![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ძვირფასო ფორუმელებო, ვინაიდან წინა თემა ამ სათაურით წაიშალა, ნება მიბოძეთ გავხსნა კიდევ ერთ და იმედი მაქვს, რომ მას იგივე ბედი არ ეწევა, იმისდა მიუხედავად, რომ კამათი იქნება ცხარე და ერთმანეთის გამომრიცხავიც. თავად ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელი ადამიანები ამ საკითხისადმი არიან ძალიან დაინტერესებულნი, ზოგი პოზიტიურად, ხოლო ზოგი ნეგატიურად, მიანიშნებს, რომ ეკლესია ცოცხალია და მას აღელვებს საკუთარი რწმენის, ტრადიციის და ლიტურგიკული პრაქტიკის ძირეული საკითხები.
იმედი მაქვს არ იქნება დადანაშაულება იერარქიისა სხვადასხვა მწვალებლობაში, იმედი მაქვს რომ საუბარი კონსტრუქციული იქნება ცხარე კამათისდა მიუხედავად. დაივწყოთ.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა Sotiris-ისი მართალია კანუდოსელთან და მის "ძმებთან ვახ, აქ უკვე "საძმოებად" ვიყოფით? ვინაა მართალი და ვინ არა, სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ ფორუმში და არა "საძმოებად" დაყოფას! ციტატა რას ემსახურება ეს "დიალოგი დიალოგი, ბევრ რამეს ემსახურება, ბევრი კარგი კეთდება მისი მეშვეობით, რაღათქმაუნდა მუდმივი სიფხიზლე სჭირდება დიალოგსაც, ერთბაშად რომ "ევქარისტიულ" კავშირში არ გადავიდეს... მაგრამ ვფიქრობ, არაა მთლად ქრისტიანული გზა "რა საჭიროა დიალოგი" ან " ციტატა აპირებს დათმოს ერთი მისხალი თუნდაც თავისი ცრუმოძღვრებიდან , ასე რომ ეფიქრა მოციქულ პავლეს, დღესაც მთელი მსოფლიო ბნელში იქნებოდა ან კიდევ მისიონერული მოღვაწეობა სულ დაგვავვიწყდა რომ არსებობს? კულტურული გახსნა, დაახლოება, სხვადასხვა გამოცდილებათა გაზიარება, დიდი დონის მსოფლიო პრობლემებისადმი ( შიმშილი, ომი, სეკულარიზაცია) ერთად დაპირისპირება, ნუთუ აქაც "ამუნიას" ვხედავთ? იზოლაცია ყოველთვის იზოლაციაა და მგლის შიშით ცხვრებს მხოლოდ უვიცნი წყვეტენ!ციტატა როცა 1 საუკუნის მანძილზე ვერავითარი დადებითი ვერ განხორციელდა არ ღირს თავის მოტყუიება. -------------------- და იქნებ არა? დასასრულია არაჩვეულებრივად სწორად მიგნებული ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 06:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი