და სინათლის სიმბოლო. ცეცხლი არასოდეს ქრებოდა - მაგრამ ზოროასტრების ყოველ ტაძარში იმყოფებოდა განსაკუთრებული თეთრი ხარი - როგორც სიმბოლო შემოქმედებისა და ბუნების ძალებისა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ხარი არის მიწათმოქმედების სიმბოლო - მიწათმოქმედება დაკავშირებულია მთვარის ფაზებთან - მზის და მთვარის კალენდართან - რისი ცოდნაც აუცილებელი იყო ხვნა-თესვისათვის... საინტერესო ისიცაა, რომ მსოფლიოს მრავალი ანბანი იწყება ასო ა-თი. ა-ასოს ბერძნულ ანბანში ალფა ჰქვია, თავის მხრივ იგი იქ მოხვდა ფინიკიური ასო ა-ალეფისგან, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ეს ასო მოიპარეს ეგვიპტელებისგან და მას აპისი (ხარი) ერქვა. ფინიკიელებმა აპისის რქების გამომსახველი ეგვიპტური სიმბოლო 90 გრადუსით მოატრიალეს... აპისის კულტი ძველ ეგვიპტეში კავშირში იყო მთვარის ფაზებთან და მთვარის კალენდართან - ღვთიურ ხარს - აპის ირჩევდნენ ყოველ 25 წელიწადში. ამისათვის ქურუმები დადიოდნენ მთელს ეგვიპტეში და ეძებდნენ შავ ხარს, რომელსაც განსაკუთრებული ნიშნები ექნებოდა. 25 წელიწადი კავშირშია მთვარესთან - ყოველ 25 წელს მთვარის ფაზები ემთხვეოდა ერთსა და იმავე დღებს. http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/15/1.htm |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 11:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი