![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ვფიქრობ ეს ყოველივეც მეტად აქტუალურია.
ურთიერთობის ღვაწლის შესახებ. ქრისტიანული ცხოვრება ამქვეყნად სვლას წარმოადგენს. ცხოვრების უფერულობა საშუალებას არ გვაძლევს სრულად გავიცნობიეროთ ჩვენი მისია დედამიწაზე და ღვთის მიერ ბოძებული ტალანტები; საკუთარი თავის შეცნობასაც კი ვერ ვახეერხებთ. ჩვენი სულიერი უნარები გამოუყენებელი გვრჩება. თავს უმნიშვნელო ადამიანებად მივიჩნევთ და სხვებსაც ასევე ვაფასებთ, რადგან მათაც ჩვენი საომით ვზომავტ. ასე ვამბობთ: "ჩვენ სავსებით ჩვეულებრივი პატარა ადამიანები ვართ. ოღონდ ლუკმაპური გვაშოვნინა და მეტის პრეტენზია არა გვაქვს. აბა, დიდ საქმეს ჩვენ როგორ მოვერევით". ეს თვითდაკნინება ხშირად გვისუსტებს მოქმედების ნებას, მაშინ როცა, რაც უნდა პატარა და სუსტი იყოს ადამიანი, ყოველ ჩვენგანს თავისი მისია აქვს. ყოველ ადამიანს ამქვეყნად თავისი დანიშნულება აქვს და იგი უფლის მიერ არის მოვლენილი დედამიწაზე. უფალს ტითოეული სული სჭირდება თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია საკუთარი სიცოცხლის გამო და არ არის თავისუფალი პასუხისმგებლობისაგან სხვების გამო. თვითდაკნინების ნამდვილი მიზეზი ჩვენი სიპატარავე და სისუსტე კი არ არის, არამედ ის, რომ არ გვსურს პასუხისმგებობა ვიკისროთ. ჩვენ ხშირად ვამბობთ: "ეს საქმე მე არ მეხება, სხვამ გააკეთოს, მე რა შუაში ვარ". ამ სიტყვებით ჩვენ სხვას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას და თითქოს დამნაშავედაც ვთვლით მას საქმის შეუსრულებლობის გამო, საიდანაც მომდინარეობს განკითხვა, რომელსაც დაყოფა-დაშორებისკენ მივყავართ. ერთმანეთთან ურთიერთობაში ჩვენ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ საკუთარი ბუნების საუკეთესო ან უარესი მხარეები. სამწუხაროდ ჩვენ მეტწილად გამოუვლენელი გვრჩება ჩვენში არსებული სინათლე და სიკეთე. ხშირად არც კი ვიცნობთ ჩვენს სულიერ საგანძურს, რის გამოც სული ერთგვარად იბინდება. იმისათვის, რათა შევასრულოთ ჩვენი დანიშნულება და გამოვამჟღავნოთ საკუტარი თავი, საჭიროა გავახილოთ შინაგანი თვალები და დავინახოთ სულში არსებული ფასეულობები, რომლებიც დაფარულია გარეგანი მზერისათვის. საჭიროა, ჩვენს სულშიც აღმოვაჩინოთ ეს ფასეულობები და სხვებსაც დავეხმაროთ მათს აღმოჩენაში. განსაკუთრებით გვინდა გავუსვათ ხაზი ამ უკანასკნელის მნიშვნელობას: როდესაც სხვებს ვეხმარებით, აღმოაჩინონ თავიანთი თავი, ამ დროს საკუტარი სულის უცნობ სიღრმეებსაც ვწვდებით. სწორედ ამით არის მნიშვნელოვანი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან: მათი მეშვეობით ვსწავლობთ საკუტარი თავის გადარჩენასა და სულიერი ძალების დაძაბვას. ადამიანებთან ურთიერთობისათვის ტავის არიდება ქრისტიანისათვის ყველა შემთხვევაში როდი არის სასარგებლო. მარტოობა ადამიანს თითქმის ყოველთვის აღარიბებს. რაც მეტად დაშორდება იგი ხალხს, მით მეტად გაღარიბდება თვითონ. განმარტოებით ცხოვრებისას ჩვენ ერთგვარად გამოვაცალკევებთ ხოლმე საკუტარ თავს საყოველთაო ცხოვრებისაგან, მთელი ორგანიზმის ცხოვრებისაგან და ამ განცალევებაში ვიფიტებით, რადგან საყოველთაო ცხოვრების მაცოცხლებელი წვენებით არარ ვიკვებებით. ხალხთან ურთიერთობა კი იწვევს ადამიანის გამოუვლენელი ძალების ამოქმედებას: ტავიანთ მსგავს საწყისებთან შეხებისას ეს ძალები მოქმედებას იწყებენ. ამგვარად, ხალხთან ურთიერთობა სულიერად გვამდიდრებს - სული სხვა ადამიანებთან სიახლოვის სისავსეში ყვავის. ყოველი ადამიანი ინდივიდუალობაა, რომელსაც ნაკლული თვისებების შევსება სხვა ადამიანებთან სიახლოვის მეშვეობით შეუძლია. ადამიანები ღვთის ყვავილები არიან. და ჩვენ უნდა შეგვეძლოს, ფუტკრებივით ვაგროვოთ თაფლი ამ ყვავილებიდან, გავმდიდრდეთ სხვების ინდივიდუალობით და საკუტარი ინდივიდუალობა წარმოვაჩინოთ მათ წინაშე. ზოგჯერ ჩვენ გვიძნელდება ურთიერთობა, მაგრამ, რამდენადაც საყოველტაო ცხოვრებისათვის ვართ მოწოდებულნი, სხვებთან ურთიერთობა ჩვენი ქრისტიანული მოვალეობაა. სხვებთან ურთიერთობისას ხდება განცალკევების შემოქმედებითი გადალახვა, ამ მიზნით ადამიანი ავლენს საკუტარ სულიერ ფასეულობებს, თვითონაც მდიდრდება და სხვებსაც ამდიდრებს. ყოველმა შეხვედრამ შეიძლება ძალიან ბევრი რამ მოგვცეს. თუ გარშემო მყოფ ადამიანებს ყურადღებას მივაპყრობთ, აუცილებლად გავმდიდრდებით, აღმოვაჩენტ საგანძურს - სიკეთეს და სინათლეს. მშვენიერება ყოველ ადმიანშია დაფარული და მხოლოდ ჩვენი ცოდვიანობა არ გვაძლევს ამის დანახვის საშუალებას. ჩვენ, ჩვეულებრივ, მხოლოდ ზედაპირულად ვეხებით ერთმანეთს და თავს არ ვიტკივებთ სხვა ადამიანის ჭეშმარიტ არსში ჩასაწვდომათ. ჩვენ მთელი სისრულით ვერ ვხედავტ მის სულიერ მხარეს. ჩვენ ვხვდებით ივანეს, პეტრეს მარიას, დარიას და უმრავლეს შემთხვევაში, არასწორად ვაფასებთ მათ. ჩვენ ვამბობთ: "ის სიმპათიურია, ხოლო ეს არ არის სიმპათიური". ხშირად ადამიანის გარკვეულ ნაკლოვანებებს ვამჩნევთ და გავურბივარტ მას, რადგან მისი პიროვნების არაარსებით თვისებებს მის ადამიანურ არსად მივიჩნევტ და არც კი ვცდილობთ ამ პიროვნების ჭეშმარიტ არსამდე მივაღწიოთ. ამის გამო ვშორდებით ერთმანეთს და არაფერს ვაკეთებტ იმის გადასალახავად, რაც ერთმანეთისგან გვაშორებს. ჩვენ შეჩვეულნი ვართ ურთიერთობას იმგვარ ადამიანებტან, რომლებტანაც ურთიერთსიმპათია გვაკავშირებს. ხოლო თუ ურთიერთობაში უმცირესი წინააღმდეგობა შეგვხვდება, მის დასაძლევად არაფერს ვაკეტებტ. ჩვენ ძალიან გვიჭირს საუბარი ადამიანტან, რომლის მიმართ ცუდად ვარტ განწყობილი, მაგრამ სწორედ ეს სირთულე უნდა დავძლიოთ. უფალს სურს, ადამიანები ერთად შეგვკრიბოს, ხოლო ეშმაკი ცდილობს, ერთმანეთს დაგვაშოროს. (აგრძელება იქნება) -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
დაშორების დაძლევით ჩვენ ერთმანეთში ამოვიცნობთ იმ საერთოს, რაც ადამიანში ღვთისმიერია, რაც ჩვენს ძალას წარმოადგენს, რაც გვანიჭებს ცხოვრების მადლს - მადლმოსიებას. ცოდვამ მთელი კაცთამოდგმა დაყო და დაანაწილა. საკუთარ თავში ცოდვის ძლევისას ადამიანები ერთმანეთს უახლოვდებიან, რადგან უბრუნდებიან ადამიანური ბუნების თავდაპირველ მდგომარეობას - ერთ ორგანიზმად ყოფნას, ხოლო ცოდვა ადამიანს აღარიბებს. ვიდრე არ დავძლევთ იმას, რაც ერთმანეთისაგან გვაცალკევებს, ჩვენ ვხედავთ არა თითოეული ადამიანის ჭეშმარიტ შინაარსს, არამედ მხოლოდ მის ნიღაბს, რომელსაც შეცდომით ნამდვილ სახედ მივიჩნევთ. ჩვენი განცალკევებულობა, ჩვენი "ეგო" ჩვენს ცხოვრებას ამახინებს.
ხშირად ხალხთან ურთიერთობისათვის საჭიროა საკუთარი თავში დავძლიოთ უსიამოვნო გრძნობა, თავს მოვერიოთ, გადავლახოთ ანტიპათია, რაც უკვე გარკვეულ ღვაწლსა და კეთილის ქმნას, კეთილშობილებას წარმოადგენს. და მართლაც, ეს არის თითოეული ჩვენგანის ამოცანა. გულზიარობა უფლის მიერ ბოძებული ნიჭია; ხოლო როცა გულდახურული ადამიანი საკუთარი სიღატაკის დასაძლევათ სხვებთან ურთიერთობას ცდილობს გულზიარი ხდება, ეს არის ნამდვილი ღვაწლი. ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ, რომ რიგითი ადამიანები საგანგებო გარემოებებში, მაგ. ომის ან სხვა რაიმე კატასტროფის დროს არაჩვეულებრივ სულიერ ფასეულობებს ამჟღავნებენ. რატომ უნდა ველოდოთ ამ საგანგებო ვითარებას რათა ადამიანში კარგი თვისებები დავინახოთ? ცხოვრებისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულებით ჩვენ ყოველთვის შევძლებთ მათს გამოვლენას. მთავარია, მოვერიოთ ინერტულობას და განცალკევების დაძლევა ვცადოტ. ერთმანეთს შორის განცალკევების დაძლევისას ადამიანები შეიგრძნობენ ცხოვრების ერთიანობას, რასაც მათთვის მადლი, სიხარული და ნეტარება მოაქვს. განცალკევების დაძლევით ჩვენ თითქოსდა, შევდივართ ერთმანეთის შიდა სამყაროში, რის მაგალითსაც წარმოადგენს მეგობრობა. ასეთ ადამიანებზე ითქმის, ისინი ერთსულოვანნი არიანო. მხოლოდ იმის დაძლევით, რაც ერთმანეთისგან გვაცალკევებს, ვეზიარებით ცხოვრების სისავსეს. ჩვენ, ჩვეულებრივ გვეჩვენება, რომ ჩვენი შეხვედრები სხვა ადამიანებთან შემთხვევითობაა. ეს რაღა თქმა უნდა, არ არის მართალი. უფალი ერთმანეთის გვერდით გვაყენებს ოჯახში და საზოგადოებაში, რათა ერთიმეორის მეშვეობით გავმდიდრდეტ, რათა ერთმანეთს ვეხებოდეთ და სინათლეს გამოვცემდეთ. უფალი გვეუბნება: "აი რა ამოცანას გისახავ. მე შენ ამა და ამ ადამიანებს შორის დაგაყენე. შენ გულში გაქვს ტალანტი, რომელიც მე გიწყალობე. გადაუშალე გული სხვებს. აჩვენე მათ შენი ტალანტი". როდესაც უფალი ადამიანს ცხოვრებაში გზავნის, მას რარაც ნიჭით აჯილდოვებს და სამოქმედო არენას აძლევს, რატა მისი სულიერი ცხოვრება აყვავდეს. და რამდენადაც თითოეული ადამიანი სულიერად განუმეორებელია, თუკი მისი სულიერი სიმდიდრე არ გამოვლინდა, ეს სულიერი სიკვდილი იქნება - უფლის სინათლის გაქრობა ყოფიერების მოცემულ წერტილში. ამიტომ, ყველა უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ სამყაროზე, რათა უფლის სინათლე არათუ არ ჩააქროს, რაც შეიძლება მეტად ააკაშკაშოს საკუთარ თავში. ჩვენ რატომრაც არ გვსურს იმ ზალების გამოყენება, რომლებიც ჩვენში არსებობს, ყოველ შემთხვევაში, არ ვჩქარობთ ამას. საკუთარ თავში ცოდვასთან ბრძოლის მეშვეობით ჩვენ ვათავისუფლებტ ჩვენს ბუნებაში სიკეტეს, რითაც შეგვიძლია ახალი ცხოვრების შემოქმედნი გავხდეთ - შევამციროთ ბოროტება დედამიწაზე, უწინარეს ყოვლისა, ჩვენს პიროვნებაში მისი შემცირების გზით. ჩვენი მხრივ უმცირესი ძალისხმევაც კი ანგრევს ჩვენს იდენტურობას, აღვიძებს და გამოავლენს ჩვენში მთვლემარე სიკეთეს. თითოეულ ადამიანს თავისი წარმატებები მიეცა. უფალი ყოველ ჩვენგანს ჰკითხავს: "რატომ არ გააკეთე ის, რაც უნდა გაგეკეთებინა?" ჩვენი ამოცანაა, ჩვენი ცხოვრებიტ გამოვამჟღავნოთ და გავამრავლოთ ღვთის მიერ ბოძებული ტალანტი. ხშირად ამბობენ ხოლმე: "მე არანაირი ტალანტი არ მაქვს", და ამ დროს გულისხმობენ მეცნიერის, შემოქმედის, საზოგადო მოღვაწის ტალანტს. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია გულის ტალანტები, რომლებიც უფალმა ყველა ადამიანს უბოძა: გულითადობა, გულისხმიერება თანაზიარობა. ამ ტალანტების, როგორც ჩვენი სულის ბუნებრივი თვისებების, გამოვლენა ჩვენს ხელთ არის: ეს ჩვენი ტალანტები მხოლოდ ადამიანებთან ცოცხალ ურტიერთობაში ვლინდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, გამოვავლინოთ ჩვენი სულის სიმდიდრეები იმ ადამიანებთან სიახლოვის მეშვეობით, რომელთა გვერდით დაგვაყენა უფალმა. ჩვენ, საერტოდ, სხვადასხვა ძაფებით ვართ დაკავშირებულნი ერთმანეთთან და სა ჭიროა, ამ ძაფების მეშვეობით საერტო და ერთიან ცხოვრებას ვქმნიდეთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი