![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო!
ჩემი ძმები, ბერძენი, ბულგარელი, რუმინელი და სხვა მართლმადიდებლები, მალე შობას იდღესასწაულებენ, ახლა ვამზადებ მისალოც ვირტუალურ და არავირტუალურ ბარათებს, არადა ჩვენ ჯერ შორს ვართ შობის დღესასწაულისაგან... მალე მოდის საერო ახალი წელიც, რომელი ყოვლადგაურკვეველი მიზეზების გამო, ზოგი მორწმუნე ეწინააღმდეგება და ლამის აკრძალონ კიდეც მისი შეხვედრა, კიდევ კარგი პატრიარქი ულოცავს ხალხს 1 იანვარს ... ჰოდა, ამან მიბიძგა იმისაკენ, რომ ახალი თემა გავხსნა, ვიმსჯელოთ, რა არის კალენდარი, სტილი, პრობლემა... არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი საწინააღმდეგო აზრი გაჩნდება და რადგან ეს კიდევ ერთი თემაა, სადაც შეხლა-შემოხლა ბუნებრივია, რომ იქნება, უბრალოდ გთხოვთ, იქნებ აქ მაინც თავი შევიკავოთ ზედმეტი უხეშობისა და აგრესიისაგან! გმადლობთ კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ერთ საინტერესო დოკუმენტს გთავაზობთ:
სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებანი (ცირკულარული) საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ. სრულიად საქართველოსავტოკეფალურ ეკლესიის მღვდელმტავართა, სამღვდელოებისა და ყოველთა მორწმუნეტა სახელმძღვანელოდ. დადგენილებანი სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოსი საქართველოს ეკლესიაში ახაი სტილის კალენდრის შემოღების სესახებ. 1. 1923 წლის 24 ოქტომბრისა: შემოღებულ იქმნეს ამა წლის პირველი ნოემბრიდან საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი. დღესასწაულები წმიდათა ხსენებანი და მარხვანი ამა წლის 1 ნოემბრიდან დაწესებულია ახალი სტილის კალენდრის თანახმად. 1924 წ. ბრწყინვალე აღდგომა გადახდილ იქმნეს ახალის სტილით. გამოეცხადოს საკათაიკოსო საბჭოს მადლობა პროფესორ დიდებულიძეს და ბენაშვილს პასქალიონის შედგენისათვის ახალის სტილის კალენდრის თანახმად. დადგენილებას ხელს აწერენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე ეპ. ქრისტეფორე ურბნელი, დეკ. გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენ კანდელაკი, ბბ. ივანე რატიშვილი, გერასიმე იმნაიშვილი. 2. 1924 წლის 11 აპრილისა: "საკათალიკოსო საბჭომ მოისმინა განცხადება ეპისკოპოს სვიმონ ჭყონდიდელისა, შუამდგომლობა სხვადასხვა ადგილებიდან მორწმუნეთაგან და დადგენილება ტფილისის სამღვდელოების კრებისა, რომ პასექის უქმობა 1924 წელში, მხოლოდ ამ წელში, გამონაკლისის სახით, მოხდეს ძველის სტილით, დაადგინა: "საკათალიკოსო საბჭო ადასტურებს თავის დადგენილებებს შესახებ ახალის სტილის შემოღებისა საქართველოს ეკლესიაში, მხოლოდ ამა 1924 წლის პასექის უქმობას აცხადებს ძველის სტილით" ხელს აწერენ: საკათალიკოსო საბჭოს დროებითი თავჯდომარე ეპ. ქრისტეფორე ურბნელი, მიტრ. ნაზარი, ეპ. სვიმონ ჭყონდიდელი, დეკ. გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენ. კანდელაკი, ივანე რატიშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, გერასიმე იმნაიშვილი. 3. 1924 წლის 16 ოქტომბრისა: "ტანახმად საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებათა 1923 წლის 24 ოქტომბრიდან და 1924 წლის 11 აპრილიდან, შემოღება ახალი სტილის კალენდრისა საქართველოს ეკლესიაში დადასტურებულ იქმნეს. ხელს აწერენ: კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე ეპ. ქრისტეფორე ურბნელი, ეპ. დავიტი, ეპ. სვიმონ ჭყონდიდელი, ეპ. ნესტორი, დეკ. გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენიამინ კანდელაკი, გერასიმე იმნაიშვილი. თანახმად ზემო მოყვანილ სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებათა, მე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითმა მოადგილემ, ურბნელმა მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ, ამა 1925 წლის 14 იანვარს, წმიდისა მოციქულთასწორისა ქართველტა განმანათლებლის ნინოს ხსენების დღესა, ტფილისის სიონის საკათედრო ტაძარში გამოვაცხადე საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიის მღვდელმთავართა, სამღვდელოებისა და ყოველთა მორწმუნეთა საცნობელად და სახელმძღვანელოდ: ახალი სტილის კალენდარი მიღებულია საქართველოს ეკლესიის მიერ მთლიანად და ყველა დღესასწაულები, როგორც უძრავნი ისე მოძრავნი, მარხვანი და წმიდათა ხსენებანი უნდა გადახდილ იქმნეს ახალის სტილის კალენდრის მიხედვით. 1925 წელში იქმნება. 1) ბრწყინვალე აღდგომა 12 აპრილს; 2) მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე პირველ თებერვალს; 3) ხორცთა აკრება 15 თებერვალს; 4) ყველიერის აღება 22 თებერვალს; 5) ბზობა 5 აპრილს; 60 ამაღლება 21 მაისს; 7) სულიწმიდის მოფენა 31 მაისს; 8) პეტრე-პავლობის მარხვის დასაწყისი 8 ივნისს. ახალის სტილის კალენდრის შესახებ საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებანი ეთანხმებიან მეცნიერულ დებულებებს, დადასტურებულია საკათალიკოსო საბჭოს გაძლიერებულ შემადგენლობისაგან, ე.ი. ეპისკოპოსთა თანადასწრებით, რამდენჯერმე. ამის გამო საკითხი ახალის სტილის კალენდრის შესახებ საკათ. საბჭოში აღარ დაისმის. მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე მიტრ. ქრისტეფორე ურბნელი (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი) 1925წ. 14 იანვარი. ქ თბილის -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი