ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
ნათია |
Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42 ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58 ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა. ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46 ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ. ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47 ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები. ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74 ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ. ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39 ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Dec 21 2007, 12:26 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დავით ღუზარაული, 8 წლის. ახმეტა, ვაჟა-ფშაველას ქ.#1 ტელ: 2 00 08
ძალიან მინდა საახალწლოდ გამომიგზავნოთ ციგა. თუ გამომიგზავნით, ძალიან კმაყოფილი დავრჩები. თამთა ჯეირანაშვილი, 12 წლის. კაზრეთი. წარმოშობით ვარ ხაშურიდან, მაგრამ ვცხოვრობ ბიძასთან. ჩემს ბიძაშვილს აქვს კარგი ხმა და ძალიან უნდა, რომ ჰქონდეს მუსიკალური ცენტრი, მე კი ძალიან მინდა, რომ მქონდეს საბავშვო ატლასი. წინასწარ გიხდით მადლობას. ჰენრი ლაშქარეიშვილი, 8 წლის. ქუთაისი, მაისურაძის #18 ძალიან მინდოდა მქონოდა ველოსიპედი. წელს ვეხმარებოდი ბიძას სასოფლო საქმიანობაში, მპირდებოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ერთადერთი თქვენი იმედი მაქვს, რადგან ჩემი ოჯახი იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. იამზე წულაია, 25 წლის. მარტვილი, ნახუნაო. ტელ: 8 99 37 27 25 ჩემი ნატვრაა, მქონდეს მაცივარი, თუნდაც პატარა. ვარ 3 შვილის დედა, როცა პირველი ნატვრა გამოგიგზავნეთ მესამე შვილს ველოდებოდი. შემეძინა ბიჭი, ეხლა როგორც არასდროს, ისე მჭირდება მაცივარი და ამ გაჭირვებულ დროში ნატვრის მეტი რა დამრჩენია. ვიცი, თქვენ ბევრ ჩემისთანას აუსრულეთ ნატვრა. ღმერთმა გიშველოთ და კიდევ ერთი მოკრძალებული ნატვრა მაქვს, მსურს მქონდეს წინგი _ ,,რას გვეტყვი, მამაო.” ხშირად ვერ დავდივარ ეკლესიაში, მიჩნდება კითხვები, რასაც გაზეთების მეშვეობით ვივსებ, რაც ჩემთვის არასაკმარისია. ღმერთი შეგეწიოთ და შეგიწყალოთ. წინასწარ გიხდით მადლობას. ხატია ზურაბიშვილი, 18 წლის. სიღნაღის რ-ნი, სოფ. ანაგა ვარ ობოლი, არ მყავს დედ-მამა, მყავს 83 წლის პენსიონერი ბებია. ჩემი ნატვრაა, გვქონდეს ფერადი ტელევიზორი. ჩვენ ვერ შევიძენთ მას, რადგან ბებიის პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ძალიან გთხოვთ, მაჩუქოთ ფერადი ტელევიზორი. იანაზი ნახუცრიშვილი, 61 წლის. თბილისი, თემქა, III-მკ.რ Vკვ. 23-ე კორპ. ბ#3 ტელ: 63 38 30 ჩემი ნატვრაა, მქონდეს სარეცხი მანქანა, რომლის ყიდვის საშუალება არ მაქვს. ვარ I ჯგ. ინვალიდი, მარტოხელა. დავდივარ ყავარჯნებით. იმდენად შეზღუდული მაქვს მოძრაობა, რომ სახლიდან ვერ გავდივარ. გთხოვთ შემისრულოთ ეს ნატვრა. ალექსანდრე მესხიშვილი, 48 წლის. თბილისი, მუხრანის ქ.#13 ტელ: 8 98 27 34 46 ვარ დიაბეტით დაავადებული, I ჯგ. ინვალიდი. რამდენიმე თვის წინ ინსულტი მივიღე, დამეკარგა მხედველობა ორივე თვალში. მესაჭიროება სტაციონალური მკურნალობა. მართალია მაქვს სადაზღვეო პოლისი, მაგრამ არ მაქვს მედიკამენტების შეძენის საშუალება. ჩემი ნატვრაა, მქონდეს მკურნალობის საშუალება, მომეცეს წამლის ყიდვის შესაძლებლობა, რომ სიცოცხლე ცოტა ხნით მაინც გავიხანგრძლივო. ნიკა და გიგა ჯავახიშვილები, 4 წლის. გორი. სოხუმის ქ. #2 ტელ: 8 93 36 15 29 ტყუპი ძმები ნიკა და გიგა ცხოვრობენ მიწურ სახლში. გიგას მოძრაობა არ შეუძლია, ნიკას აქვს მხედველობის პრობლემა. მათი ნატვრაა ჰქონდეთ ტელევიზორი, რათა უყურონ მულტფილმებს. პატივისცემით ,,ინვალიდთა კლუბი” შალვა ჭინჭარაძე, 81 წლის. რუსთავი, ტელ: 8 24 19 37 17 ჩემი ნატვრაა, მქონდეს თუნდაც ნახმარი მაცივარი, რათა შევინახო ძლივს გაკეთებული კერძი ჩემთვის და ჩემი უსინათლო მეუღლისთვის. ყოველდღე მომზადება ძალიან მიჭირს. წინასწარ გიხდით მადლობას. გისურვებთ ტკიბილსა და ნათელ სიბერეს მარინე კოპაძე, 39 წლის. გორი, შინდისის გზატკეცილი 15-40 ტელ: 8 270 7 72 81 მყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი, მე და ჩემი მეუღლე უმუშევრები ვართ. შემიძლია ნამცხრების და ტორტების ცხობა და ამით შემოსავლის შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს გაზქურა. თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, ამიხდინოთ ეს ოცნება. წინასწარ გიხდით მადლობას. ზაქარია ძულიაშვილი 83 წლის, გურჯაანის რ-ნი. ტელ: 855 12 52 24; 8 99 36 03 84 ვარ II მსოფლიო ომის მონაწილე. ჩემი ბარათის წამკითხველს, ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, კარგ სმენას და მხედველობას. ძნელია სიბერე, ძალიან დამაკლდა სმენა და მხედველობა. ეზოს შემოსასვლელ კარებთან ძაღლი მიბია _ მომსვლელს დაჰყეფს და ამით ვიგებ, რომ ჩემთან ვიღაცას საქმე აქვს. ვნატრობ, მქონდეს მოსასმენი აპარატი. იქნებ ვინმე გამოჩნდეს და ნატვრა ამისრულოს. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი